მომხმარებლის განხილვა:გიორგი ვარდიაშვილი
გამარჯობა, გიორგი ვარდიაშვილი. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში დააჭირე ღილაკს „ცვლილებების შენახვა“.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
![]() ~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
— George-09 განხილვაწვლილი 07:34, 24 ოქტომბერი 2012 (UTC)
კუნძულები
[წყაროს რედაქტირება]სალამი. ძალიან კარგი და საჭირო სტატია დაამატეთ. უბრალოდ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტატიის ბოლოს იწერება კატეგორიები, რომლებშიც ეს სტატია უნდა შევიდეს (გადახედეთ ნებისმიერ სტატიებს). თქვენი სტატია ამჟამად შეტანილია კატეგორიაში კატეგორია:ახალი ზელანდიის კუნძულები. კარგი იქნება, თუ მიუთითებთ წყაროებსაც (გაითვალისწინეთ, რომ წყაროში ინგლისურ ან სხვა ენოვანი ვიკიპედია არ იწერება). --H.McC. (მომწერეთ) 17:46, 24 ოქტომბერი 2012 (UTC)
- დიდი მადლობა სტატიის შემოტანისთვის, მაგრამ გეოგრაფიული ტოპონიმიკა შემოტანილია აბსოლუტურად შეცდომით. ამ კუნძულთა უმრავლესობის სახელები ნაწარმოებია მაორის ენიდან, რისი გადმოქართულებაც საკმაოდ რთულია. დასაწყისისთვის იქნებ ცოტა მარტივ თემატიკას შეეჭიდოთ. წარმატებები
--მიხეილ მიწერა 18:08, 24 ოქტომბერი 2012 (UTC)
სტატიების წერა
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა. სანამ სტატიების წერას დაიწყებდეთ, გთხოვთ, გაეცანით ვიკიპედიის წესებს, დახმარების გვერდებსა და მასწავლებელს. ნახეთ ახალი გვერდის შექმნის წესები. აუცილებლად ნახეთ, თუ როგორ უნდა მიუთითოთ სტატიაში ლიტერატურა და წყარო. ამის შემდეგ განაგრძეთ თქვენი სტატიის „სახელმწიფო მმართველობის ფორმები“ რედაქტირება. Nodar Kherkheulidze განხილვა 20:09, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)
- მოხარული ვარ, რომ გაეცანით წესებს. თუ რამე გაუგებარი იქნება, შეგიძლიათ მოგვმართოთ ნებისმიერ აქტიურ მოხმარებელს ან ითხოვოთ დახმარება ფორუმში. კიდევ ერთი, გაითვალისწინეთ, რომ განხილვა გრძელდება იქ, სადაც დაიწყო, ანუ თუ მე თქვენ მოგწერეთ თქვენი განხილვის გვერდზე, თქვენ უნდა მიპასუხოთ თქვენსავე განხილვის გვერდზე
Nodar Kherkheulidze განხილვა 08:34, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)
გამარჯობა. თქვენ მიერ დაწერილი სტატია სახელმწიფო მმართველობის ფორმები იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ გაუმართლებელია მისი არსებობა და გადავწყვიტე, გადამეტანა იგი თქვენი სავარჯიშოს გვერდზე. სავარჯიშოს გვერდი არის ვიკიპედიის მომხმარებლის პირადი გვერდი, სადაც მას ნებისმიერი რედაქტირების გაკეთება შეუძლია და ამაზე არავინ არაფერს ეტყვის. ამიტომ უმჯობესია, რომ თქვენს სავარჯიშოში დაამთავროთ სტატია, დახვეწოთ, მისცეთ ვიკიპედიისთვის დამაკმაყოფილებელი სახე და შემდეგ ისევ შექვმნით მაგ სტატიას. Nodar Kherkheulidze განხილვა 09:46, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)
- სამწუხაროდ, არც ახლა აკმაყოფილებს. კერძოდ, შინაარსობრივადაც გაუმართავია და შესახედაობითაც. აი, მაგალითად:
“ | არსებობს სახელმწიფო მმართველობის ორი მთავარი ფორმა - რესპუბლიკა და მონარქი | ” |
.
მონარქი ვერანაირად ვერ იქნება მმართველობის ფორმა — მმართველობის ფორმაა მონარქია. ამასთან, სტატიის პირველი წინადადება ყოველთვის დასრულებული უნდა იყოს და შეიცავდეს ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოცემული თემის შესავალისათვის. მაგალითისთვის იხილეთ სტატია „მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები“. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:30, 28 ოქტომბერი 2012 (UTC)
შენიშვნა
[წყაროს რედაქტირება]რესპუბლიკური, კონსტიტუციური ან საპარლამენტო მმართველობის ფორმა მთავრობა არ არის. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:48, 24 დეკემბერი 2012 (UTC)