მოლდოვის დამოუკიდებლობის დეკლარაცია
მოლდოვის დამოუკიდებლობის დეკლარაცია | |
---|---|
დეტალები | |
მიზანი | დამოუკიდებლობის დეკლარაცია, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის არალეგიტიმურად გამოცხადება |
შექმნის თარიღი | აგვისტო, 1991 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 აგვისტო, 1991 |
რატიფიკაცია | 27 აგვისტო, 1991 |
ავტორი | მოლდოვის პარლამენტი |
ხელისმომწერნი | პრეზიდენტი მირჩა სნეგური |
მოლდოვის დამოუკიდებლობის დეკლარაცია — დოკუმენტი, რომელიც მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო 1991 წლის 27 აგვისტოს, აგვისტოს პუტჩის მცდელობის ჩავარდნის შემდეგ.
წინაპირობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დოკუმენტი აცხადებს „ათასწლოვან ისტორიას“ და „შეუწყვეტელ სახელმწიფოებრიობას“ ისტორიულ და ეთნიკურ საზღვრებში, ხოლო ოფიციალურ ენად მოიხსენიებს „რუმინულს“. მოლდოვის რესპუბლიკის დამფუძნებელი აქტის მიღება აღინიშნება როგორც ეროვნული დღე ან დამოუკიდებლობის დღე.
1991 წელს 278 პარლამენტარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი დაიწვა 2009 წლის აპრილის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების წინ საპროტესტო აქციების დროს, თუმცა იდენტური დოკუმენტი 2010 წელს აღადგინეს.[1][2]
წინააღმდეგობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოლდოვის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მკაფიოდ და პირდაპირ აცხადებს მოლდოვის სუვერენიტეტს დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე, როგორც „ჩვენი ხალხის ისტორიული და ეთნიკური ტერიტორიის შემადგენელ ნაწილზე“. ამან გამოიწვია დაპირისპირება, რადგან აღნიშნულმა რეგიონმა 1990 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა მოლდავეთის სსრ-სგან და შექმნა დნესტრისპირეთის მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (PMSSR); თუმცა იგი არც საბჭოთა კავშირსა და არც მოლდავეთის სსრ-ს არ უცნია ლეგიტიმურ საბჭოთა რესპუბლიკად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Moldova restores Declaration of Independence დაარქივებული 2014-08-08 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Text of Moldova's Declaration of Independence recovered. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-22. ციტირების თარიღი: 2010-07-18