მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო/არქივი 2

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.


ბალდუინი

გამარჯობა! არაჩვეულებრივი სტატია შემოიტანე ვიკიპედიაში. ძალიან მოხარული ვარ შენი ვიკიპედიისადმი ინტერესით და მინდა გითხრა ძალიან კარგად მუშაობ. შენს ბოლო სტატიაში შესწორება შევიტანე და გთხოვ გადაიხედო და მომავალში გაითვალისწინო ისინი. ასევე გთხოვ გამოდი ვიკიპედიელებთან კონტაქტზე, შეგიძლია დამიმატო ფეისბუკში (ეს ჩემი გვერდია). წარმატებები! — Mehman 97 12:13, 7 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

ინგლისის სამეფო

გამარჯობა, გიო! უპირველეს ყოვლისა, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო ინგლისის სამეფოს შექმნისთვის. ერთ დროს მე ძალიან მაწუხებდა ამ სტატიის არაარსებობის საკითხი, მაგრამ სამწუხაროდ არ შემეძლო თავად შემექმნა იგი. ბოლოს მითითებული გაქვთ „წყარო“, მაგრამ როგორც წესი, ამ სიტყვას არ ვიყენებთ. ამ შემთხვევაში უმჯობესია გამოიყენოთ ლიტერატურა და იმ შემთხვევაში თუ წყარო ინტერნეტის რომელიმე საიტის ლინკ(ებ)ია გამოიყენე რესურსები ინტერნეტში. წარმატებები, ძალიან კარგი დასაწყისი გაქვს!--Jafara777 განხილვაწვლილი 14:32, 7 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

რედაქტირების კონფლიქტი

როდესაც სტატიას წერს ადამიანი წესია ასეთი, რომ მინიმუმ 15 წუთი ხელი არ უნდა ახლო. უმჯობესი იქნება საკუთარ სტატიებს მიხედო. მსგავსის განმეორების შემთხვევაში, ეს აღიქმება როგორც ვანდალიზმი ადმინისტრატორებს ეცნობება თქვენს შესახებ და დაიბლოკებით.--ჯაბა 1977 05:59, 9 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

უბრალოდ არ ვიცოდი --გიო ოქრო განხილვაწვლილი 06:04, 9 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

კარგი. ახლა უკვე იცი. იმედია გაითვალისწინებ. --ჯაბა 1977 06:06, 9 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატიის „ჟოსლინ II (ედესა)“ დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. - OTOGI Messages 08:59, 25 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

თარგი

გამარჯობა, {{ჯვაროსნული ლაშქრობების ბრძოლები}} ამ თარგში შეეცადე ზუსტად ისე დაამატო ბრძოლები, როგორც სხვა ველებშია. ვგულისხმობ, რომ აუცილებელია ბრძოლებს მიუწერო თარიღებიც. --ჯაბა 1977 17:31, 25 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

სიტყვა „იყო“

ქართულენოვან ვიკიპედიაში სტატიის ტექსტის დასაწყისში არ ვიყენებთ სიტყვას იყო. ანუ უფრო მატივად, რომ აგიხსნა:

  • არასწორია : ამალრიკი იყო იერუსალიმის მეფე.
  • სწორია: ამალრიკი — იერუსალიმის მეფე.

იმედია გაითვალისწინებ. ასე გაგრძელების შემთხვევაში თქვენი წვლილი ვანდალიზმად ჩაითვლება და შესაბამის ზომებსაც მივიღებთ. ჰო კიდევ, კონტაქტი აუცილებელია კოლეგებთან. --ჯაბა 1977 16:39, 26 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! საერთაშორისო ბმულების მითეთებაა საჭირო. ახლა ეს თქვენს მაგივრად მე გავაკეთე, მომავალში თქვენ უნდა ჩასვათ ხოლმე. - OTOGI Messages 18:23, 30 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

ლუქსემბურგის პროექტი

ლუქსემბურგის პროექტი იწყება 1 თებერვალს. — ჯაბა 1977 20:01, 30 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

სანდო წყარო

სტატიას სჭირდება სანდო წყარო. სერგი II (კონსტანტინოპოლის პატრიარქი) სასწრაფოდ დაამატე და წერე ვიკიპედიის წესების დაცვით. მიიღე გაფრთხილებად. ეს უკვე ბოლო მესიჯია. წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგი იქნება ბლოკირების მაუწყებელი. --ჯაბა 1977 19:06, 16 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

სანდო მომხმარებელი

გამარჯობა! ამიერიდან მოგენიჭათ სანდო მომხმარებლის სტატუსი. P. S. აქვე, ნუ იყენებთ სტატიებში ტეგებს, როგორიცაა <nowiki></nowiki> და მისთ. მათი გამოყენების საჭიროება არ არსებობს. გისურვებთ წარმატებას!. - OTOGI Messages 19:28, 27 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა და გავითვალისწინებ.გიო ოქრო განხილვაწვლილი 13:42, 28 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ სტატუსი ჩამოგერთვად, შესაძლოა ვიჩქარე ეს სტატუსი, რომ მოგანიჭეთ. საქმე იმაშია, რომ თქვენ სტატიებში გარკვეული სახის ხარვეზები ფიქსირდება. მანამ სანამ დაიწყებთ სტატიების წერას სანიმუშოდ აიღეთ რომელიმე კარგი ან რჩეული სტატია. 1). ვიკიპედიაში სტატია იდეაში მოცულობითი უნდა იყოს, 3-წინადადებიანი სტატიებიც ექვემდებარება წაშლას; 2) აუცილებელია წყაროს მითითება, იხ. ვიკიპედია:წყაროს მითითება, ვიკიპედია:ლიტერატურის მითითება. 3). მიაქციეთ ყურადღება სტატიების გაფორმებას, პუნქტუაციას, წერის სტილს, ვიკიფიცირებას და სხვა. აქცენტს ნუ გააკეთებთ 3-წინადადებიან სტატიებზე. იხ. სერგი II (კონსტანტინოპოლის პატრიარქი) შედით რუსულ ვიკიპედიაში და იმის მიხედვით დაწერეთ სტატია. ამ სტატიაში ბოლო წინადადება ჩაასწორეთ და სხვა. მოიყვანეთ თქვენი ყველა სტატია ვიკიპედიის პრინციპების შესაბამისობაში. მოკლედ, ჩემი თხოვნაა იყოთ კონტაქტზე და გაითვალისწინოთ რჩევები. გვკითხეთ და გიპასუხებთ. აქ ყველა დაგეხმარებათ. მადლობა. - OTOGI Messages 16:27, 28 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

სასწრაფო საქმე მქონდა და მომიწია სახლიდან გასვლა, ამიტომაც ვერ მოვასწარი სტატიის დასრულება.გიო ოქრო განხილვაწვლილი 19:03, 28 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

ისევ სანდო წყაროზე - ამჯერად უკანასკნელად!

რაიმუნდ IV ტრიპოლელი - სტატიას სჭირდება სანდო წყარო! --ჯაბა 1977 16:22, 28 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

გემების თარგი

ჰა რა ქენი ესაა სულ შენი თარგმნა? მიდი ჩაიარე ბოლომდე რომ გადავიტანო სინტაქსი!--Surprizi განხილვაწვლილი 18:47, 9 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

მოდი ტიტანიკის ტარგში რო ერთიანებია რაც იცი ჩაწერე და რაც არა და წავშალოთ! როგორც კი მორჩები გადამაქვს.--Surprizi განხილვაწვლილი 14:57, 11 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ ვიჩალიჩე ვიჩალიჩე და ესე გამოვიყვანე, თუ რამე დაამატებ აწი შენ იცი! წარმატებები.--Surprizi განხილვაწვლილი 20:14, 14 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

ერთი კვირა გასული ვიყავი ქალაქიდან, ვნახავ და თუ დავამატე რამე, დაგიკავშირდები. გიო ოქრო განხილვაწვლილი 07:00, 15 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

დასაბლოკი

გაუმარჯოს. უცენზურო სიტყვებზე პირდაპირ დასაბლოკი ჩაუსვი ხოლმე ვანდალებს. — Mikheil მიწერა 15:19, 17 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

კარგი. მადლობა რჩევისთვის. - გიო ოქროგანხილვა 15:21, 17 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

წასაშლელი განხილვის გვერდი

გამარჯობა, როდესაც განხილვის გვერდზე ვინმე რამე ვანდალიზმს ჩაიდენს, წესი გვაქვს ასეთი: არ ვშლით ვანდალიზმს და რედაქტირებაში შესვლის შემდეგ სულ ტავში უნდა ჩაუსვა {{წასაშლელი}} ეს თარგი. ამასწინათაც შევამჩნიო მსგავსი რამ გააკეთე და ჩავუსვი წასაშლელი, როგორც ჩანს ვერ დაინახე და ახლა ამიტომ გწერ. --ჯაბა 1977 08:52, 19 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

მადლობა. გავითვალისწინებ მომავალში.--გიო ოქრო განხილვა 09:38, 19 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

რჩევები

გამარჯობა! პირველ ყოვლისა, თარგი:წასაშლელის გამოყენებისას დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ. ვგულისხმობ სტატიას ქვემდებარე. იხ. ისტორია. აგრეთვე ამ მომხმარებელთან → მომხმარებლის განხილვა:Tbiliseli-Dato მიმართებაში ბლოკირების მიზეზი ვერ დავინახე. ასეთ შემთხვევაში ჯერ გაფრთხილებას ვუგზავნით, არ დამორჩილების შემთხვევაში კი ბლოკირების თარგს. ამ ეტაპზე აჯობებს ჯერ საფუძვლიანად შეისწავლოთ მომხმარებლებთან მუშაობის პრინციპები. - OTOGI Messages 17:41, 19 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

რამდენჯერმე გავუგზავნე გაფრთხილება და ბოლო ცვლილებებს თუ ნახავ ისევ იგივე გაიმეორა.--გიო ოქრო განხილვა 17:42, 19 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]
გაუგზავნეთ ჯერ {{გაფრთხილება}} როგორც რჩევა-მითითება, შემდეგ {{ვანდალი}}, შემდეგ შეიძლება ფიქრი თარგ:დასაბლოკზე. - OTOGI Messages 17:49, 19 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

პირველი ვიკიორდენი

პირველი ვიკიორდენი
ჩემი აზრით, ნამდვილად დაიმსახურე ეს ორდენი, თანაც, უკვე საკმაოდ დიდი ხანია. აღსანიშნავია შენი აქტივობა როგორც ბოლო ცვლილებებში, ისე სტატიების სივრცეში. იმედი მაქვს, მალე სანდო მომხმარებელიც გახდები. წარმატებები! — UndDerDie 12:34, 24 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა. გიო ოქრო 12:54, 24 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები

იხ. ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#თარგი:მრავალმნიშვნელოვნება -- ცანგალა 13:02, 24 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიები

გიორგი, ქომონსზე ატვირთულ ფაილებს, როგორც ვიკიპედიაში სტატიებს, კატეგორიები ესაჭიროება, ერთს მე ჩავუმატე, თუ გაქვს უკატეგორიო ფაილები, სასწრაფოდ დაამატე შესაბამისი კატეგორიები. — Mehman 97 14:38, 11 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

კარგი.— გიო ოქრო 15:32, 11 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიო! ერთი თხოვნა მაქვს, ამ სტატიაში სექციაში ლიტერატურა Richard, Jean არის წითლად, რაც შეცდომაა. მანდ თარგია გამოყენებული, რომელიც ავტომატურად აწითლებს გვარ-სახელს, მაგრამ ასეთ დროს თარგის გადმოტანა არ არის აუცილებელი. - OTOGI Messages 17:04, 11 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

კი მეც ვცადე არ გაწითლებოდა, მაგრამ ვერ შევცვალე. გიო ოქრო 18:15, 11 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]
თარგი არ უნდა გადმოიტანო ხოლმე ასეთ დროს. ანუ უბრალოდ ლიტერატურა დააკოპირე. აი ნახე ახლა როგორ არის: ბოემონდ V. - OTOGI Messages 16:55, 13 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

პასუხი

პასუხი ჩემს განხილვაში მოგწერეთ. --გიორგი (მომწერეთ) 18:37, 11 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

კი ვნახე. გიო ოქრო 18:45, 11 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]
გამოსწორდა? p.s. თუ გინდათ ვინმეს დაუდოთ განხილვაში კატეგორიის ბმული ან სურათის, გახსოვდეთ, რომ ავტომატურად გამოაქვს სურათად ან კატეგორიას ამატებს გვერდის ბოლოს. ამ შემთხვევაში ასეთი ეშმაკობა უნდა გავაკეთოთ - [[:კატეგორია:რაღაც]]. (ანუ ფრჩხილების შემდეგ ორი წერტილი) და არაფერს გამოიტანს. იგივე ეხება სურათებს. წეღან რომ დამიდეთ სურათი პირველად, მაგის ბმულს გავუწერე და ჩვეულებრივ ბმულად აჩვენებს განხილვაში. --გიორგი (მომწერეთ) 18:48, 11 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]
კი ნაწილობრივ. დიდი მადლობა. ვიღიმიგიო ოქრო 18:50, 11 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია

გამარჯობა, გიო! როდესაც შექმნი კატეგორიებს, გთხოვ დაამატო ხოლმე კომონზის ბმული. იხილე. - OTOGI Messages 15:57, 19 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

კი ვნახე და ამის მერე დავამატებ.ვიღიმი გიო ოქრო 17:02, 19 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

სანდო მომხმარებელი

გიო, ამჟამად კვლავ განიჭებ სანდო მომხმარებლის სტატუსს. - OTOGI Messages 17:21, 19 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

მადლობა ოთო, იმედს არ გაგიცრუებ.ვიკრიჭები გიო ოქრო 17:22, 19 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]
იმედი მაქვს :)). - OTOGI Messages 17:24, 19 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

კვიპაროზი - კვიპაროსი

გამრჯობა გიორგი. შენ უკვე სანდო მომხმარებლის სტატუსი გაქვს და აღარ უნდა უშვებდე ასეთ შეცდომებს. წყაროს მითითების გარეშე სტატიის გადატანა არ შეიძლება. გთხოვ გაითვალისწინო მომავალში და თუკი რამე აკადემიური წყარო გაქვს სტატიის განხილვაში დაწერე და ისე ვიმოქმედოთ. --ჯაბა 1977 04:13, 21 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ჯაბა. საქმე იმაშია, რომ სტატიაშიც კი კვიპაროსი ეწერა (როცა სათაური კვიპაროზი იყო) და ამას დავეყრდენი. გიო ოქრო 04:16, 21 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

ამ შემთხვევაში შევიხედავთ სტატიის ისტორიაში და დავინახავთ რომ ახალბედა მომხარებელმა შეცვალა 15 აპრილს წყაროს მითითების გარეშე. ამის შემდეგ ჩვენ სათაური კი არ გადაგვაქვს, არამედ იმ მომხმარებლის ცვლილებას ვაუქმებთ. --ჯაბა 1977 04:26, 21 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

არ შემიხედია ისტორიაში.ვიკრიჭები გიო ოქრო 04:28, 21 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

ამის შემდეგ უნდა შეიხედო :) --ჯაბა 1977 04:29, 21 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

აუცილებლად. გიო ოქრო 10:03, 21 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

ძველი კენჭისყრა არქივში

გამარჯობა, როდესაც ქვეყანა გადის თვის პროექტად კენჭისყრას არ ვშლით და ის გადაგვაქვს არქივში. --ჯაბა 1977 15:25, 1 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მადლობა გავითვალისწინებ. P.S. იხ თარგის განხილვა:კვიპროსის მონარქები გიო ოქრო 15:35, 1 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

საერთშორისო ბმულები

გიორგი გამარჯობა, იქნებ როგორმე შეეცადო და შენს დაწერილ სტატიებს ხოლმოგორული ბატი და ციგაის ცხვარი საერთშორისო ბმულები მოუძებნო. - ჯაბა 1977 16:50, 10 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

კი ვეძებ. გიო ოქრო 16:51, 10 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გადატანა

სალამი. ფაილების სახელების გადატანა მხოლოდ ადმინისტრატორს შეუძლია. რომელიმეს მისწერეთ, ოთოს ან მიხეილს. --Abandoner განხილვაწვლილი 18:58, 10 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

კარგი მადლობა.გიო ოქრო 19:10, 10 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მადლობა

დიდი მადლობა გიორგი! მშვენიერი თარგი გამოვიდა. — ჯაბა 1977 03:39, 19 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მშრომელი კაცის ვიკიორდენი
ეს ორდენი დამსახურებულად გეკუთვნის. ძალიან ბევრს შრომობ ვიკიპედიის გასაუმჯობესებლად. მჯერა კიდევ ბევრს გააკეთებ. ჯაბა 1977 03:42, 19 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა ჯაბა. გიო ოქრო 10:38, 19 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა

გამარჯობა, გიო! პირველ რიგში, დამსახურებულ ორდენს გილოცავ!. სულ გავიწყდება ენათშორისი ბმულების მითითება (მაგ., აბერდინულ-ანგუსური ჯიში), არადა ეს მეტად მნიშვნელოვანი პროცესია. აგრეთვე, თარგ {{ქსე}}-ის არასწორად იყენებ, იხილე ჩემი ცვლილება. აბა წარმატებები!. - OTOGI Messages 18:56, 19 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა. ჯიშების ბმულების მოძებნა გამიჭირდა. ხოლო ქსე-ს თარგის გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით ვავსებდი. გიო ოქრო 18:59, 19 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ასეთი კონსტრუქცია საკმარისია: {{ქსე|4|330|ტომარაძე ი.}}. პარამეტრი არა სქოლიოს მითითებისას ემატება. - OTOGI Messages 19:04, 19 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიები

გამარჯობა გიორგი, ფორუმში შენ მიერვე წამოწყებულ საუბარში მე მგონი არ ყოფილა შეთანხმება იმის შესახებ რომ შეგექმნა მსგავსი კატეგორიები. გასაოცარია, მაგრა თუკი ფორუმში იკითხე კიდეც უნდა გაგეთვალისწინებინა ფორუმში აზრის გამომთქმელი ადამიანების მოსაზრებები. ხომ არ იჩქარე? იქნებ დალოდებოდი რა შედეგით დასრულდებოდა განხილვა ფორუმში. --ჯაბა 1977 13:34, 20 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ყველამ თქვა, რომ ინგლისურისავით შეგვექმნა და მგონი სხვა აზრს არავინ არ გამოთქვავდა. თანაც ფრანგულშიც ყოფილა მსგავსი კატეგორიები და ბარემ გავაკეთე. გიო ოქრო 13:36, 20 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

აბა ვინ თქვა გადახედე ერთი კიდევ კარგად. შენს მეტს ეგ არავის არ უთქვამს. პატივი უნდა სცე სხვების (თუნდაც ანონიმი მომხმარებლის) აზრს. — ჯაბა 1977 13:39, 20 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

განხილვაში ნათქვამი იყო, რომ ან შეგვექმნა კატეგორია:მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდგომი პერიოდი ან კატეგორია:მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდგომი პერიოდის ბრძოლები და მეც ისეთივე შევქმენი, როგორც ინგლისურ და ფრანგულ ვარიანტებში იყო. (სხვა ვარიანტები არ ყოფილა) გიო ოქრო 13:43, 20 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

განხილვა არ დასრულებულა. სწორედ ან ეს ან ეს ნიშნავს იმას რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიღებულა და უნდა დაველოდოთ ფორუმში შენს მიერ წამოწყებულ გახილვას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ გვკითხე კიდეც უნდა გაიზიარო ჩვენი აზრი. --ჯაბა 1977 13:49, 20 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა

ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები#გადავწყვიტოთ ცანგალა 19:26, 20 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიები

გიორგი ნუ შლი კატეგორიებს, თუ არ არსებობს სხვა შესაბამისი კატეგორია სტატიაში. — Mehman 97 18:15, 5 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გიპასუხე შენს გვერდზე. გიო ოქრო 18:45, 11 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

შეკითხვა

ვიკიშეხვედრაზე რატომ ვერ მოხვედი?-- ცანგალა 08:28, 8 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

სკოლის მოსწავლე ვარ ჯერჯერობით და ახლა რაღაც საქმეები მაქვს ხოლმე. გიო ოქრო 08:29, 8 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ხოდა სკოლის სახელმძღვანელოები წყაროები არ არის. ვიკიპედიაც საქმეა. -- ცანგალა 08:34, 8 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]
სკოლის სახელმძღვანელოდან არაფერი ამომიღია. გიო ოქრო 08:51, 8 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ძალიან გთხოვ ქართული წყაროები მიუთითე სტატიებს. -- ცანგალა 09:18, 8 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

კონკრეტულად რომლებს? გიო ოქრო 09:19, 8 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გადატანის თაობაზე

გამარჯობა, გიო! ერთპიროვნული გადაწყვეტილება გადატანის დროს მხოლოდ აშკარად გადასატან გვერდებზეა დაშვებული. ქურციკი ჯეირანზე რატომ გადაიტანე ?. - OTOGI Messages 07:59, 12 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

არსებობს სტატია გაზელი, რომლის სწორი ქართული ფორმაა კურციკები. ამ ორი სიტყვი ერთნაირობის გამო შეცდომაში, რომ არ ჩავარდეს მკითხველი ამიტომაც შევცვალე. გიო ოქრო 08:15, 12 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

+ ამ თარგს დაცვა ესაჭიროება. გიო ოქრო 08:34, 12 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გიო, რაიმეს მტკიცებისას წყარო უნდა წარმოადგინო, თანაც აკადემიური. ეს ვიკიპედიის წესია, რომელიც ყველა მომხმარებელზე ვრცელდება. სტატიაში ქურციკი აკადემიური წყაროა მითითებული იმისი, რომ მას ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში უპირველეს ყოვლისა ქურციკი ეწოდება და არა ჯეირანი. იგივე ითქმის გაზელზე. უბრალოდ თავს მოვალედ ვთვლი შეგახსენო, რომ არაკონსტრუქციული გადაწყვეტილებები საბოლოოდ შენი ნდობის ხარისხზე აისახება. ამას მოჰყვება ის, რომ დაკარგავ სანდო მომხმარებლის სტატუსს. ვიკიპედიაში აჯობებს, გუნდურად ვიმოქმედოთ. - OTOGI Messages 08:37, 12 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]
კი ბარონო, იყვეს როგორც არის, მაგრამ გაზელები-ზე გადატანა სჯობს იმიტომ, რომ გვარია და აერთიანებს რამდენიმე სახეობას. გიო ოქრო 08:40, 12 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]
აქაც ცდები. ნუ იფიქრებ, რომ თუ ფაუნისა და ფლორის წარმომადგენელი გვარია უნდა იყოს მრავლობითში. ასე არ არის. მაგ., შავარდენი (გვარი) გვარია და ეწოდება შავარდენი და არა შავარდენები, ბაია (გვარი) ბაია და არა ბაიები და უამრავი სხვა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი სერიოზული საკითხების დამუშავებისას ერთპიროვნულად ნუ იმოქმედებ. - OTOGI Messages 09:01, 12 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]
მაშინ სახელი გაზელი (გვარი) არ უნდა იყოს? გიო ოქრო 09:05, 12 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ბაიას გვარი ფრჩხილებში იმიტომ აქვს მითითებული, რომ ბაია სახელიც არის, ქალაქიც და ა.შ. სახელწოდება გაზელი თავისუფალია. ქართულ ვიკიპედიაში დიდი ხანია შეთანხმებულნი ვართ, რომ როდესაც არის ფრჩხილების თავიდან აცილების შესაძლებლობა აუცილებლად უნდა ავიცილოთ ისინი. - OTOGI Messages 09:12, 12 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]
არსებობს წყაროები (ძველიც და ახალიც), სადაც მოხსენიებულია გრანტის ქურციკი, ტომსონის ქურციკი. ეს ბადებს ეჭვს, გაზელი უნდა იყოს თუ ქურციკები. გიო ოქრო 09:19, 12 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ის წყაროები, რომლებითაც შენ ხელმძღვანელობ ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულად შენ მიერ მითითებულ სახეობებზე გავავრცელოდ. ეჭვი არ უნდა გახდეს გადატანის საბაბად. ფაქტებია საჭირო. ამას ქადაგებს ვიკიპედიის პოლიტიკა. - OTOGI Messages 09:27, 12 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

კიდევ კარგი რომ კიდევ ერთმა ხმა ამოიღო. ასე ერთპიროვნულად აკეთებს ყველაფერს უკვე დიდი ხანია. და კიდევ მე მასხრად მიგდებს. ან დამელოდოს როდესაც რამეს მეკითხება ან ნუ მეკითხება ჩასწორების შემდეგ. ამ მომხმარებელთან მე პირადად დავიღალე!!! გიო ოქრო, თავი დამანებე!!!-- ცანგალა 19:02, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

1. მასხრად არავის არ ვიგდებ.
2. „თავს მაშინ დაგანებებ“ როცა შენი სტატიები გასწორდება შეცდომებისგან.
3. ჩასწორების შემდეგ არ მიკითხია.

!!! გიო ოქრო 19:05, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

იხ. განხილვა:გალაგო — ე.ი. შევთახმდეთ. თუ მეკითხები დამელოდე, მე რომ ჩემი შეცდომა დავინახო. თუ ჩემს პასუხს არ ელოდები ნურაფერს მწერ. არ მაინტერესებს. კიდევ ერთხელ გეუბნები თავი დამანებე. ნახე შეცდომა გაასწორე (მიუთითე წყარო და არა ზღაპრებში რასაც წაიკითხავ). შენი თანაკლასელი არ ვარ. - ცანგალა 19:12, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

რამეს თუ მაბრალებ დაასაბუთე კიდეც. მასხრად არ ამიგდიხარ და ზღაპრებიდანაც არაფერი მომიტანია!გიო ოქრო 19:14, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
განხილვა:წითელშუბლა ქურციკი — აქ არის წყაროდ ზღაპარი გაქვს მოყვანილი, ხოლო წინა ბმულზე რაც დავდე მასხრად აგდება. ვითომ რომ მეკითხები უკვე ცვლილების გაკეთების შემდეგ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებ მასხრად ნუ მიგდებ!!! წარმატებები.-- ცანგალა 19:33, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
შენი თქმით ზღაპრის სარედაქციო კოლეგია: პროფ. გ. ზარდალიშვილი, პროფ. ს. მაკალათია, პროფ. არჩ. ჯანაშვილი. ხოლო გალაგოს განხილვის ბოლო კომენტარი ნახე და იქ გაიგებ აგიგდე თუ არა მასხრად. გიო ოქრო 19:37, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

იშტვან დენეში, „წინ კილიმანჯაროა“, გვ.414, მთარგმ. მ. ლებანიძე. თბ. (წელი არ ვიცი) — აი რა დაწერე იმ განხილვის გვერდზე განხილვა:წითელშუბლა ქურციკი და არა მაგ პროფესორების ავტორობა. -- ცანგალა 19:40, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ჯერ როცა არ ვიცოდი რა დამეწერა? გიო ოქრო 19:41, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

P.S. შეცდომების შესახებ ისევ დავწერ ხოლმე განხილვის გვერდზე და თუ სურვილი გექნება ნუ მიპასუხებ. გიო ოქრო 19:56, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

სიახლეები

გამარჯობა. როდესაც სიახლეებიდან შლი წინა სიახლეს, მას ამატებ შესაბამისი თარიღის (თვე, წელი) გვერდზე, ამიტომ უჰურუ კენიატა ჩაამატე შესაბამის გვერდზე. --Mehman 97 18:11, 20 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა გიო ოქრო 19:12, 20 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვიკის წესებს გადახედე

ვიკის წესებს გადახედე, ხოლო მე თავი დამანებე. -- ცანგალა 21:04, 31 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გადახედილი მაქვს უკვე. პასუხი განხილვის გვერდზეც გაგეცი გიო ოქრო 09:43, 1 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის აზიის თვე 2017

გამარჯობა, ვიკიპედიის აზიის თვე დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში!--დათო1010 07:30, 2 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

აუცილებლად. გიო ოქრო 11:01, 2 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

შეკითხვა

თუ შეიძლება აკადემიური წყარო წარმოადგინე, სადაც წერია, რომ Canis mesomelas ქართულად არის ასალიანი ტურა. - OTOGI Messages 09:30, 2 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

იხილე ეს. ზუსტად ამის მსგავსი აქვს მაგ ტურას ზურგზე. წყარო კი: კ. მაგკი, ჯ. მაკეი „ცხოველები“, გვ. 54, თბ. 2009, ISBN 978-99940-42-71-5. აგრეთვე მაგ ტურის რუსული სახელია Чепрачный шакал, ხოლო Чепрак ქართულად ასალია. გიო ოქრო 11:01, 2 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ქართულ-რუსული სახელები 90% ემთხვევა. გიო ოქრო 11:02, 2 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

სტეპის ქრცვინი

სალამი. შემთხვევით შემხვდა ეს და შემეცოდა - სტეპის ქრცვინი - თუ შეგიძლია, მცირე ტექსტი და წყაროები ჩაუყარე. იგივე რედაქტორს აქვს კიდევ რამდენიმე ასეთი ცარიელი სტატია. --Abandoner განხილვაწვლილი 10:07, 7 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

აუცილებლად ჩავუმატებ საღამოზე. ადრე მეც შემხვდა ამ რედაქტორის სტატიები პრიმატებზე (უტექსტოები) და მათაც გავაფართოვებ. გიო ოქრო 10:09, 7 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
გაიხარე. შესანიშნავია. ან გეგმაში ჩააყენე. ეს არის მისი წვლილი (ახალი სტატიების სახით), უბრალოდ შესაბამის ახალ გვერდებში უნდა შეიხედო. --Abandoner განხილვაწვლილი 10:21, 7 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიის შესახებ

როგორ ფიქრობ რატომ წავშალე შენს სტატიაში კატეგორია გეოგრაფია ქვეყნების მიხედვით? ეტყობა კარგად ვერ ერკვევი კატეგორიების სისტემაში. შედი აღნიშნულ კატეგორიაში და კარგად გაარკვიე. --ჯაბა 1977 03:25, 17 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

მივხვდი რაშიცაა საქმე. არ იყო საჭირო ასეთი ტონით მოწერა. სხვაგვარადაც შეიძლებოდა. გიო ოქრო 09:48, 20 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
იქნებ უფრო იმაზე გეფიქრა შეუკითხავად რომ დააბრუნე ჩემი ცვლილება ეგ როგორი ტონი იყო შენი მხრიდან? :) --ჯაბა 1977 15:21, 20 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
მე ხომ ცუდი ტონით არ მომიმართავს? გიო ოქრო 15:22, 20 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ცუდად გამოგივიდა ნამდილად. --ჯაბა 1977 15:26, 20 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფებზე

სალამი. მცირე მითითების სახით - ინფოდაფის თარგს includeonly-ში ჩასმა არ სჭირდება. ხოლო დოკუმენტაციის გვერდზე includeonly იწერება სულ ბოლოს და შიგნით ჯდება კატეგორიები. --Abandoner განხილვაწვლილი 20:40, 24 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში, ახლა ვნახე და სწორი იყო შენი რედაქტირება, თუმცა სხვა ინფოდაფების თარგებში ზუსტად ისეა, როგორც ვახსენე. --Abandoner განხილვაწვლილი 20:42, 24 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ლუას შეცდომების გამო ვსვავდი. გიო ოქრო 06:35, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
რომელი ინფოდაფების? თუ არაა საჭირო ამოვშლი. გიო ოქრო 08:21, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
აი ეგ ვერ ვნახე. გამომდინარე იქიდან, რაც თქვი, ალბათ ისეთის, სადაც ლუა არ არის. ნახე შენ თვითონ, როდესაც გეცლება. --Abandoner განხილვაწვლილი 08:28, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
სხვაგან არ მგონია იყოს. როდესაც ყურეს ინფოდაფა გავაკეთე, თავიდან იქაც არ ჩამისვია და მერე მაგ ლუას გამო ჩავსვი. მაინც გადავამოწმებ. გიო ოქრო 08:33, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
კეთილი. :) --Abandoner განხილვაწვლილი 08:34, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ხაზარებზე

კითხვა - რამე არასწორი ჩაწერა ხაზარებზე იმ მომხმარებელმა? უბრალოდ რედაქტირება სჭირდებოდა, ბრუნვის შეცვლა ერთ ადგილზე და nowiki-ს მოშორება, მცირე გრამატიკით. --Abandoner განხილვაწვლილი 18:51, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

წყარო? გიო ოქრო 18:52, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ყველაფერს, რაც შემოაქვთ, წყაროს ვერ დაურთავენ. აგერ მიუთითა, რომ ინგ. ვიკიდან თარგმნა. --Abandoner განხილვაწვლილი 18:56, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ახლა გადავამოწმე და მის შემოტანილ ორი-სამიოდვე წინადადებას ინგლისურში ორი სქოლიო ჰქონდა მითითებული. გიო ოქრო 18:57, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
რაც არის, ეგაა, რაც მოვნახე, მივუთითე (ინგ. ვიკიდან დავაკოპირე წყაროები). --Abandoner განხილვაწვლილი 18:58, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
წიგნებიც დავუმატე „გადამხტომი“ სქოლიოთი. გიო ოქრო 19:14, 25 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

წყაროს მითითება

მოგესალმები გიორგი, თუ სტატიის მომზადებას მაცდით გამიხარდება. წყაროს მითითება რომ საჭიროა ამაზე მითითება არ მჭირდება. ვგულისხმობ სტატიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე. პატივისცემით გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:35, 26 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

შეგახსენებ, რომ მაგ შემთხვევისთვის არსებობს {{subst:L}} გიო ოქრო 18:39, 26 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
@გიორგი ჩუბინიძე: და წინასწარ გადახედვაც (შენახვამდე). მე პირადად დამიწერია სტატია, დამიკოპირებია, შემინახავს Notepad-ში (ყოველი შემთხვევისთვის), რედაქტირების ფანჯარა თავისი ტექსტით 5-6 საათითაც დამიტოვებია ბრაუზერში, მერე მოვსულვარ და გამიგრძელებია (მართალია, ხოლმე იკარგება სესია, მაგრამ მაინც). ვთქვათ, თუ დაწერ და ასე დატოვებ 10-15 წუთი, ნახევარი საათიც, მერე მაინც ვიღაც შევა. --Abandoner განხილვაწვლილი 18:44, 26 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
მობილურით ვწერ, ამიტომ ეს შენიშვნები ჩემთვის მიუღებელია. ხელს ნუ შევუშლით ერთმანეთს და ძალით ნუ შევქმნით პრობლემებს. მადლობა. გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:42, 26 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@გიორგი ჩუბინიძე: ეგ მართლება აქ სამწუხაროდ, არ მოქმედებს. აქ ბევრი ადამიანი წერს მობილური მოწყობილობებიდან. ამ სტატიას თავზე არ აწერია "მობილურით ვმუშაობ და არ შემიშალოთ". ამიტომ {{subst:L}}, როგორც გიომ დაწერა, მაგის წამალია. ჩასვით ეს, დაასრულებთ სტატიას 1 კვირის განმავლობაში - ამოიღეთ. ვერ დაასრულებთ - შედით და ჩაუწერეთ სხვა თარიღი, რომ გაახანგრძლივოთ მუშაობის ვადა. ძალით პრობლემების შექმნა ეგ არ არის.

აი ნათელი მაგალითიც - სტატია ხომ შექმენით საკმაოდ კაი ხნის წინ (ნახევარ საათზე მეტი არის გასულია). ჩვენ აქ გაფრთხილებულები ვართ, რომ სტატიის ავტორს არ უნდა შევუშალოთ ხელი თავად სტატიის შექმნიდან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. მერე - ვასწორებთ, როგორც საჭიროა და ამის სრული უფლება გვაქვს. ამიტომ, წყაროს მოთხოვნის თარგი გიოს რომც არ ჩაესვა, ამდენი ხნის განმავლობაში ნებისმიერ მომხმარებელს უფლება ჰქონდა, გაეკეთებინა ეს და "ხელი შეეშალა". --Abandoner განხილვაწვლილი 19:52, 26 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Abandoner: მითითება ჩაისვა ნახევარი საათის კი არა რამდენიმე წუთის შემდეგ. დრო არ ჩავსვი, რადგან ნახევარი საათის სამუშაო იყო სულ, თუმცა შემდეგ მეტიც მოვინდომე. თავის მართლება თქვენთან არც მჭირდება და არც მიფიქრია. აქ არ ვარ გუშინდელი მომხმარებელი და მეტ კოლეგიალურობას გირჩევთ. გთხოვთ დაასრულოთ არაფრისმომცემი კამათი და მაცადოთ მუშაობა. გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:01, 26 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

რამდენიმე წუთის შემდეგ რომ ჩაისვა, ეს არასწორია და გიოს ამის გამო საყვედური პირადად ჩემგან. იგივე ლოგიკით მე უნდა შევიდე რომელიმე ძველი ვიკიპედიელის ახალ სტატიაში და შექმნიდან ერთ წუთში ჩავუწერო, რომ გრამატიკა არ უვარგა (ან რამე ასეთი)? :) --Abandoner განხილვაწვლილი 20:13, 26 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

WAM Address Collection

Congratulations! You have more than 4 accepted articles in Wikipedia Asian Month! Please submit your postal mailing address via Google form or email me about that on erick@asianmonth.wiki before the end of Janauary, 2018. The Wikimedia Asian Month team only has access to this form, and we will only share your address with local affiliates to send postcards. All personal data will be destroyed immediately after postcards are sent. Please contact your local organizers if you have any question. We apologize for the delay in sending this form to you, this year we will make sure that you will receive your postcard from WAM. If you've not received a postcard from last year's WAM, Please let us know. All ambassadors will receive an electronic certificate from the team. Be sure to fill out your email if you are enlisted Ambassadors list.

Best, Erick Guan (talk)