მომოტისებრნი
იერსახე
| მომოტისებრნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Momotus bahamensis | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Momotidae (G. R. Gray, 1840) | ||||||||||||
| ||||||||||||
მომოტისებრნი (ლათ. Momotidae) — ფრინველთა ოჯახი ყაპყაპისნაირთა რიგისა. მოიცავს 6 გვარს (Momotus, Aspatha, Barypthengus, Electron, Eumomota, Hylomanes) და 14 სახეობას,[1] რომლებიც გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. ტანად საშუალო და პატარა ფრინველებია (სიგრძე 17-47 სმ, მასა 50-400 გ). ბუდობენ ნაკადულების, ხრამების ნაპირებზე. დედალი 3-4 კვერცხს დებს, კრუხობს ორივე მშობელი 21-22 დღე-ღამე. იკვებებიან მწერებით, ხილით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდადია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 87.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Family Momotidae. Handbook of the birds of the world. ციტირების თარიღი: 11 აპრილი, 2019.