მომხმარებლის განხილვა:გ.ნ.ლ 2015

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

OTOGI Messages 09:23, 10 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ შეგიძლიათ მოგვმართოთ!. - OTOGI Messages 09:41, 10 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

კეთილი. ამასთან ერთად გასწავლით ვიკიპედიაში მუშაობას. - OTOGI Messages 10:00, 10 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
არაფერი არ მოგერიდოთ, ჩვენ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს რათა აითვისოთ ვიკიპედიის პრინციპები. უპირველესად ყოვლისა, ვიკიპედიაში არსებული ან შესატანი ინფორმაცია უნდა იყოს ენციკლოპედიური ხასიათის, ამასთან ერთად უნდა ახლდეს წყაროები. - OTOGI Messages 10:09, 10 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
ნამდვილად მისასალმებელია!. მოკლედ, თუ გაქვთ ვიკიპედიაში მუშაობის სურვილი ჩვენ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს. - OTOGI Messages 10:19, 10 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
რა თქმა უნდა დაგეხმარებით! P.S. გზავნილებს ბოლოში ხელი უნდა მოაწეროთ დაკლიკებით. - OTOGI Messages 10:32, 10 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

ტექსტი გადმოვიტანე სტატიაში ბილი ჰოლიდეი. მომავალში აქ შეგიძლიათ ივარჯიშოთ: მომხმარებელი:ლიანა ლორდია/სავარჯიშო. შემდეგ შეგიძლიათ პირდაპირ სტატიაში შეიტანოთ ცვლილება. - OTOGI Messages 11:34, 10 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

კარგად არის ნათარგმნი. კარგია !. ახლა მინდა, რომ თქვენ ჩაასწოროთ ეს მცირე ხარვეზი. გადადით ბილი ჰოლიდეი შედით წყაროს რედაქტირებაში და ჩაასწორეთ. ამით ისწავლით რედაქტირებას. - OTOGI Messages 11:48, 10 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

პირიქით მადლობა თქვენ! მომავალში თუ გადაწყვეტთ ახალი სტატიის დაწერას თუ უკვე არსებულის განვრცობას მაშინ მოგცემთ რამდენიმე რჩევას.

  1. ინფორმაციის დამატება შეიძლება პირდაპირ სამიზნე სტატიაში, წყაროს რედაქტირებაზე დაკლიკებით;
  2. თუმცა შეგიძლიათ ივარჯიშოთ და შემდეგ გადაიტანოთ სამიზნე სტატიაში, თქვენი სავარჯიშო გვერდია: მომხმარებელი:ლიანა ლორდია/სავარჯიშო.
  3. ვიკიპედიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვიკიფიცირების პრინციპს. მაგ., თქვენ შემოიტანეთ ასეთი ტექსტი: სარამ გადაწყვიტა პატარა ბილი აღსაზრდელად ბალტიმორში... იმისათვის, რომ ბალტიმორზე შიდა ბმული გააკეეთოთ ამისათვის ვიყენებთ კვადრატულ ფრჩხილებს: სარამ გადაწყვიტა პატარა ბილი აღსაზრდელად [[ბალტიმორი|ბალტიმორში]]... და ბალტიმორი გალურჯდება ანუ სწრაფად შეიძლება მასზე გადასვლა. ამ ლურჯ ბმულს შენიშნავდით ინგლისურ ვიკიპედიაში სტატიაში en:Billie Holiday თარგმნისას. ამ ეტაპზე მხოლოდ ამით შემოვიფარგლები, ხოლო დანარჩენს დრო და დრო აგიხსნით. წარმატებებს გისურვებთ!. - OTOGI Messages 12:41, 10 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

არავიზე ნაკლები არა ვართ :). უბრალოდ შეჩვევა და ათვისებაა საჭირო. ამასთანავე, მე და ჩემი ვიკი-კოლეგები ყველა საკითხში დაგეხმარებით. თქვენ მხოლოდ გვკითხეთ!. მეტიც, რაც უფრო მეტი ახალი მომხმარებელი შეემატება პროექტს მით უკეთესი. - OTOGI Messages 13:12, 10 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ლიანა! მინდა გითხრათ, რომ როგორც დამწყებმა ყველაფერი ხუთიანზე გააკეთეთ!. შენიშვნებს რაც შეეხება, მხოლოდ რამდენიმეა ამგვარი; პირველ რიგში უცხოური გეოგრაფიული სახელი თუ ორი და მეტი სიტყვისაგან შედგება ის ყოველთვის დეფისით იწერება, ანუ ნიუ-იორკი და არა ნიუ იორკი. მეორე საკითხია პუნქტუაციის მდგომარეობა, ქართულ ენაში ვიყენებთ ქვედა და ზედა ბრჭყალებს („მაგალითი“) და არა ზედებს ("მაგალითი"). ბრჭყალებს რაც შეეხება ისინი განლაგებულია რედაქტირების ქვედა ნაწილში განყოფილებაში „დამატებითი ნიშნები“. ქ-ნ ანუ ქალბატონი საჭირო არ არის, უბრალოდ გვარ-სახელი ან გვარი დაიწეროს; ლესთერ იანგს რაც შეეხება, მართებულია ლესტერ და არა ლესთერ (Lester Young), იმ შემთხვევაში იქნებოდა თუ მისი სახელი დაიწერებოდა ასე: Lesther, რამეთუ Lester-ია ამ შემთხვევაში ლესერი. და ბოლოს, მართებულია ჰქონდა და არა ქონდა. ეს მხოლოდ მცირე ხარვეზები და სამომავლო რჩევებია, რომლის გასწორებაც შეიძლება. ლეიბლებთან დაკავშირებით ვერ მივხვდი კარგად რა იგულისხმეთ. ეს არის და ეს რისი თქმაც მინდოდა. მოკლდ, ძალიან კარგად მუშაობთ და იმედი მაქვს სამომავლოდ გააგრძელებთ ვიკიპედიაში მუშაობას!. - OTOGI Messages 19:25, 13 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! ძალიან კარგია! მაპატიეთ არასწორად რომ მოგმართეთ! თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ იმთავითვე მომმართეთ. - OTOGI Messages 08:58, 14 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

სახელის გადარქმევა[წყაროს რედაქტირება]

მოკლედ ასე, თუ გსურთ სახელის გადარქმევა აქ უნდა მოითხოვოთ. - OTOGI Messages 12:10, 14 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

იხილეთ პასუხი. - OTOGI Messages 12:56, 14 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
აი უკვე შეგიცვალეს სახელი. - OTOGI Messages 08:34, 15 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

აი თქვენი სავარჯიშო: მომხმარებელი:გ.ნ.ლ 2015/სავარჯიშო. - OTOGI Messages 08:57, 15 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! ყველა მომხმარებელთან შეიძლება დაკავშირება. ყველა მომხმარებელს აქვს პირადი გვერდი და განხილვის გვერდი. როდესაც განხილვაში შეხვალთ აკლიკებთ თემის დამატებას და შემდეგ გვერდის შენახვას. სულ ეს არის. - OTOGI Messages 09:25, 17 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

P.S. ეგებ ეს წინადადება გამართოთ: ამ წესს განსაკუთრებით დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვეული მუსიკოსები არ დაგიდევნ, ქვესექციაში ტელეგადაცემა. - OTOGI Messages 09:43, 17 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! დიდი მადლობა! ძალიან კარგი სტატია გამოვიდა. ახლა ერთი შენიშვა მაქვს, სქოლიოს სახით ინგლისურ ვიკიპედიას ნუ უთითებთ, ეს არ არის სწორი. თქვენ შეგიძლიათ ინგლისური ვიკიპედიიდან ან სხვა რომელიმე განყოფილებიდან ამოაკოპიროთ შესაბამისი ბმული და გადმოიტანოთ ქართულ ვიკიპედიაში. გირჩევთ ამ გვერდით იხელმძღვანელოთ: დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისური, რომელიც შედგენილია „ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის“ მიერ. რაც შეხება Christian-ს აუცილებლად კრისტიან. - OTOGI Messages 10:42, 20 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! გთხოვთ, რომ მომავალში გაითვალისწინოთ და ატვირთულ ფაილს ლიცენზია მიუთითოთ. ნახეთ როგორ მივუთითე მე ამ შემთხვევაში ლიცენზია. ამჟამად ფაილს გააჩნია ლიცენზია, თუმცა ულიცენზიო სურათები წაშლას ექვემდებარეობა. - OTOGI Messages 09:23, 22 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! სტატიაში გიწერიათ, რომ მისი ლათინური დასახელებაა Brassica oleracea. ვფიქრობ დასაზუსტებელია ეს საკითხი. თუ ლექსიკონებს დავუჯერებთ, მაშინ, en:Brassica oleracea ქართულად იქნება თავიანი კომბოსტო, ხოლო en:Brussels sprout ბრიუსელის კომბოსტო. ასე არ არის ?. ახლა გადავიდეთ კატეგორიებზე. ალბათ შეამჩნევდით, რომ თითოეულ სტატიას გააჩნია კატეგორია (სტატიის ბოლოში). კატეგორიის დამატება სასურველი კი არა, სავალდებულოა. ამისათვის სამიზნე გვერდის შიგთავსში სულ ქვევით ვწერთ, ამ შემთხვევაში, სტატიაში ბრიუსელის კომბოსტო → [[კატეგორია:ჯვაროსნები (ოჯახი)]]. სცადეთ. შემდეგ, სტატიას აუცილებლად ვიწყებთ ტირეთი, და არა დეფისით. და ბოლოს, სექცია ინტერნეტ-რესურსების ნაცვლად ვწერთ რესურსები ინტერნეტში. ამჟამად სულ ეს არის. მომავალში საერთაშორისო ბმულების დამატებაც უნდა ისწავლოთ, რასაც თქვენ რიგს ეძახით :). - OTOGI Messages 10:27, 5 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

ჰო, ანუ ძირითადი სათაური, რომ იყოს Hoegaarden უკეთესია, რადგან ბრენდის ოფიციალური დასახელებაა, ხოლო სტატიაში შეგვიძლია განვმარტოთ ტერმინი და წარმოთქმა. კატეგორიას რაც შეეხება, მაგალითად, იხილეთ სტატია: გრეის ორმოცდაათი ელფერი (ფილმი) შედით რედაქტირებაში და სულ ბოლოში დაინახავთ კატეგორიას: [[კატეგორია:2015 წლის ფილმები]] და კიდევ ორ კატეოგრიას. ანუ კატეგორია ჯდება ასე: [[კატეგორია:მაგალითი]]. რეზიუმე სტატიაში შესრულებული ცვლილების მოკლე აღწერაა, სხვა რამეა. ანუ თქვენ როდესაც წერთ, მაგალითად, 2 თავი დაემატა... ეს არის რეზიუმე. ბრიუსელის კომბოსტოს რაც შეეხება, მოკლედ, Brassica oleracea არის თავიანი კომბოსტო ან თავხვეული (ბმული), ხოლო Brussels sprout ბრიუსელის კომბოსტო. ჯობია ლექსიკონების მიხედვით გავაკეთოთ, შესაბამისად, სტატიაში ბრიუსელის კომბოსტო ლათინური დასახელება Brassica oleracea convar. Oleracea var. Gemmifera ამოვიღოთ და დავტოვოთ gemmifera. - OTOGI Messages 12:34, 7 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

ოქროს გლობუსი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ყველა ფილმზე ფრჩხილებში "2015 წლის ფილმი" საჭირო არ არის - მაგალითად, "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა" მხოლოდ 2015 წლის ფილმია და მით უმეტეს, მხოლოდ ერთი ნაწარმოები არსებობს ამ სახელწოდებით - ანუ ფილმი - აქ ფრჩხილებიც კი არ უნდა. მიაქციეთ ამას ყურადღება. ამასთან, გთხოვთ გამოიყენოთ დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში. აქ მოცემული წესებით, 'ქეროლი' არასწორია. კეროლი უნდა იყოს.

გარდა ამისა - შევამჩნიე, რომ სტატიებში თხრობა გაქვთ ასეთი სტილის -

2003 წლის ნოემბერში ჯეფ ზალცმანის ხელმძღვანელობით ჯგუფის წერს თავის პირველ ალბომს „Hot Fuss“.

არ ვიცი, აგიხსნეს თუ არა, მაგრამ ყველაფერს ვწერთ, ასე ვთქვათ, კონკრეტულ წარსულ დროში:

2003 წლის ნოემბერში ჯეფ ზალცმანის ხელმძღვანელობით ჯგუფმა ჩაწერა პირველი ალბომი „Hot Fuss“.

ანუ თქვენს სტატიებში ყველაფერი არის გადასასწორებელი.

გარდა ამისა - მუსიკალური ალბომების სახელწოდებები ასეთ ბრჭყალებში არ იწერება, არსებობს ფორმატირების წესი - ვიყენებთ ''ასეთ'' ბრჭყალებს, რომ გამოვიდეს ასეთი ტექსტი. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:07, 4 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]