შინაარსზე გადასვლა

მოლესკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოლესკინი

მოლესკინი (ინგლ. — moleskin < mole — თხუნელა და skin — ტყავი) — სქელი, მტკიცე ბამბის ქსოვილი; მიიღება გაძლიერებული სატინის ხლართებით. მოლესკინს წაღმაპირზე აქვს მჭიდრო გლუვი მისაქსელის ნაფენი; მოლესკინი გამოდის ერთფერი. მის ზოგიერთ სახეობას ახაოიანებენ. მოლესკინს იყენებენ სამუშაო, სპორტული, სპეციალური ფორმის ტანსაცმლის შესაკერად, ფეხსაცმლის საპირედ, წიგნის ყდებისათვის და სხვა.