მომხმარებელი:ანა ოქროპირიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია



1918 წლის 26 მაისი.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
    1918 წლის 26 მაისს გოლოვინის გამზირზე,კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ ეზიდენციაში,თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიერკავკასიის სეიმმა.ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა.იმავე დარბაზში შედგა საქართველოდ ეროვნული საბჭოს სხდომა.სხდომა გაიხსნა 4 საათსა და 50 წუთზე,ნოე ჟორდანიას თავჯდომარეობით.საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე ეთხმად დაამტკიცა,,საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“
    ,,მოქალაქენო!დღეს თქვენ აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის და ამავე დროს ტრაგიკული აქტისა.ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა,ამავე დარბაზში,ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს...საქართველოს ახალი სახელმწიფო,რომელიც დღეს აღსდგა,არ იქნება მიმართული არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ...ჩვენ გვსურს ვიქონიოთ მეგობრული ურთიერთობა ჩვენს გარეშე და ჩვენს შორის მყოფ ერებთან....ვაცხადებთ,რომ ეროვნული უმცირესობანი იქნებიან ისეთივე უფლებამოსილნი,როგორიც იქნება ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უმრავლესობა-ქართველობა.,,ამ სიტყვებით წარსდგა ნოე ჟორდანია 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე.ეს თარიღი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა,რადგან ამ რეს აღსდგა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩაეყარა საფუძველი საქართველოს პირველ რესპუბლიკას.
   ამ ამბიდან 100 წლის შემდეგ,დღესაც ისევ აღრფთოვანებაში მოვყავართ იმ ფაქტს,თუ რაოდენ სამართლებრივად გამართული,დემოკრატიული,ცივილიზებულ და თანამედროვე სამყაროსთან მორგებულად იყო შემუშავებული ,,საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი,,რომელშიდაც ვკითხულობთ:1)ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.2)დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.3)საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.4)საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს,განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.5)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უფრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა,სარწმუნოებისა,სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.6)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპექტს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ერს.

  ===== პარლამენტი =====

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის უზენაესი საკანონმდებლო ორგანო იყო პარლამენტი.საქართველოს პარლამენტის ფუნქციას დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ასრულებდა ეროვნული საბჭო,რომელიც 1917 წლის 20 ნოემბერს ჩამოყალიბდა და 1918 წლის 26 მაისის სხდომაზე გაფართოვდა თავისი შემადგენლობით.1918 წლის ოქტომბრის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს ეწოდა,,საქართველოს პარლამენტი“.უზენაეს ორგანოში წარმოდგენილი იყო სრულიად საქართველო,განურჩევლად ეროვნული კითვნილებისა.პარლამენტში თავისი დეპუტატები ჰყავდატ საქართველოში მცხოვრებ სომხებს,თათრებს(აზერბაიჯანელებს),აფხაზებს,რუსებს,ოსებს,ქართველ ებრაელებს,ებრაელებს,ბერძნებსდდა გერმანელებს.

   ,,საქართველოს პარლამენტი“მიჩნეული იყო იმ საკანონმდებლო დროებით ორგანოდ,რომელსაც მთელი ძალაუფლება ხალხის მიერ არჩეული დამფუძნებელი კრებისთვის უნდა გადაეცა.მან შეიმუშავა საარჩევნო დებულება,რომლის საფუძველზე 1919 წლის თებერვალში ჩატრდა დამფუძნებელი კრების საყოველთაო,ფარული,პირდაპირი არჩევნები.არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 60%-ზე მეტმა.თავიანთი პლათფორმებით გამოვიდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები.არჩევნებით სავარაუდო 130 დეპუტატიდან სოციალ-დემოკრატიულმა გაიყვანა 109 დეპუტატი,ეროვნულ-დემოკრატებმა-8,სოციალ-ფედერალისტებმა-8,სოციალისტ-რევოლუციონერებმა-5.დანარჩენ პარტიებს პარლამენტში ადგილი არ ერგოთ,რადგან მათ მიერ მიღებულმა ქულების რაოდენობამ,დაწესებულ ნორმებს ვერ მიაღწია.აქსანიშნავია ის ფაქტი,რომ პარლამენტში არჩეული დეპუტატებიდან 5 ქალი იყო:ქრისტინე შარაშიძე,ელეონორა ტერ-ფარსეგოვა მახვილაძე ,ანა სოლორაშვილი ,მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე,ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვა


===== კონსტიტუცია =====
    1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიიღეს სახელმწიფოს უზენაესი კანონი კკონსტიტუცია.რომლის შესახებც ჰანს-დიტრიხ გენშერი წერდა,,კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე,უკვე მაშინ აღიარებდა იგი ისეთ ღირებულებებს,როგორიცაა თავისუფლება,დემოკრატია და სამართლებრიი სახელმწიფო,რომელსაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა.“
 საქართველოს კონსტიტუცია ეყრდნობოდა 1918 წლის 26 მაისის დეკლარაციის პრინციპებს,ითვალისწინებდა სახელმწიფოებრივი ცხოვრების სამწლიან გამოცდილებას,მისი ძირითადი დებულებანი შემუშავებული იყო ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოთა კონსტიტუციების,განსაკუთრებით შვეიცარიის დადებითი გამოცდილების გათვალისწინებით.
  კონსტიტუცია უპრეცედენტო იყო საქართველოს ისტორიულ ცხოვრებაში.პირველად მოხდა ისიც,რომ ნაცვლად მონარქიისა,რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი მართველობის ტრადიციულ ფორმას წარმოადგენდა,დაკანონდა რესპუნლიკური წესწყობილება.კონსტიტუციის პირველივე თავის პირველივე მუხლში აღნიშნულია:,,საქართველო არის თავისუფალი,დემოკრატიული და განუყოფელი სახელმწიფო.მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა“
  საქართველოს კონსტიტუცია 17 თავისა და 149 მუხლისგან შედგებოდა.იგი აკანონებდა რესპუბლიკის მოქალაქეობას და მის უფლებებს,პარლამენტის პრეროგატივას,არმასრულებელი ხელისუფლების მოვალეობას,სასამართლო ხელისუფლების შინაარსს.კონსტიტუციის 129 მუხლით ეროვნულ უმცირესობათა უფლებები განსაძღვრული იყო ასე:,,არ შეძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული იმცირესობის თავისუფალი სოციალ-ეკონომიკურიდა კულტურული განვიითარება,განსაკუთრებით მისი დედა ენიტ სწავლა_აღზრდა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა-გამგეობა.ყველას უფლება აქვს სწეროს,ბეჭდოს და ილაპარაკოს დედა-ენაზე.“მაგალითად შესაძლებელი იყო ეროვნულ უმცირესობათა სკოლებში ბავშვის მშობლიურ სალაპარაკო ენაზე სწავლება,ასევე პარლამენტის არაქართველ დეპუტატებს შესაძებლობა ჰქონდათ სიტყვა წარმოეტქვათ მშობლიურ ენაზე მისი თარგმანის პრეზიდიუმში წარსდგენით.კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა,რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა ულებები,ასევე გაუქმდა სიკვდილით დასჯა.
  საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის პირველი შეკრება 1918 წლის 7 ივნისს გაიმართა.კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს სერგი ჯაფარიძე,კომისიის მდივნად კი პავლე საყვარელიძე.მრავალპარტიული კომისიის შემადგენლობაში იყვნენ;რაჟდენ არსენიძე,ნოე ჟორდანია,ივანე ჩერქეზიშვილი,გრიგოლ რცხილაძე,სამსონ დადიანი,გიორგი გვაზავა,კონსტანტინე მაყაშვილი,ზისტად ერთი თვის შემდეგ კომისიის რამდენიმე წევრი ჩაანაცვლეს:ლეო ნათაძე(ნოე ჟორდანიას ნაცვლად),მარიამ ჩხეიძე(ივანე ჩერქეზიშვილის ნაცვლად),ალექსანდრე წერეთელი(გრიგოლ რცხილაძის ნაცვლად)გერონტი ქიქოზე და სპირიდონ კედია(გიორგი გვაზავას ნაცვლად).    დამფუძნებელი კრების არჩევის შემდეგ 1919 წლის მარტში შეიქმნა 15 წვრისაგან შემდგარი ახალი საკონსტიტუციო კომისია,რომელმაც მანამდე არსებული კომისიის ნიმუშები გადაიბარა და მუშაობა განაგრძო.კომისიის წევრთა შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა.მას ჯერ რაჟდენ არსენიზე,ხოლო მოგვიანებით პავლე საყვარელიძე ხელმძღვანელობდა.   კონსტიტუციის პროექტი სრული სახით 1920 წლის მაისში დაიბეჭდა და განსახილველად დამფუზნებელი კრების წევრებს დაურიგდათ.პროექტის განხილვას კრების მრავალი სხდომა დაეთმო.კონსტუტუცია 1921 წლის მარტში ბატუმში,ნესტონ ხვინგიას სტამბაში დაიბეჭდა.დოკუმენტი ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს და დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.
  1. გადამისამართება გვერდის სამიზნო სახელი