მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო/არქივი 11

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ამჟამად პრიშტინა კოსოვოს კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამრიგად, პრეამბულაში ორი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. სერბეთი დე იურე, კოსოვო დე ფაქტო. 94.245.135.104 17:29, 10 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]

ორი ქვეყანა პრეამბულაში მითითებულია, ამას უკვე მეორედ ვწერ :) გიო ოქრო 17:30, 10 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]
არა, პრეამბულაში ხარ, ორ ქვეყანას არ მიუთითებ. სერბეთი დე იურე, კოსოვო დე ფაქტო. 94.245.135.104 17:35, 10 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]
ვერ გავიგე რა მომწერეთ, როგორც ჩანს ქართული ენა არ იცით. რასაც აკეთებთ, მაგას ჰქვია ვანდალიზმი და შეწყვიტეთ. გიო ოქრო 17:37, 10 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]
სერბეთმა დიდი ხანია შეწყვიტა კოსოვოს კონტროლი. 94.245.135.104 17:38, 10 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]
ეგ არაფერს არ ცვლის. გიო ოქრო 17:39, 10 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]
ნეიტრალური თვალსაზრისი უნდა იყოს დაცული და პრეამბულაში ორი ქვეყანა უნდა იყოს მითითებული. 94.245.135.104 17:49, 10 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]

სტატია "ჰეშირების ფუნქცია"[წყაროს რედაქტირება]

არ მესმის რატომ დააბრუნეთ ჩემს მიერ წაშლილი ტექსტი. ჯობია სტატია ორ წინადადებიანი იყოს, ვიდრე გამოტენილი უაზრო და გაუგებარი ინფორმაციით. მხოლოდ რედაქტირება არ ეყობა იმ ტექსტს, სრულადაა გადასაწერი.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Jooji-san (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ეგ გვერდი წასაშლელია. სხვებისთვის გასაგები რომ იყოს, თუ რატომაა წასაშლელი, ეს გაუმართავი ტექსტი უნდა ჩანდეს. ამოშლა და ორი წინადადების დატოვება გაუმჯობესება არ არის. თუ ვინმეს აქვს გაუმჯობესების სურვილი, ჯერ-ჯერობით დრო აქვს. გიო ოქრო 16:46, 22 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]
არ ვიცოდი რომ წაშლას გეგმავდით. მაგ გადაწყვეტილებაში გეთანხმებით. Jooji-san განხილვაწვლილი 17:03, 22 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]

ჯავის რაიონი[წყაროს რედაქტირება]

გიორგი გამარჯობა, ბოდიშს ვიხდი შეწუხებისთვის, ჩემი რედაქტირება დააბრუნე რამდენჯერმე ისე, რომ დაწვრილებით არ აგიხსნია რატომ? მე დავწერე გადატანაში რა მიზეზითაც გადავიტანე და არგუმენტი ვერ დავინახე, რის საფუძველზეც აბრუნებ?--Gaga.vaa განხილვაწვლილი 16:48, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. იგივე მუნიციპალურ რეესტრში ჯავის მუნიციპალიტეტი არ არის შეტანილი. ოფიციალური კანონმდებლობით არ არსებობს. განხილვები რამდენიმე ადგილას მიდის, თუმცა შედეგი ჯერ არ დამდგარა. გიო ოქრო 16:50, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
ისევე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა ადმინისტრაციული ერთეულები, რომლებიც არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ შემოდიოდნენ საქართველოს იურისდიქციაში, ჯავაც არ არის რეგისტრირებული როგორც მუნიციპალიტეტი იხილეთ http://mreg.reestri.gov.ge/. თუმცა ვიკიპედიაში მიღებული საერთო გადაწყვეტილებით ყველა ეს ადმინისტრაციული ერთეული შეყვანილია, როგორც მუნიციპალიტეტი და რატომ გადაიტანეთ რაიონზე მხოლოდ ჯავა? ვისი გადაწყვეტილება იყო და რას ემყარებოდა? რათქმაუნდა თუ ამ საკითხის გადახედვა გვინდა ვიმსჯელოთ და გადავიტანოთ ყველა ეს ადმინისტრაციული ერთეული შესაბამის დასახელებაზე რასაც გადავწყვიტავთ. გადაწყვეტილების მიღებამდე დავაბრუნებ ძველ სახელზე, თუ რაიმე არგუმენტი არ გაქვთ.--Gaga.vaa განხილვაწვლილი 16:57, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
სად შევთანხმდით, რომ მუნიციპალიტეტი უნდა ერქვას ჯავას ან გულრიფშს? ნუ შეუცვლით სახელს ისეთით, რომელიც მოგონილია და არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ დასტურდება. გიო ოქრო 17:00, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
საერთოდ არ გეწინააღმდეგებით, ანუ შეიძლება გეთანხმებით კიდეც, მე სხვა რაიმეზე ვსაუბრობ. თავის დროზე განხილვები იყო გალის რაიონში მაგალითად და ასე შემდეგ და საბოლოოდ დატოვეს მუნიციპალიტეტზე. მე არაფერს არ ვამტკიცებ, რათქმაუნდა აბსურდია ერთის მხრივ რომ ბუნებაში არარსებული სახელი ქვია ობიექტს. უბრალოდ ვიკიპედიას მეტნაკლებად უყურებენ ახლგაზრდებიც და თქვენმა გადაწყვეტილებამ, რომ რატომღაც მხოლოდ ჯავა ამოგერჩიათ და გადაგეტანათ სხვებისგან განსხვავებულად, გამოიწვია დაბნეულობა. თუ სადმე არის შეთანხმება, რომ ჯავა არის გადასატანი რაიონზე, მაშინ გადავიტანოთ სხვებიც. თუ არ არის ეს გადაწყვეტილება მაშინ დავაბრუნოთ ჯავაც.--Gaga.vaa განხილვაწვლილი 17:06, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
უნდა იყოს ერთიანი მიდგომა, გეთანხმებით. ჯავის რაიონიც და სხვების უნდა იყოს ისეთ სახელზე, როგორც ამჟამად არსებობენ. მუნიციპალიტეტები არ არსებობს. ამიტომ მოხდა ადრე ჯავის გადატანა. სად იყო განხილვები, რომლიც მიხედვითაც გადაწყდა გალის მუნიციპალიტეტზე გადატანა? გიო ოქრო 17:08, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
მადლობა, რომ სწორად გამიგე რასაც ვგულისხმობდი, სწორედ ერთიან მიდგომას ვგულისხმობ. მაგ განხილვებში სიმართლე გითხრა მე არასდროს დამიფიქსირებია მოსაზრება, რადგან მართლა არ გამაჩნია გამოკვეთილი აზრი რანაირად შეიძლება მოვიქცეთ, ჩვენ კი არა მგონი სახელმწიფოსაც არ აქვს ხედვა. რამდენადაც მახსოვს განხილვის გვერდებზე იყო მსჯელობები, არ ვადევნებდი თვალყურს, საბოლოოდ შედეგი დადგა, რომ ვირაცამ გადაიტანა ყველაეგ ერთეული მუნიციპალიტეტზე. აქვე დავამატებ, რომ მე პირადად მუნიციპალიტეტს ალოგიკურად კი მივიჩნევ, მაგრამ რაიონიც ძალიან მჭრის ყურს და თუ შეცვლაზეა ლაპარაკი რაიმე განსხვავებული მოვიფიქროთ, ჯერ არ მაქვს იდეა.--Gaga.vaa განხილვაწვლილი 17:15, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
განხილვები იყო თუ არა, არ ვიცი. ადრე ყველა მუნიციპალიტეტის სტატიას რაიონი ერქვა, მერე შეეცვალა სახელი. ალბათ ამიტომაა გალისაც რომ მუნიციპალიტეტზე აღმოჩნდა. გალის და ჯავის მუნიციპალიტეტები არ არსებობს, მაგრამ არსებობდა ეს რაიონები, 1990 წლიდან კი სიტუაცია გაყინულია. მე რაიონი უფრო ლოგიკური მგონია, ვიდრე მუნიციპალიტეტი. გიო ოქრო 17:17, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
არვიცი, როგორც გითხარი მე არ მაქვს ამ ეტაპზე იდეა. თუ გადაწყვეტილი გაქვს, რომ ყველა ეს მუნიციპალიტეტი გადაიტანო რაიონზე და მიყვე მაგ საქმეს ბოლომდე, კი ბატონო, მე დრო არ მაქვს დიდი ოდენობით რედაქტირებები იქნება საჭირო თუ ამ ეტაპზე არ აპირებ მაგის გაკეთებას, მაშინ დავაბრუნოთ ჯავაც და ერთიანი გეგმა შევიმუშაოთ.--Gaga.vaa განხილვაწვლილი 17:22, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
ჯავის მუნიციპალიტეტზე გადატანა იქნება უბრალოდ სხვების მოტყუება. ან რაიმე წყაროს მაინც საჭიროებს, რომ მუნიციპალიტეტი ჰქვია. ამიტომ, მე ამის წინააღმდეგი ვიყავი სხვა განხილვებში. გიო ოქრო 17:26, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

იციკ მოშე - ცვლილებები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, რამდენადაც დღეს შევამოწმე ჩემ მიერ განახლებული გვერდი არ დაადასტურეთ. თუ შეიძლება დამეხმარეთ რომ ისე გავმართო სტატია, რომ ყველა ინფორმაცია რაც განვაახლე კვლავ დარჩეს. მე უშუალოდ ბატონი იციკ მოშეს ოფისში ვმუშაობ, შესაბამისად გვინდა რომ პერიოდულად აქტივობებთან ერთად მოხდეს სტატიის განახლება. მადლობაწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nesi315 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა. პირველ რიგში აუცილებელია სანდო წყაროები (მ.შ. დამოუკიდებელი), იხ. წყაროს მითითება. ასევე, ვიკიპედია ყველაფრის საცავი არ არის, იხ. რა არ არის ვიკიპედია.--გიო ოქრო 15:40, 17 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა. განახლებულ სტატიაში ყველა ინფორმაცია ბიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს და არის დასათაურებული და სექციებად დაყოფილი ისე რომ უფრო ადვილად აღსაქმელი იყოს მკითხველისთვის. და იმ შემთხვევაში თუ მაინც არ შეესაბამება პირობებს სტატია თუ შეძლებთ რომ უფრო ზუსტად მიმითითოთ და დამეხმაროთ რომ ვიკიპედიისთვის შესაბამისი სახე მივცე ტექსტს. რაც შეეხება წყაროებს ყველა საჭირო წყარო მითითებულია. მადლობა. Nesi315 განხილვაწვლილი 11:20, 22 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

სტატიის წაშლა[წყაროს რედაქტირება]

ძალიან გამაოგნა თქვენმა გადაწყვეტილებამ, გვერდის წაშლის შესახებ. მე მაინტერესებს რა არგუმენტებს ემყარება თქვენი გადაწყვეტილება?! მე გწერთ უშუალოდ დავით ოსეფაშვილი 30 წლიანი პოლიტიკური გამოცდილებით და საქმიანობით. საინტერესოა თქვენი კვალიფიკაციაც, რაც დიდ ეჭვებს ბადებს.

სტატიას დაემატა უტყუარი ინფორმაცია; სატელევიზიო და საგაზეთო ინტერვიუებიდან, სადაც გამოკვეთილად დასტურდება პირის ბიოგრაფიაში მოყვანილი, სანდო და გადამოწმებადი ფაქტები.

საინტერესოა, თქვენ არ ენდობით პირველ არხს? რუსთავი 2-ს ბიოგრაფიულ ლექსიკონს, რომელიც სახელისუფლო და სანდო რესურსია? თქვენ არ ენდობით "ცესკოს?" რა მასალები გინდათ კიდევ? შრომის წიგნაკი თუ მოქალაქის პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები?!

რას ჰგავს ეს ქმედება?! მე არ მეგონა თუ ასეთი არაკომპეტენტური მიდგომა არსებობს ამ სივრცეში. რამდენადაც ვიცი "სეუ"-ში სწავლობთ, რომელიც ქართულ უნივერსიტეტებში 36-ე ადგილზეა 40 უნივერსიტეტიდან. რა გაგიკეთებიათ ცხოვრებაში, რომ ღვაწლმოსილი ადამიანების საქმიანობას აფასებთ?!

გარწმუნებთ, რომ თუ არ შეცვლით ამ გადაწყვეტლებას, ყველა სამართლებრივი და კანონიერი გზით, პასუხს აგებთ ამ ყველაფერზე. დაწყებული წერილების მიწერით "ვიკიპედიაში" სათავო ოფისში, დამთავრებული სხვა აპელაციებით.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Mileniumik (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

წარმატებებს გისურვებთ აპელაციაში. ამავდროულად, გაეცანით: ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია, ვიკიპედია:წყაროს მითითება, ვიკიპედია:გადამოწმებადობა და en:Wikipedia:Notability (people). გაიღრმავეთ ცოდნა ვიკიპედიაში, და მერე მომწერეთ კომენტარები. ახლა ისევ თქვენ თავს აკნინებთ :))) --გიო ოქრო 20:52, 23 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

როგორ მოვიქცეთ სათაურზე?[წყაროს რედაქტირება]

ჭრელი ფირფიტკბილა — ეს შემოვიტანე და ჭრელი კბილა სოკო — ეს იყო შემოტანილი. ლათინური დასახელება ერთნაირია. --ცანგალა განხილვაწვლილი 12:19, 22 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]

ჭრელი კბილა სოკო — აქ უნდა შეერწყას ინფორმაციები, მერე „ჭრელი ფირფიტკბილა“ წაიშლება და აქ გადავა ძველი სტატია. გიო ოქრო 12:29, 22 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]

მილოსი ეტყობა ომმა გადაგავიწა.--ცანგალა განხილვაწვლილი 17:23, 26 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]

კი, ომის გამო ვეღარ მოვიცალე ამათთვის. ხვალ-ზეგ შევეცდები ორივე მოვამთავრო. გიო ოქრო 20:42, 26 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]

პოლონეთის გმინების სია[წყაროს რედაქტირება]

პოლონეთის გმინების სია — ესეც მისახედია.--ცანგალა განხილვაწვლილი 17:27, 26 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. შესაძლოა ვიკიპედიელთა შორის იყო განხილვა ამ თემაზე, მაგრამ, რადგან ვერსად მივაგენი, თქვენ მოგმართავთ შეკითხვით, რომელიც ეხება სხვადასხვა სტატიებსა და კატეგორიებში გამოყენებულ სიტყვათა სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის, მაგალითად, — საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭო და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო. რომელი ფორმაა მართებული — პირველი თუ მეორე? წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისათვის.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 16:16, 30 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]

@Arkaitz1974 გამარჯობა. ვეღარც მე ვპოულობ იმ განხილვას. თუ სწორად მახსოვს, გადაწყდა, რომ სათაურებში ვწეროთ „-ის“ ბრუნვის ნიშნით. ტექსტურ ნაწილში არცერთი არ არის შეცდომა, რადგან მიღებული შემოკლებაა (იგივე ეხება სსრკ სპორტის ოსტატს და მისთანებს). გიო ოქრო 20:57, 30 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]

ჟოზე დე ანშიეტა[წყაროს რედაქტირება]

მისი სახელი ესპანური წარმოშობისაა, ამიტომ პორტუგალიურად სახელის დამატების მიზეზს ვერ ვხედავ. ეს უნდა იყოს მხოლოდ ესპანურად.--87.223.197.195 19:29, 5 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]

სალამი - გაჯეტად ხომ არ გადავაქციო?--Melberg მიწერა 13:47, 16 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]

რავიცი :) მე ასეც ვიყენებ. სხვებსაც თუ უნდათ გამოყენება, იყოს გაჯეტად. სათარგმნელი რაც იყო გლობალურად, თარგმნილია. ახლა ციტირების თარგების ნაწილია სათარგმნი ადგილობრივად. Cite news, მაგალითად, ძირითადად თარგმნილია, ცოტა რაღაცეები აკლია. იქნებ დავასრულო უახლოეს მომავალში (სხვა თარგებზე შეიძლება ჯერ არ იმუშაოს, არ მიცდია). გიო ოქრო 13:52, 16 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]
კარგი, მაშინ მითხარი, რომ მორჩები. მანამდე ეს მედიავიკი:Gadget-oneclickdelete.js გადავაქციე გაჯეტად ;) Melberg მიწერა 18:56, 18 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]
ძალიან კარგი ვიღიმი. გიო ოქრო 18:58, 18 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ესენი რა მიზეზით შეცვალე? ეს და ეს. ადმინის პანელში, საიდანაც მომხმარებლის უფლებებს მართავ, მოხდა არევა. გაჩნდა სანდო მომხმარებლის ორი ველი. სანდო არ არის ეგ, „ავტომატურად დადასტურებული მომხარებელია“. — Mikheil მიწერა 12:52, 30 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]

@MIKHEIL Autoconfirmed არის ავტომატურად დადასტურებული. Autochecked კი არის ისეთი, ვის რედაქტირებასაც დამოწმება არ სჭირდება. სანდო თუ არ არის ეს, მაშინ სხვა რამეა? გიო ოქრო 13:04, 30 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]
როდესაც რაღაცა არ იცი ჯერ უნდა ჰკითხო და მერე შეცვალო ან საერთოდ არ უნდა მოკიდო ხელი. შენს გამო მთელი ინტერფეისი შეიცვალა და ეს ვანდალიზმია. --Mehman 97 13:10, 30 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97 ეგ ვანდალიზმი არ არის :) მითხარით მაშინ, რომ ვეც გავიგო, თუკი ვერ მივხვდი კარგად, რა განსხვავებაა მაგ autoreview-სა და ჩვენს სანდო მომხმარებელს შორის? გიო ოქრო 13:12, 30 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]
გიპასუხე ტრანსლეტზე. აი მაინტერესებს, რაში დაგჭირდა მაგის შეცვლა, რამეში გიშლიდა ხელს? Mehman 97 13:14, 30 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]
შენ რაში გიშლიდა ხელს, რატომ ჩათვალე, რომ ამ შეტყობინებათა შეცვლა იყო საჭირო, სად რას აფუჭებდა, მეც ეგ მაინტერესებს. — Mikheil მიწერა 13:14, 30 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]
არეული იყო ტერმინები — ზოგან შემოწმებული ეწერა და ზოგან ავტომატურად დადასტურებული (ანუ სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთში იყო არეული). @Mehman97 შენ რაც მიპასუხე, ის მგონი ავტომატურად დადასტურებული გაქვს ნაგულისხმები და ეგ გასაგებია. ეგ ადმინისტრატორებს არც გიჩანთ, რადგან ავტომატურად ენიჭება. მე მაინტერესებს, ინგლისურში რომ აქვთ Autopatrolled ეს ქართულად სანდო ხომ არის? თუ სხვა რამეა?
ადვილად რომ იყოს გასაგები — trusted თუ არის სანდო, autoconfirmed თუ არის ავტომატურად დადასტურებული, autoreview რა გამოდის? გიო ოქრო 13:21, 30 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]
Trusted არის შემმოწმებელი (და არა სანდო), autoconfirmed არის ავტომატურად დადასტურებული (ზოგან პროგრამულად), თუმცა ჩვენთან იმასაც ადმინები ანიჭებენ და ბოლოს autoreview არის სანდო მომხმარებელი. ერთი სიტყვით, ყველაფერი რიგზეა და არაა საჭირო რამის შეცვლა. Mehman 97 13:25, 30 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97 მე რომ შემმოწმებლის დროშა მივიღე, იქ აჩვენებს editor-ს და არა trusted-ს. გამოდის, რომ trusted არის სანდო და editor არის შემმოწმებელი (მედიავიკის სისტემაში ასეა, ქართულ ვიკიში სხვანაირად როგორ იქნება?).
  • trusted — სანდო
  • autoconfirmed — ავტომატურად დადასტურებული
  • reviewer — ?
  • editor — შემმოწმებელი
  • autoreview — ?
ესენი ბოლო-ბოლო როგორაა ჩამოვაყალიბოთ, და შევცვლი, თუკი სადმე არეულია. გიო ოქრო 13:35, 30 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]
ქართულად შესაცვლელი არაფერი არ არის, აქ საუბარია ქართულად როგორ არის. editor თუ არის ქართულად შემმოწმებელი ასეც უნდა დარჩეს, ჩვენ აქ შეთანხმება არ გვაქვს რომ editor უნდა იყოს რედაქტორი და შენით ნუ ცვლი რაღაცეებს! Mehman 97 13:53, 30 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97 მე არც editor შემიცვლია და არც trusted, როგორც იყო ისე არის.
ქართულ ვიკიში არის ორი ერთნაირი სტატუსი Autochecked users (კოდი autoreview) და Trusted users (კოდი trusted). ხოდა, ერთ-ერთი არის ზედმეტი ან რაღაც ისეთი მოხდა თავის დროზე, რის გამოც ორი ერთნაირი სტატუსი დარჩა აქ. ამიტომ მოხდა, რომ თქვენს პანელში ორი სანდო გამოჩნდა. მგონია, რომ ფაბრიკატორიდან შეცვლიან ამას.
თვალსაჩინოებისათვის, იხ. ქართული გვერდის ინგლისურენოვანი ვერსია. გვედზე ჩანს Autochecked users და Trusted users. თუკი გასასწორებელია, გასწორდეს. ეს ჩემი თარგმანით არ ყოფილა, მანამდელი პრობლემაა და სწორედ ამ ხარვეზის გამო შევედი შეცდომაში მე. გიო ოქრო 14:03, 30 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]
თუ დეველოპერები გადაწყვეტენ, გაასწორებენ. მიმდინარე პრობლემა კი შენი თარგმანის გამო გაჩნდა. წლებია ეს ტერმინები გამოიყენებოდა და არანაირი პრობლემაც არ იყო, სანამ შენ არ შეცვალე თარგმანი. ამიტომ, არაფრის გასწორება ახლა არ არის საჭირო. Mehman 97 14:15, 30 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]

ხოდა გასასწორებელია და ჩვენ თვითონვე მივმართოთ, რომ ერთ-ერთი ამოსაღებია მანდედან. ეგ ტერმინები წლებია გამოიყენებოდა არასწორად, რადგან ერთგან ავტომატურად დადასტურებული ერქვა და ამავე სახელის სხვა შეტყობინებაში ირეოდა, მეორეგან კი „შემოწმებული“, რაც ასევე არასწორი იყო და ახლაც ასე გამოჩნდება. ამიტომ, სად უნდა დაიწეროს მიმითითეთ რომელიმემ და გავასწორებინოთ. ინგლისურ ვიკიში trusted ამოღებულია და Autochecked არის დატოვებული მაგალითად (შემოწმების სტრუქტურა იქ სხვანაირი კი აქვთ, მაგრამ ეს სტატუსი არსებობს). --გიო ოქრო 14:20, 30 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]

trusted გამოიყენება ჩვენთან უპირატესად და Autochecked იქნება ამოსაღები. გიო ოქრო 14:27, 30 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]

თარგი:Infobox sports rivalry[წყაროს რედაქტირება]

გიო გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს თარგებთან დაკავშირებით. თარგი:Infobox sports rivalry — ქართულად არ გვაქვს, ხომ არ იცი ვიკიპედიელთაგან ვის შეუძლია ამის შექმნა ან ვის შეიძლება ვთხოვოთ დახმარება.--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 19:19, 13 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]

@Arkaitz1974 სალამი. მე შევქმნი. ქართულად სახელწოდება რომელი აჯობებს — „სპორტული დაპირისპირება/მტრობა“ თუ უბრალოდ „დერბი“? მემგონი მეორე. გიო ოქრო 19:57, 13 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]
მეც ვფიქრობ, რომ დერბი უფრო დამკვიდრებულია და თითქმის ყველამ იცის მისი მნიშვნელობა, ამიტომ მეც დერბისკენ უფრო ვიხრები. ზოგადად rivalry პირდაპირი თარგმანით მეტოქეობას ნიშნავს, აქედან გამომდინარე თარგის სახელწოდება შესაძლებელია იყოს „სპორტული მეტოქეობაც“ და „დერბიც“ — რაც შინაარსობრივად ერთი და იგივეა, თუმცა ზოგისთვის შეიძლება მეტოქეობა უფრო მისაღები იყოს, ზოგისთვის — დერბი. ჩემთვის პრინციპული სხვაობა ამ ორ ვარიანტს შორის არ არის. მგონი თარგის შემქმნელს შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს, რომელ სახელწოდებას აირჩევს, ასე რომ რომელსაც უფრო მისაღებად მიიჩნევ ის გამოიყენე.--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 20:26, 13 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]
თარგი შევქმენი, მაგრამ მცირე ტექნიკური ხარვეზი აქვს და ხვალ ალბათ გავასწორებ. გიო ოქრო 22:04, 13 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა თარგისთვის! და უღრმესი მადლობა ასეთი ყურადღებისა და გულისხმიერებისთვის! საუკეთესო სურვილებით--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 07:27, 14 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]
@Arkaitz1974 არაფრის, რისი მადლობა.
{{ინფოდაფა დერბი}} — სტილი მთლიანად ინგლისური ვიკისი აქვს, შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ. რამდენიმე მონაცემი (series, regularseason, trophy_series და postseason) ვერ ვთარგმნე, რადგან სპორტში არც ისე კარგად ვერკვევი და მგონი ამერიკული ფეხბურთის ან ბეისბოლის ტერმინებია, ამიტომ, დამალულია ახლა ინფოდაფაში და თუკი ვინმე თარგმნის, შეუძლია შემდეგ გამოაჩინოს. დანარჩენმა, წესით, ჩვეულებრივ უნდა იმუშაოს. გიო ოქრო 17:20, 14 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. მე ვარ ალეკო ოქროსუბნელი. ვწერ სტატიას დავით კილასონიაზე. მსურს ჩავსვა სურათი (ერთი ან ორი) მესაჭიროება დახმარება. გთხოვთ დამეხმაროთ, წინასწარ გიხდით მადლობას--ალეკო ოქროსუბნელი (განხილვა/წვლილი) 10:40, 13 ოქტომბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

@ალეკო ოქროსუბნელი გამარჯობა. ფოტოები ატვირთული გაქვთ უკვე ვიკისაწყობში? თუკი საავტორო უფლებები თქვენ გეკუთვნით, თავისუფლად შეგიძლიათ ატვირთოთ სურათები საწყობში — იხ. დამხმარე ინსტრუმენტი. როცა ატვირთავთ, შემდეგ ჩავსვათ სტატიაში. გიო ოქრო 16:27, 13 ოქტომბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
სურათები გადაღებულია თანაგუნდელების და თანამშრომლების მიერ და ავტორობაზე პრობლემ,ა არ არის. უბრალოდ არ ვიცი როგორ ავტვირთო ალეკო ოქროსუბნელი (განხილვა/წვლილი) 16:17, 14 ოქტომბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
ზემოთ არსებულ ბმულზე გადადით, ქართულენოვანი ინსტრუქციაა და ადვილია გასაგებად. გიო ოქრო 16:26, 14 ოქტომბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
გილოცავთ! თქვენ მიერ ნომინირებულმა სტატიამ „დვალეთი“ მოიპოვა რჩეულის სტატუსი და ქართული ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდება!
მადლობა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნაში.

დისკოგრაფია[წყაროს რედაქტირება]

Yes like everywhere but if there is no discography then user gets redirected - it's function of redirect. There is no reason to remove valid redirect. Eurohunter (განხილვა/წვლილი) 17:11, 21 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

There is no reason to create discography page with redirect :) გიო ოქრო 17:39, 21 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

ახალი სტატია[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, შეგიძლიათ ტევფიკ ესენჩიდა დიდამანგისა შეამოწმოთ?--ალიკო თარგამაძე (განხილვა/წვლილი) 11:04, 26 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

სალამი. ვფიქრობ, რომ სათაური „თევფიქ“ უნდა იყოს, რადგან თურქულიდან თ და ქ გადმოდის... გიო ოქრო 15:59, 26 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები. აქ „ტევფიკ“ ეწერა და არ დავუკვირდი. ალიკო თარგამაძე (განხილვა/წვლილი) 17:01, 26 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიო :) დავამატე პატარა აბზაცი აქ და იქნება გადაამოწმოთ? Წინასწარ გმადლობთ. Asuas (განხილვა/წვლილი) 18:00, 29 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

არ მგონია, რომ ვიკიპედიაში ასეთი ინფორმაციების ადგილია. ენციკლოპედიაა ეს და არა ბლოგი. მაგ სტატიიდან კიდევ ბევრი რამის ამოშლის მომხრე ვარ. მე ვერ შევამოწმებ. გიო ოქრო 16:28, 30 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო გამარჯობა, რატომ შეცვალეთ სათაური და ასევე კომპანიები (Anadolu Group, Kok Group, Turkcell, Zorlu Holding და TOBB) ქართულიდან ლათინურ შრიფტზე? ჯობია ქართულად გქონდეს, რადგან სტატიებისთვის ჩამოთვლილ ენებზე ბოლოს ქართული წერია, სათაურებში, რომლებიც არალათინური დამწერლობითაა, ასევე კომპანიები უკეთ ჟღერს ქართულ ასოებთან დაკავშირებით. ARDITGILA (განხილვა/წვლილი) 13:08, 4 დეკემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

@ARDITGILA გამარჯობა. სტატიის სახელწოდება მე არ შემიცვლია. რაც შეეხება კომპანიათა დასახელებებს, მითითებული იყო არასწორი ფორმებით, ამიტომ ორიგინალი ფორმები დავტოვე. გიო ოქრო 15:17, 4 დეკემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]