მომავალი (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მომავალი.

„მომავალი“ქართული სამეცნიერო პოლიტიკური და ლიტერატურული ჟურნალი, საქართველოს ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის ორგანო. გამოდიოდა 1921–1924 წლებში თბილისში. აშუქებდა მარქსისტული ფილოსოფიას, პარტიის ისტორიას, მიმდინარე პოლიტიკის, იმდროინდელი ქართული ლიტერატურის ისტორიის, ლიტერატურათმცოდნეობისა და სხვა საკითხებს. თანამშრომლობდნენ დ. აროშიძე, კ. გორდელაძე, დ. გვაზავა, კ. ორაგველიძე და სხვანი. 1924 წლის თებერვლიდან ჟურნალი გამოდიოდა „ახალგაზრდა ლენინელის“ სახელწოდებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]