შინაარსზე გადასვლა

მოლი ქ. ქვინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოლი ქვინი

ქვინი 2025 წელს
დაბადების სახელი მოლი ქეითლინ ქვინი
დაბადების თარიღი 8 ოქტომბერი, 1993 (32 წლის)}[1]
ტექსარკანა, ტეხასი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2006-დღემდე
მეუღლე(ები) ელან გეილი[2]

მოლი ქეითლინ ქვინი[3] (დ. 8 ოქტომბერი, 1993) — ამერიკელი მსახიობი, რომელიც მოღვაწეობს თეატრის, კინოსა და ტელევიზიის სფეროში. მის როლებს შორის გამორჩეულია ალექსის კასტლი — ABC-ის სერიალ „Castle“ მთავარი გმირის ქალიშვილი.

ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოლი ქვინი ტექსარკანაში, ტექსასის შტატში დაიბადა.[4][5] ექვსი წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო „მაკნატუნას“ ადგილობრივ დადგმაში, მან დაიწყო სამსახიობო ოსტატობის ყოველკვირეული გაკვეთილები რეჟისორსა და პროდიუსერ მარტინ ბეკთან. მეექვსე კლასში მან მოსმენა გაიარა „ახალგაზრდა მსახიობთა სტუდიაში“, ხოლო ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების შემდეგ, კონტრაქტი გააფორმა სააგენტო „Osbrink“-თან და „Management 360“-თან.[6]

2009 წლიდან 2016 წლამდე ის მონაწილეობდა ABC-ის დეტექტიურ დრამატულ სერიალში „Castle“, სადაც მთავარი გმირის ქალიშვილის, ალექსის კასტლის როლს ასრულებდა. მან ასევე განასახიერა პერსონაჟი სელი კემპბელი სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში.[7][8]

2011 წლიდან 2015 წლამდე ქვინი მთავარ როლს, ბლუმს ასრულებდა Nickelodeon-ის ანიმაციური სერიალის „Winx Club“ განახლებულ ვერსიაში. თავდაპირველად, ის ცდილობდა თავისი პერსონაჟისთვის სპეციფიკური, მულტფილმისებური ხმა მოერგო. Nickelodeon-მა მას ურჩია, რომ ამის ნაცვლად საკუთარი, ბუნებრივი ხმა გამოეყენებინა.[9] ქვინმა ბლუმი ასევე გაახმოვანა სერიალზე დაფუძნებული პირველი და მეორე ფილმების ხელახალ ჩაწერებზე.

2014 წლის მარტში ქვინმა გაახმოვანა მოაზროვნე კომპიუტერი ფეი , პოპულარული პოდკასტ-სერიალის „Welcome to Night Vale“ ეპიზოდში სახელწოდებით „Numbers“.

2021 წელს მან მთავარი როლი შეასრულა საშინელებათა ფილმში „Agnes“.[10]

2025 წელს ქვინი გამოჩნდა ვიდეო თამაშში „Death Stranding 2: On the Beach“. მან განასახიერა პერსონაჟი La Madre (Villa Libre).[11]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Famous birthdays for Oct. 8: Bella Thorne, Chevy Chase. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 8, 2022. ციტირების თარიღი: January 16, 2023
  2. mollycaitlynquinn. Instagram from Meta. ციტირების თარიღი: 9 September 2024 9/8/24 "we just woke up, and after almost 9 years together, for the first time, it’s as husband and wife."
  3. Quinn, Molly C. [MollyQuinn93]. (4 Aug 2011) "@AADaddarion1985: @MollyQuinn93 ur last name is Celtic/Irish? So u'r of an Irish descent, right?:)" Absolutely, Molly Caitlyn Quinn.
  4. Brand, Aaron (March 9, 2009). „Local teen lands role on new ABC series“. Texarkana Gazette. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 13, 2009. ციტირების თარიღი: June 29, 2009.
  5. Molly Quinn: Alexis Castle on ABC's "Castle". ABCmedianet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-27.
  6. Alexis Castle: Played by Molly Quinn. Castle. ABC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 3, 2011. ციტირების თარიღი: May 1, 2014
  7. Season 4 Episode 14 “The Blue Butterfly”
  8. Where you've seen 'The House of Usher' cast before: Welcome to the Flanaverse (October 12, 2023).
  9. Quinn, Molly C. [MollyQuinn93]. (11 August 2012) We came n w/ our "cartoon" voices & Nick was ... 'No, we want voices of real girls this time around.'.
  10. Best of 2021: Molly C. Quinn on the White Lotus.
  11. Sawyer, Will; Franey, Joel; Taylor-Kent, Oscar. Full Death Stranding 2 cast and cameos list. GamesRadar+ (June 26, 2025). ციტირების თარიღი: 30 June 2025