მომხმარებელი:Le.la360

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურბან პირიმოვი

გურბან ბაშალ ოღლი პირიმოვი (აზერბ. Qurban Baxşəli oğlu Pirimov; 1880, აბდალგულაბლი - გ. 29 აგვისტო, 1965, ბაქო) - აზერბაიჯანელი თარზე დამკვრელი  ,  მუსიკოსი, აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არტისტი (1929), აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1931).[1][2][3][4]

გურბან პირიმოვი დაიბადა 1880 წლის ოქტომბერში,   ყარაბაღში, შუშის რაიონის მთიან სოფელ აბდალგულაბლიში. მისი პაპა ვალეხი  მე -18 საუკუნის ყარაბაღში სახელგანთქმული   აშუღის იყო. მისი უფროსი ძმა - აღალარი  კი საზზე დამკვრელი. დაწყებითი  განათლება მიიღო შუშის რუსულ-აზერბაიჯანულ სკოლაში.[5][6]

მისმა მუსიკალურმა ნიჭმა ადრეულ ასაკში იჩინა თავი. 13 წლის ასაკში გახდა  ცნობილი თარზე  დამკვრელის -  სადიხჯანის მოსწავლე, რომელიც თანამედროვე თარის შემქმნელია მიჩნეული .[7][8]

1905 წელს განჯაში, ერთ-ერთ ქორწილში  მისი შესრულება მოისმინა და  მოეწონა  ცნობილ არტისტს-  ხანანდე  ჯაბარ კარიაგდი ოღლუს  და მას თანამშრომლობა შესთავაზა . ამგვარად შეიქმნა ტრიო, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ გურბან პირიმოვი,  ალექსანდრე ოღანეზაშვილი და ჯაბარ კარიაგდი ოღლუ.  ტრიოს დიდი წარმატება ხვდა წილად არამარტო კავკასიის რეგიონში,  არამედ მის ფარგლებს გარეთაც.  ტრიომ  20 იარსება.[9]

გ. პირიმოვს  მჭიდრო შემოქმედებითი კავშირი  ჰქონდა აზერბაიჯანის  ეროვნულ ოპერასთან.  ის შედიოდა  საოპერო  ორკესტრის lშემადგენლობაში . 1908 წ.  უ. ჰაჯიბეკოვის ოპერის "ლეილი და მაჯნუნი" პრემიერისას   იყო ორკესტრის სოლისტი.[10]

  მისმა  თანამშრომელობამ   აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრთან  მისი დაარსების  დღიდან  -  სიცოცხლის ბოლომდე, თითქმის 40 წელი გასტანა.[11]

1910 და 1912 წლებში  კომპანია „ Sport-Record  “    მიწვევით  გურბან პირიმოვმა, ალექსანდრე  ოღანეზაშვილმა  და ჯაბარ კარიაგდი ოღლუმ  ვარშავაში, მოსკოვსა და რიგაში მოხდა მათი შემოქმედების  გრამფირფიტებზე გადატანა. ამ ჩანაწერებში   მუღამებისა  და თესნიფების გარდა  , შესული იყო   რამდენიმე ნაწარმოები გურბან პრიმოვის სოლო შესრულებით.[12]

1916 წელს შესრულებული აქვს როლი ფილმში . „ ნავთობისა და მილიონების სამეფოში“ —  ბორის სვეტლოვის რეჟისორობით . ფილმის გადაღება მიმდინარსობდა თბილისსა და ბაქოში.[3]

1929 წელს გურბან პირიმოვს მიენიჭა აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არტისტის, ხოლო 1931 წელს რესპუბლიკის სახალხო არტისტის საპატიო წოდება.[3]

დიდი სამამულო ომის დროს გურბან პირიმოვს  სხვა არტისტებთან  ერთად მრავალ მუსიკალური ნომერი აქვს შესრულებული  როგორც  ჯარისკაცების წინაშე, ასევე  დაჭრილებისთვის  საავადმყოფოებში.[13]

გურბან პირიმოვი ასევე დაკავებული იყო საგანმანათლებლო  საქმიანობით. მის სტუდენტებს შორის შეიძლება აღინიშნოს აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტები ბაჰრამ მანსუროვი, ჰაბიბ ბაირამოვი და სარვარ იბრაგიმოვი.[6]

ის იყო ასევე მრჩეველი ისეთი  ცნობილი კომპოზიტორებისა,  როგორებიც იყვნენ მუსლიმი მაგომაევი, რეინჰოლდ გლიერი, ფიქრატ ამიროვი და გარა გარაევი.[14]

გურბან პირიმოვი დაქორწინებული  იყო ნაბათ ხანუმ აგალარ გიზეზე, რომელთანაც მას  ოთხი შვილი ჰყავდა:  ასკერი, სარა, თამარა, ადელია.[8]

84 წლის ასაკში შედგა  მისი უკანასკნელი კონცერტი-  1965 წლის 10 აგვისტოს . ხოლო 1965 წლის 29 აგვისტოს ის გარდაიცვალა.[4]

დაკრძალულია ბაქოში, „ საპატიო დაკრძალვის „ ხეივანში.[9]

  1. https://worldhistoryproject.org/1880/10/gurban-pirimov-is-born
  2. https://enacademic.com/dic.nsf/enwiki/8103752
  3. 3.0 3.1 3.2 https://en.m.wikipedia.org/wiki/Gurban_Pirimov
  4. 4.0 4.1 https://enacademic.com/dic.nsf/enwiki/8103752
  5. https://worldhistoryproject.org/1880/10/gurban-pirimov-is-born
  6. 6.0 6.1 https://en.m.wikipedia.org/wiki/Gurban_Pirimov
  7. https://worldhistoryproject.org/1880/10/gurban-pirimov-is-born
  8. 8.0 8.1 https://en.m.wikipedia.org/wiki/Gurban_Pirimov
  9. 9.0 9.1 https://en.m.wikipedia.org/wiki/Gurban_Pirimov
  10. https://www.bakupages.com/enc-show.php?cmm_id=149&id=119764&c=1944&lang=ru
  11. https://ru.m.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%B8%D1%80%D0%B8%D0%BC%D0%BE%D0%B2,_%D0%93%D1%83%D1%80%D0%B1%D0%B0%D0%BD_%D0%91%D0%B0%D1%85%D1%88%D0%B0%D0%BB%D0%B8_%D0%BE%D0%B3%D0%BB%D1%8B
  12. https://ru.m.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%B8%D1%80%D0%B8%D0%BC%D0%BE%D0%B2,_%D0%93%D1%83%D1%80%D0%B1%D0%B0%D0%BD_%D0%91%D0%B0%D1%85%D1%88%D0%B0%D0%BB%D0%B8_%D0%BE%D0%B3%D0%BB%D1%8B
  13. https://ru.m.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%B8%D1%80%D0%B8%D0%BC%D0%BE%D0%B2,_%D0%93%D1%83%D1%80%D0%B1%D0%B0%D0%BD_%D0%91%D0%B0%D1%85%D1%88%D0%B0%D0%BB%D0%B8_%D0%BE%D0%B3%D0%BB%D1%8B
  14. https://ru.m.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%B8%D1%80%D0%B8%D0%BC%D0%BE%D0%B2,_%D0%93%D1%83%D1%80%D0%B1%D0%B0%D0%BD_%D0%91%D0%B0%D1%85%D1%88%D0%B0%D0%BB%D0%B8_%D0%BE%D0%B3%D0%BB%D1%8B