მოლოსია
იერსახე
| მოლოსიის რესპუბლიკა |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| დევიზი: ინგლ. "Nothing Ventured, Nothing Gained" „თუ არ გაბედავ ვერაფერს მოიპოვებ“ |
||||||
| ჰიმნი: „ინგლ. "Molossia, nation in the desert" მოლოსია, ერი უდაბნოში |
||||||
| სტატუსი | ვირტუალური სახელმწიფო | |||||
| დედაქალაქი და | ბოუგსტონი 39°19′ ჩ. გ. 119°32′ დ. გ. / 39.317° ჩ. გ. 119.533° დ. გ. | |||||
| ოფიციალური ენა | ინგლისური, ესპერანტო, ესპანური | |||||
| მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
| - | პრეზიდენტი | კევინ ბოგი | ||||
| დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი 1977 | ||||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 0,055 კმ2 | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2020 შეფასება | 30[1] | ||||
| - | სიმჭიდროვე | 545,45 კაცი/კმ2 | ||||
| ვალუტა | ვალორა (Valora), შედგება 100 ფუტრუსისგან (Futtrus) (VL) |
|||||
| სასაათო სარტყელი | UTC-07:41 | |||||
| თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
| სატელეფონო კოდი | +1 775 | |||||
მოლოსია, ოფიციალურად – მოლოსიის რესპუბლიკა (ინგლ. Republic of Molossia, ესპერ. Respubliko de Molossia) — თვითაღიარებული სახელმწიფო-მიკროერი, რომელიც დაარსებულია ქალაქ დეიტონთან ახლოს, შტატ ნევადაში, აშშ, 1977 წელს ჯეიმზ სპილმანის (მეფე ჯეიმზ I) და კევინ ბოგის მიერ.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 30 კაცს. მათ შორის: პრეზიდენტი კევინ ბოგი, მისი ცოლი და ორი შვილი. ასევე, მოლოსიის ტერიტორიაზე ცხოვრობს 3 ძაღლი, კატა და კურდღელი.
კანონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოლოსიის კანონები და წესები მოიცავს სამხედრო სავალდებულო სამსახურს, სიკვდილით დასჯას, სიტყვის თავისუფლებას და აკრძალვას მოწევაზე.
ქიქესია (Kickassia)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წელს ამერიკული ონლაინ მედიის წარმოების კომპანია Channel Awesome-მა გადაიღო სერიალი, სახელად Kickassia. სერიალის სიუჟეტის მიხედვით მოლოსიას იპყრობენ და არქმევენ კიკესიას.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.molossia.org/database.html
- ↑ Kickassia მოლოსიის რესპუბლიკის საიტზე. ციტირების თარიღი: 2010-08-12
