მომოკო კოჩი
| მომოკო კოჩი | |
|---|---|
| იაპონ. 河内桃子 | |
|
მომოკო კოჩი 1954 წელს | |
| დაბადების სახელი | მომოკო ოკოჩი |
| დაბადების თარიღი |
7 მარტი, 1932 ტაიტო, ტოკიო, იაპონია |
| გარდაცვალების თარიღი |
5 ნოემბერი, 1998 (66 წლის) შიბუია, ტოკიო, იაპონია |
| დაკრძალულია | იანაკას სასაფლაო |
| სხვა სახელები | მომოკო ჰისამაცუ |
| ეროვნება | იაპონელი |
| მოქალაქეობა | იაპონია |
| საქმიანობა | კინოს, თეატრისა და ტელემსახიობი |
| აქტიური | 1953-1998 |
| მეუღლე(ები) | სადატაკა ჰისამაცუ (იქ. 1961; died 1998) |
მომოკო კოჩი (იაპონ. 河内 桃子, Kōchi Momoko; დ. 7 მარტი 1932 — გ. 5 ნოემბერი, 1998), დაბადებული როგორც Momoko Ōkōchi (იაპ. 大河内 桃子, Ōkōchi Momoko) — იაპონელი კინოს, თეატრისა და ტელევიზიის მსახიობი.[1]
იგი ყველაზე მეტად ცნობილია „გოძლიაში“ შესრულებული ემიკო იამანეს როლით (რომელიც მან 1995 წელს განმეორებითაც ითამაშა ფილმში „გოძილა vs. დესტოროია“) და ასევე ფილმში „მისტერიულები“, სადაც ჰიროკო ივამოტოს განასახიერებდა.[2]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოჩის პაპა მამის მხრიდან იყო ვისკონტი მასატოში ოკოჩი — იაპონიის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, რიკენის მესამე დირექტორი; მისი მამა, მხატვარი, მასატოშის მეორე შვილი იყო.[3][4][5] მისი ქმარი, ტელევიზიის პროდიუსერი სადატაკა ჰისამაცუ, რომელთანაც ჰყავდა ერთი ქალიშვილი,[6] იყო ჰისამაცუ-მაცუდაირას კლანის შთამომავალი, რომელიც მართავდა იმაბარის სამფლობელოს.[7]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონიის ქალთა უნივერსიტეტთან არსებული საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, კოჩიმ ოფისში დაიწყო მუშაობა,[8] თუმცა 1953 წლის აპრილში შეუერთდა Toho-ს New Face პროგრამას,[9] სხვა ახალბედა მსახიობებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ: აკირა ტაკარადა, კენჯი საშარა, იუ ფუჯიკი და მასუმი ოკადა (შემდგომში ნიკაცუ). მისი პირველი როლი იაეკო ფილმში „მოწიფული ქალის გული“ (იაპონ. 女心はひと筋に, Onna gokoro wa hitosuji ni). ერთი წლის შემდეგ იგი გადაიღეს რეჟისორ კაჯირო იამამოტოს ფილმებში.
იამამოტოს ერთ-ერთ ნამუშევარში იხილა კოჩის თამაში მისმა მოწაფემ, იშირო ჰონდამ, რომელიც იმ დროს მუშაობდა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმზე „გოძილა“. ჰონდამ იგი შეარჩია მთავარი ქალის როლისთვის — ემიკო იამანეს გამოსახატად. მიუხედავად იმისა, რომ ეს როლი ფილმის რომანტიკული ხაზის ცენტრალურ ფიგურად გვევლინებოდა, სწორედ მას ეკისრებოდა ძირითადი სიუჟეტის გადაწყვეტის წინაპირობის შექმნა. მიუხედავად მცირე სამსახიობო გამოცდილებისა, კოჩიმ როლი მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულა.
„გოძილაში“ წარმატების შემდეგ, კოჩიმ არაერთი საინტერესო როლი შეასრულა, მათ შორის „ნახევრად ადამიანსა“ და „მისტერიულებშ“. 1958 წელს მან დატოვა ტოჰო, რათა აქტიური პროფესიული სამსახიობო განათლება მიეღო.
ერთი წლის შემდეგ მან დაიწყო მსახიობობის ფორმალური შესწავლა ცუტომუ იამაძაკისა და კუმი მძუნოს ხელმძღვანელობით და შემდგომ შეუერთდა თეატრალურ დასს. მისი თეატრალური დებიუტი შედგა უილიამ შექსპირის „მეთორმეტე ღამეში“. შემდეგ წლებში კინოში ნაკლებად ჩნდებოდა და ძირითადად თეატრში თამაშობდა (მათ შორის „ვენეციელი ვაჭარში“, „მაკბეტში“), ხოლო ზოგჯერ მონაწილეობდა სატელევიზიო რეკლამებსა და დრამებში (მათ შორის შოკო ცუნაშის როლში სერიალში „მადლობა“ (იაპონ. ありがとう, Arigatō), 1972–1973 წლებში კიოში კოდამასთან ერთად).
კოჩი რამდენიმე წუთით გამოჩნდა TBS-ის დრამებში, რომლებსაც ფუკუკო იში იღებდა და სუგაკო ჰაშიდა წერდა. შემდგომ წლებში იგი მონაწილეობდა სერიალში მსახიობ კუნიჰიკო მიტამურასთან ერთად.
1995 წელს რეჟისორმა ტაკაო ოკავარამ შესთავაზა კოჩის, კვლავ შეესრულებინა ემიკო იამანეს როლი ფილმში „გოძილა vs. დესტოროია“. მიუხედავად იმისა, რომ ოკავარა ძირითადად ახალგაზრდა მსახიობებთან მუშაობდა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კოჩის სრულყოფილმა მომზადებამ და კონცენტრაციამ. მისი ყველა სცენა ერთ დღეში ჩაიწერა და მისმა როლმა მთელი იაპონიის ყურადღება მიიპყრო. მოგვიანებით, CNN-თან ინტერვიუში, კოჩი იხსენებდა:
1997 წლის 19 ივლისს გამოვიდა კოჩის ბოლო ფილმი — „რიოკანი“ (იაპონ. 良寛).
იმავე წლის ბოლოს მან დაიწყო ტურნე ტოჰოკუს რეგიონში ჰაიუძასთან ერთად, სპექტაკლით Yu no noren. ტურნეს დროს ხშირად უჩიოდა ჯანმრთელობის გაუარესებას. 1998 წლის იანვარში მას დაუდგინეს კოლორექტალური კიბო. დაავადება სწრაფად პროგრესირებდა. ოპერაციის ჩატარება ექიმებმა მიზანშეწონილად აღარ მიიჩნიეს. ერთი წლით ადრე, 15 დეკემბერს, ის უკანასკნელად გამოვიდა სცენაზე იამაგატის პრეფექტურაში, ცურუოკაში.[11]
მსახიობი საავადმყოფოში მკურნალობდა გარდაცვალებამდე, 1998 წლის 5 ნოემბრამდე. გარდაიცვალა 66 წლის ასაკში, ტოკიოს იაპონიის წითელი ჯვრის სამედიცინო ცენტრში.[12] სიკვდილამდე ერთ კვირით ადრე, 29 ოქტომბერს, იგი კათოლიკურ ეკლესიაში მოინათლა მარიას სახელით, მფრინავ ფილიპოს კონდოს მიერ.[13] პანაშვიდი გაიმართა 9 ნოემბერს წმინდა იგნატეს ეკლესიაში. მისი სამარე ტაიტოს რაიონში, იანაკას სასაფლაოზე მდებარეობს.[14]
კოჩი მონაწილეობდა კათოლიკურ რელიგიურ რადიოგადაცემებში Light of the Heart (იაპონ. 心のともしび) და Taiyō no hohoemi (იაპონ. 太陽のほほえみ), რის გამოც 1996 წელს პაპმა იოანე პავლე II-მ იგი ორჯერ დააჯილდოვა.[15]
ეპიზოდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავშვობიდანვე კოჩი ამაყობდა ფოტოთი „ჩემი საყვარელი“, რომელშიც იგი პაპასთან — მასატოშისთან ერთად იყო გამოსახული.
1957 წლის 31 დეკემბერს კოჩი ესტუმრა სან-პაულუს, ტოჰოს ბრაზილიურ ფილიალს მაჩიკო კიტაგავასთან ერთად (რომელიც მოგვიანებით კიოში კოდამას მეუღლე გახდა). შემდეგ ისინი გაემგზავრნენ ნიუ-იორკში, იაპონური კინოს გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. 1958 წლის 12 თებერვალს დაბრუნდნენ იაპონიაში. იმ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობის ლიბერალიზაცია ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო, ამიტომ სან-პაულუსა და ნიუ-იორკის ვიზიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
Film
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სახელწოდება | როლი | შენიშვნები |
|---|---|---|---|
| 1953 | მოწიფული ქალის გული (იაპონ. 女心はひと筋に Onna gokoro wa hitosuji ni?) | იაეკო | |
| 1954 | (იაპონ. 坊ちゃん社員 前篇 Take-chan shacho zenpen?) | მარიკო | |
| (იაპონ. 続・坊ちゃん社員 Zoku Take-chan shacho?) | მარიკო | ||
| (იაპონ. 水着の花嫁 Mizugi no hanayome?) | ჩიიკო | ||
| Godzilla | ემიკო იამანე | ||
| 1955 | (იაპონ. 泉へのみち Izumi e no michi?) | უმე ოგავა | |
| (იაპონ. 雪の炎 Yuki no koi?) | იაიოი კოჯიმა | ||
| (იაპონ. 制服の乙女たち Seifuku no otome tachi?) | იუკიე მიიაკე | ||
| (იაპონ. 33号車応答なし Sanjūsan go sha otonashi?) | |||
| ნახევრად ადამიანი | მაჩიკო ტაკენო | ||
| (იაპონ. 青い果実 Aoi kajitsu?) | ჩიეკო | ||
| 1956 | (იაპონ. 奥様は大学生 Okusama wa daigakusei?) | იოშიკო ოკამოტო | |
| (იაპონ. イカサマ紳士録 Ikasama shinshiroku?) | მასაკო | ||
| (იაპონ. 婚約三羽鳥 Konyaku sanbadori?) | ეიკო | ||
| (იაპონ. のり平の浮気大学 Norihei no daigaku?) | |||
| (იაპონ. あの娘がないてる波止場 Ano musume ga nai teru hatoba?) | მაკი | ||
| (იაპონ. 大暴れチャッチャ娘 Ōabare cha cha musume?) | ჰაცუკო | ||
| (იაპონ. 裸足の青春 Hadashi no seishun?) | |||
| (იაპონ. 天上大風 Tenjōtaifū?) | აცუკო შირაიში | ||
| 1957 | (იაპონ. 星空の街 Hoshizora no machi?) | კუმიკო ნაკაგავა | |
| (იაპონ. 大安吉日 Taian kichijitsu?) | მიჩიიო ჰირაოკა | ||
| (იაპონ. 御用聞き物語 Goyōkiki monogatari?) | იუკო | ||
| (იაპონ. 次郎長意外伝 大暴れ三太郎笠 Jirochō gaiden: Ōabare Santarō gasa?) | ოკიო | ||
| (იაპონ. 眠狂四郎無類控 第二話 円月殺法 Nemuri kyōshirōburaihikae dainiwa madokadzuki sappō?) | სენია | ||
| (იაპონ. 「動物園物語」より 象 `Dōbu~tsuen monogatari' yori zō?) | იოშიკო | ||
| ცისარტყელა თამაშობს ჩემს გულში (იაპონ. わが胸に虹は消えず Waga mune ni niji wa kiezu?) | იკუკო ასო | ||
| (იაპონ. 夜の鴎 Yoru no kamome?) | ჰარუე | ||
| (იაპონ. 脱獄囚 Datsugoku-shū?) | იკუკო კოიდე | ||
| მისტერიულები | ჰიროკო ივამოტო | ||
| 1958 | „ციყვების სასახლე“ (იაპონ. 大当り狸御殿 Ōatari tanuki goten?) | აკა, ციყვების სასახლის პრინცესა | |
| შვებულება ტოკიოში (იაპონ. 東京の休日 Tōkyō no kyūjitsu?) | |||
| (იაპონ. フランキーの僕は三人前 Furankī no boku wa san-ninmae?) | საიოკო | ||
| (იაპონ. おトラさん大繁盛 O Tora-san dai hanjō?) | ტაეკე ინოჰარა | ||
| 1959 | (იაპონ. 伊達騒動 風雲六十二万石 Date sōdō fūun roku jū ni man ishi?) | ორიე | |
| 1960 | (იაპონ. 女の坂 Onna no saka?) | იუმი | |
| 1961 | (იაპონ. 名もなく貧しく美しく Na mo naku mazushiku utsukushiku?) | სენსეი კიჯიმა | |
| 1967 | (იაპონ. 古都憂愁 姉いもうと Koto yūshū ane imō to?) | ეტოვარუს დედა | |
| (იაპონ. 若い時計台 Wakai tokei-dai?) | აია კოიანაგი | ||
| 1969 | (იაპონ. 夕陽に向かう Yūhi ni mukau?) | სანაე ტაკაუამა | |
| 1971 | (იაპონ. あまから物語 おんなの朝 Ama kara monogatari onna no asa?) | კინუკო | |
| 1973 | (იაპონ. 男じゃないか 闘志満々 Otoko janai ka tōshi manman?) | კიკუ ჰაიაკავა | |
| (იაპონ. ときめき Tokimeki?) | ნამი სუნაგა | ||
| 1983 | (იაპონ. こんにちはハーネス Konnichiwa hānesu?) | ნაცუ იტამი | |
| 1984 | თაფლობის თვე (იაპონ. 蜜月 Mitsugetsu?) | მიცუკოს დედა | |
| 1985 | (იაპონ. 菩提樹の丘 Bodaiju no oka?) | აიაკო იუკი | |
| თოვლის უკანასკნელი ნაწილი: ვნება (იაპონ. 雪の断章 情熱 Yuki no danshō jōnetsu?) | კანე | ||
| 1986 | (იაპონ. 旅路 村でいちばんの首吊りの木 Tabiji mura de ichiban no kubitsuri no ki?) | ტომიკო | |
| 1987 | ტორა-სანი თამაშობს მამას | კიმიკო | |
| 1993 | (იაპონ. 紅蓮華 Gurenge?) | იოშინო ნაკატა | |
| 1995 | გოძილა vs. დესტოროია | ემიკო იამანე |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Momoko Kôchi კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Momoko Kochi — Rotten Tomatoes
- Momoko Kochi TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
- თარგი:Elonet name
- თარგი:Allocine name
- თარგი:JMDb name
- 河内桃子 at allcinema (in Japanese)
- 河内桃子 at KINENOTE (in Japanese)
- 河内桃子 დაარქივებული 2016-07-04 საიტზე Wayback Machine. at MovieWalker (in Japanese)
- 河内桃子 at ◇テレビドラマデータベース◇ (in Japanese)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Profile, allmovie.com; retrieved May 2010
- ↑
- ↑ Saitō, Ken. 大河内正敏: 科学・技術に生涯をかけた男. 日本経済評論社, 2009. Retrieved 18 April 2016. (in Japanese)
- ↑ 大河内松平家(吉田藩). Reichsarchiv. Retrieved December 2015. (in Japanese)
- ↑ 大河内子爵家 吉田藩主 დაარქივებული 2017-05-10 საიტზე Wayback Machine. . 直球感想文 和館. Retrieved 14 February 2016. (in Japanese)
- ↑ メッセージありがとうございました. Retrieved 14 July 2016. (in Japanese)
- ↑ 久松松平氏(御家門・伊予今治藩家系). Reichsarchiv. Retrieved December 2015. (in Japanese)
- ↑ Kikuchi, Hiroshi. 文藝春秋 - Volume 77. 1999. Retrieved 18 April 2016. (in Japanese)
- ↑ Lentz, Harris M. Obituaries in the Performing Arts. McFarland & Company, 1998. Retrieved 14 April 2016.
- ↑ Ryfle, Steve. Japan's Favorite Mon-star: The Unauthorized Biography of "The Big G". Toronto: ECW Press, 1998. Retrieved 14 April 2016.
- ↑ Gekkan shinbun daijesuto - Volume 33. 1999. Retrieved 18 April 2016. (in Japanese)
- ↑ Gekkan shinbun daijesuto - Volume 33. 1999. Retrieved 18 April 2016. (in Japanese)
- ↑ Dying Actress Baptized After 30 Years of Radio Work for Church (1998-11-27). ციტირების თარიღი: 2017-04-12
- ↑ 河内桃子. 谷中・桜木・上野公園裏路地ツアー. Retrieved 14 February 2016. (in Japanese)
- ↑ 河内桃子. 谷中・桜木・上野公園裏路地ツアー. Retrieved 14 February 2016. (in Japanese)