მომხმარებელი:ლიზი ბურჯანაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძველი ქართლის ყველაზე სახელგანთქმული მეფე ფარნავაზი მცხეთის მამასახლისი სამარას ძმისწული და ქართლის კანონიერი მემკვიდრე იყო. მისი მცირეწლოვანების ჟამს ქართლი სარდალმა აზომ აიღო. აზოს შიშით,ფარნავაზი დედამ კავკასიონის მთებში გახიზნა და იქ გაზარდა. მრავალმა წყალმა ჩაიარა,ფარნავაზი წამოიზარდა და არაჩვეულებრივი ვაჟკაცი დადგა. ის დაბრუნდა მცხეთაში, რათა აზო განედევნა და ქართლზე თავისი კანონიერი უფლებები აღედგინა.
ერთხელ ფარნავაზი ტყეში სანადიროდ იყო გასული, ნადირობისას შემოაღამდა და თავი ერთ გამოქვაბულს შეაფარა.აქ მან დიდძალი განძი იპოვა,დედასთან და დასთან ერთად საუნჯე ფარულად სახლში გადაზიდა და გადაწყვიტა, ოქრო-ვერცხლი იარაღის შესაძენად გამოეყენებინა.მართლაც, შეიძინა იარაღი, შემოიკრიბა ერთგული მებრძოლები,შეუკავშირდა ეგრისის (სამეგრელოს) მმართველს ქუჯის და გაერთიანებული ჯარით შეებრძოლა აზოს.ფარნავაზმა და მისმა მოკავშირეებმა გაიმარჯვეს.ამასთანავე, ფარნავაზმა კიდევ ერთი საზრიანი ნაბიჯი გადადგა-ეგრისის მმართველ ქუჯის თავისი და მიათხოვა და ამით დასავლეთ საქართველოც შემოიმტკიცა.შემდეგ მთელი ქვეყნის მიწა-წყალი დაყო რვა ნაწილად და თითოეულ მათგანს სათავეში ერთგული მოხელეები-ერისთავები ჩაუყენა.  იმ დროს ქართველთა ტომები თავ-თავიანთ ღმერღებს ეთაყვანებოდნენ.ფარნავაზმა დააწესა ერთი ღმერთის-არმაზის თაყვანისცემა და ამით შეაკავშირა სხვადასხვა კუთხის მცხოვრებნი; მანვე შექმნა ქართული მწიგნობრობა. ყოველივე ეს ქვეყნის გაერთიანებას უწყობდა ხელს.
ფარნავაზის ბრძანებით, მცხეყის პირდაპირ მაღალ მთაზე   არმაზის კერპი აღმართეს.იგი წარმოადგენდა სპილენძისგან ჩამოსხმულ მეომარს, რომელსაც ტანთ ოქროს აბჯარი ეცვა, თავზე ოქროს მუზარადი ეხურა, თვალების ადგილზე ზურმუხტის მწვანე ქვები უბრწყინავდა, ხელში მახვილი ეპყრა.ამ კერპს ქართლში დიდხანს სცემდნენ თაყვანს, თვით ქრისტიანობის მიღებამდე.