შინაარსზე გადასვლა

მოკვეტსი მასისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოკვეტსი მასისი
დაბადების თარიღი 21 ივლისი, 1962(1962-07-21)[1] (63 წლის)
დაბადების ადგილი Moshupa[1]
მოქალაქეობა  ბოტსვანა[2] [3]
განათლება ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი[2] [4] და University of Botswana[1]
მამა Edison Masisi
მეუღლე/ები Neo Masisi[5]

მოკვეტსი მასისი (დ. 21 მაისი, 1961) — ბოტსვანელი პოლიტიკოსი, რომელიც 2018-დან 2024 წლამდე ბოტსვანის მეხუთე პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.[6][7][8] 2014 წლის 12 ნოემბრიდან 2018 წლის 1 აპრილამდე ის იყო ქვეყნის რიგით მერვე ვიცე-პრეზიდენტი. 2009 წლიდან 2018 წლამდე მასისი ბოტსვანის ეროვნული ასამბლეის წევრი იყო მოშუპა-მანიანას საარჩევნო ოლქიდან.

თავდაპირველად მასისის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყოფილ პრეზიდენტ იან კამასთან, რომელმაც ის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა, თუმცა მოგვიანებით მათ შორის დაპირისპირება ჩამოვარდა სპილოებზე ნადირობის აკრძალვის გამო. მას შემდეგ კამამ მასისი „განსხვავებული აზრის ჩახშობაში“ დაადანაშაულა. 2019 წლის არჩევნებში მასისის გამარჯვების შემდეგ, ოპოზიცია დარღვევებსა და არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებდა, თუმცა აფრიკის კავშირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნით, არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა.

მისი მმართველობის პერიოდს დაემთხვა ქვეყნის რეაგირება COVID-19-ის პანდემიაზე. პანდემიის დროს, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის სექტემბრამდე, საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტის მიუხედავად, მასისი ქვეყანას საგანგებო განკარგულებებით (დეკრეტებით) მართავდა.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოკვეცი მასისი ედისონ მასისის (1921–2003) ვაჟია, რომელიც წლების განმავლობაში იყო მოშუპას ოლქის პარლამენტის წევრი და მინისტრთა კაბინეტის მრავალგზის წევრი.[9] უმცროსი მასისი გაბორონეში გაიზარდა და თორნჰილის დაწყებითსა და მარუ-ა-პულას სკოლებში სწავლობდა.[9] მისი სამი ძმიდან ერთ-ერთი, ჩელანგი, მრავალი წლის განმავლობაში ფრანსისტაუნ-ვესტის პარლამენტის წევრი იყო, მეორე კი — არმიის გადამდგარი გენერალი. მას ასევე ჰყავს და, ფადი.[9]

სკოლაში სწავლისას მასისი ფეხბურთითა და ჩოგბურთით იყო დაკავებული,[9] თუმცა საბოლოოდ თავისი მოწოდება სამსახიობო ხელოვნებაში იპოვა. 1984 წელს მან დიდი აღიარება მოიპოვა გაბორონეში დადგმულ სპექტაკლში „იტირე, საყვარელო ქვეყანავ“ (Cry the Beloved Country) მთავარი როლის შესრულებისთვის.[10] მას მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე სამხრეთაფრიკულ ფილმშიც.[7]

1980-იან წლებში, მას შემდეგ რაც 1984 წელს დაამთავრა ბოტსვანის უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და ისტორიის ხარისხით, მასისი საშუალო სკოლის სამოქალაქო განათლების (Social Studies) მასწავლებელი გახდა. 1984 წელს ის ასწავლიდა მმანაანას საშუალო სკოლაში, სოფელ მოშუპაში, ხოლო 1987 წელს ბოტსვანის უნივერსიტეტში გადაინაცვლა სასწავლო პროგრამების განვითარების სპეციალისტად.

1989 წელს იგი სასწავლებლად გაემგზავრა ფლორიდის შტატის უნივერსიტეტში (FSU), სადაც მოიპოვა ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო განათლებასა და სასწავლო სისტემებში.[11] მასისიმ FSU-ის პროგრამის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც შეხვდა ფაკულტეტის წევრებს, რომლებიც ბოტსვანაში მუშაობდნენ „საშუალო განათლების გაუმჯობესების პროექტზე“.[12] უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა UNICEF-ში, ბოტსვანაში.[13] 1999 წელს მან ასპირანტურის ხარისხი მიიღო ეკონომიკასა და სოციალურ პოლიტიკაში მანჩესტერის უნივერსიტეტში, სადაც იგი ჩევენინგის (Chevening) სტიპენდიანტი იყო.[11]

მასისი 2004 წლის საყოველთაო არჩევნებისთვის მმართველი ბოტსვანის დემოკრატიული პარტიიდან (BDP) მოშუპას საარჩევნო ოლქში კანდიდატად დასახელებას ცდილობდა, თუმცა წარუმატებლად.[14] მიუხედავად ამისა, მან მოიპოვა BDP-ის ნომინაცია იმავე ოლქში 2009 წლის არჩევნებისთვის და გაიმარჯვა კიდეც.[14] 2009 წლის ოქტომბერში იგი სასწრაფოდ დაინიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საჯარო მმართველობის საკითხებში მინისტრის თანაშემწედ. ამ პოზიციაზე ერთ წელზე ოდნავ მეტი ხნის მუშაობის შემდეგ, 2011 წლის იანვარში, იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საჯარო მმართველობის მინისტრი გახდა.[7]

2014 წლის აპრილში მასისი განათლებისა და უნარების განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.[15] 2014 წლის ოქტომბერში იგი ხელახლა აირჩიეს პარლამენტში, ხოლო 28 ოქტომბერს ოფიციალურად დაიკავა განათლებისა და უნარების განვითარების მინისტრის პოსტი.[15] 2014 წლის 12 ნოემბერს პრეზიდენტმა იან კამამ მასისი ბოტსვანის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა, ისე, რომ მას პარალელურად განათლების მინისტრის თანამდებობაც შეუნარჩუნდა.[16]

2017] წლის 5 ივლისს პრეზიდენტმა კამამ მასისი ბოტსვანის უნივერსიტეტის კანცლერად დანიშნა. აღნიშნული დანიშვნა, რომელიც ბოტსვანის უნივერსიტეტის 2008 წლის აქტის მე-7 მუხლის შესაბამისად განხორციელდა, ხუთი წლის ვადით განისაზღვრა. მან ამ პოსტზე ყოფილი პრეზიდენტი კვეტ მაზირე შეცვალა, რომელიც 2017 წლის 22 ივნისს გარდაიცვალა.[17]

2018 წლის 1 აპრილს მან ბოტსვანის მე-5 პრეზიდენტის ფიცი დადო.[7] მისი პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, მისმა წინამორბედმა, იან კამამ, დატოვა მმართველი „ბოტსვანის დემოკრატიული პარტია“ (BDP) და დააფუძნა „ბოტსვანის პატრიოტული ფრონტი“ (BPF).[18] კამამ მასისი სპილოებზე ნადირობის აკრძალვის გაუქმების გამო გააკრიტიკა, ხოლო თავის გადაწყვეტილებას, დაენიშნა მასისი თავის მემკვიდრედ, „შეცდომა“ უწოდა.[19]

2018 წლის 13 ოქტომბერს მასისიმ ბოტსვანის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო. ზოგიერთმა მიმომხილველმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დადგენილი პროცედურები არ იქნა დაცული.[20]

ეკონომიკური პოლიტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასისის მთავრობამ შეიმუშავა და მხარი დაუჭირა ბაზარზე ორიენტირებულ, ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას, რათა მოახდინოს ეკონომიკის დივერსიფიკაცია და შეამციროს მისი დამოკიდებულება ალმასებზე (ალმასების მოპოვებაზე).[21]

მასისის ადმინისტრაციის პირობებში, შესაძლოა ქვეყანამ მკაცრი ეკონომიის ზომები გაატაროს. ამის მიზეზია ალმასების — ბოტსვანის მთავარი საექსპორტო საქონლის — მარაგების შემცირება, ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის 45-პროცენტიანი მაჩვენებელი და ის ფაქტი, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გააკრიტიკეს, როგორც ქვეყნის პირველი საბიუჯეტო დეფიციტი ბოლო 40 წლის განმავლობაში.[22]

2019 წლის ოქტომბერში მასისი ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად. ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც „ბოტსვანის დემოკრატიული პარტია“ (BDP) ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში ერთიანობის ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დადგა; მიზეზი იან კამას ოპოზიციაში გადასვლა იყო, რომელიც მასისის ავტორიტარიზმში ადანაშაულებდა.[23] 2019 წლის საყოველთაო არჩევნებზე მასისიმ ხმების 52,65% მიიღო, მისმა პარტიამ კი — მანდატების უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში. არჩევნები მწვავე კონკურენციის პირობებში წარიმართა; მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, „ქოლგა დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ (UDC), სასამართლოში არაერთი სარჩელი შეიტანა და დარღვევებსა და გაყალბებაზე მიუთითებდა.[24] უზენაესმა სასამართლომ სარჩელები არ დააკმაყოფილა, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები სანდოდ მიიჩნიეს.[25] აფრიკის კავშირის სადამკვირვებლო მისიამ (AUEOM) დაასკვნა, რომ არჩევნები იყო გამჭვირვალე, მშვიდობიანი და შეესაბამებოდა საერთაშორისო და რეგიონულ საუკეთესო პრაქტიკასა და სტანდარტებს.[26]

თავის წინასაარჩევნო დაპირებებს შორის მან დააყენა სპილოებზე ნადირობის აკრძალვის გაუქმებისა და ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის საკითხები.[27] როდესაც იმავე წლის ბოლოს ბოტსვანის გენერალურმა პროკურორმა გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება დეკრიმინალიზაციის შესახებ, მასისიმ (როგორც პრეზიდენტმა) მხარი სასამართლოს დადგენილებას დაუჭირა.[28][29][30][31][32]

რეაგირება COVID-19-ის პანდემიაზე (2020–2022)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის დასაწყისში, მასისის პრეზიდენტობის პერიოდში, ბოტსვანაში COVID-19-ის პანდემია გავრცელდა. პრეზიდენტმა პანდემიას 2020 წლის 31 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით უპასუხა.[33] საგანგებო უფლებამოსილებებმა მასისის საშუალება მისცა, ოპოზიციური პარტიების პროტესტის მიუხედავად, 18 თვის განმავლობაში (2021 წლის სექტემბრამდე) ქვეყანა დეკრეტებით ემართა.[34] დეკემბერში ბოტსვანაში ვირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რის გამოც 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის 3 იანვრამდე კომენდანტის საათი დაწესდა.[35] თითქმის ორწლიანი საზოგადოებრივი საგანგებო მდგომარეობისა და ხალხისა თუ ოპოზიციის მხრიდან საპროტესტო აქციების მუქარის შემდეგ, მასისიმ განაცხადა, რომ აღარ გააგრძელებდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა მისი დეკრეტებით მმართველობის პერიოდი და 2021 წლის სექტემბრის ბოლოს გაუქმდა მოქმედი კომენდანტის საათიც.

ზოგიერთი ოპონენტი მასისის ავტორიტარულ მიდგომებსა და ბოტსვანაში დემოკრატიის შელახვაში ადანაშაულებდა.[36] ყოფილმა პრეზიდენტმა იან კამამ, რომელთანაც მასისის არჩევის შემდეგ ურთიერთობა დაეძაბა, Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მასისი „ახშობდა განსხვავებულ აზრს“. მან ასევე დასძინა, რომ ბოტსვანის რეპუტაცია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ილახებოდა, დემოკრატია კი რეგრესს განიცდიდა.[37]

2022 წლის 3 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გეგმური ტესტირებისას COVID-19-ზე დადებითი პასუხის გამო, მასისი სავალდებულო თვითიზოლაციაში გადავიდა. მისი იზოლაციის პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობებს ვიცე-პრეზიდენტი სლამბერ ცოგვანე ასრულებდა.[38]

2024 წლის საყოველთაო არჩევნებზე „ბოტსვანის დემოკრატიულმა პარტიამ“ ქვეყნის ისტორიაში პირველად დაკარგა უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში. 1 ნოემბერს მასისიმ დამარცხება აღიარა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პირობა დადო.[39] პრეზიდენტის პოსტზე იგი დუმა ბოკომ შეცვალა.

პოლიტიკური შეხედულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასისიმ წამოაყენა ინიციატივა სპილოებზე ნადირობის აკრძალვის გაუქმებისა და ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის შესახებ.[27]

მასისი ბოტსვანაში სპილოებზე ნადირობას უჭერს მხარს და მიიჩნევს, რომ სპილოს ძვლით ვაჭრობის გარკვეულწილად დაშვება გაზრდის დაფინანსებას ბუნებისდაცვითი და უსაფრთხოების ღონისძიებებისთვის. 2019 წელს მან ნამიბიის, ზამბიისა და ზიმბაბვეს ლიდერებს სპილოს ფეხებისგან დამზადებული სკამები აჩუქა, რასაც საერთაშორისო მედიის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.[40][41][42] მასისიმ გააუქმა თავისი წინამორბედის მიერ დაწესებული აკრძალვა სპილოებზე ნადირობის შესახებ და ასევე შეცვალა ბოტსვანის ბრაკონიერობის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი პოლიტიკა — „ესროლე მოსაკლავად“ (Shoot to Kill).[43]

2002 წელს მასისი დაქორწინდა ნეო მასვაბიზე, რომელიც პროფესიით ბუღალტერია. მოგვიანებით ნეო მასვაბი გაეროში მუშაობდა ნიუ-იორკსა და ადის-აბებაში. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს.[44]

მოსახლეობაში მასისის ხშირად მოიხსენიებენ მეტსახელით „სისიბოი“ (Sisiboy), რაც მისი გვარის ერთგვარი სახუმარო ინტერპრეტაციაა. [45]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Government of Botswana. „His Excellency President Dr. Mokgweetsi Eric Keabetswe Masisi“. International Data Week. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-09. ციტირების თარიღი: 2026-02-02.
  1. 1 2 3 https://www.blackpast.org/global-african-history/mokgweetsi-masisi-1962/
  2. 1 2 https://www.africa-confidential.com/profile/id/3865/Mokgweetsi_Masisi
  3. Bethke F. S. Database of Cabinet Politics in Sub-Sahara Africa
  4. https://www.generationunlimited.org/he-dr-mokgweetsi-eric-keabetswe-masisi
  5. https://en.wikipedia.org/wiki/Mokgweetsi_Masisi#:~:text=Mokgweetsi%20Eric%20Keabetswe%20Masisi%20(born,2014%20to%201%20April%202018.
  6. Who is Botswana's new President Mokgweetsi Masisi? (3 April 2018). ციტირების თარიღი: 14 May 2019
  7. 1 2 3 4 Botswana: Mokgweetsi Masisi takes over presidency amid opposition resurgence (31 March 2018). ციტირების თარიღი: 14 May 2019
  8. Botswana inaugurates new president Masisi in smooth handover (1 April 2018). ციტირების თარიღი: 14 May 2019
  9. 1 2 3 4 Who is Botswana's new President Mokgweetsi Masisi? en-ZA (3 April 2018). ციტირების თარიღი: 27 February 2020
  10. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.The Big Interview: Mokgweetsi Masisi – President of Botswana (August 2018). ციტირების თარიღი: 27 February 2020
  11. 1 2 Mokgweetsi Eric Keabetswe Masisi en. ციტირების თარიღი: 2025-08-11
  12. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Florida State welcomes president of Botswana for official visit en-US (20 September 2018). ციტირების თარიღი: 27 February 2020
  13. „Botswana : investiture du nouveau président“. BBC News Afrique (ფრანგული). 1 April 2018. ციტირების თარიღი: 27 February 2020.
  14. 1 2 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Weekend Post :: The making of a president: HH Mokgweetsi Masisi. ციტირების თარიღი: 27 February 2020
  15. 1 2 Profile: Botswana's new president Mokgweetsi Masisi - Xinhua | English.news.cn. ციტირების თარიღი: 27 February 2020
  16. Weekend Post :: Bolope (bootlicking) has paid for Masisi!. ციტირების თარიღი: 27 February 2020
  17. Vice President Masisi appointed UB Chancellor (6 July 2017). ციტირების თარიღი: 8 July 2017
  18. „Former Botswana president quits ruling party in row with ex-ally“. Reuters.
  19. „Botswana's former president Ian Khama quits ruling party“. IOL. Agence France-Presse. 25 May 2019.
  20. Basimanebotlhe, Tsaone (12 October 2018). „Issues raised about Masisi's honorary doctorate“. Mmegi. Gaborone.
  21. Botswana Economy, Politics and GDP Growth Summary - The Economist Intelligence Unit. ციტირების თარიღი: 2024-10-28
  22. Diamond-rich Botswana holds an election with new economic challenges for a long-ruling party en (2024-10-28). ციტირების თარიღი: 2024-10-28
  23. „President Mokgweetsi Masisi holds on to power in Botswana poll“. Financial Times. London. 25 October 2019.
  24. Botswana opposition challenges election result in court (21 March 2019). ციტირების თარიღი: 21 March 2021
  25. Karrim, Azarrah. Massive vote rigging uncovered in Botswana elections, claims opposition leader Duma Boko en-US. ციტირების თარიღი: 2024-05-04
  26. African Union Election Observation Mission To The 23 October 2019 General Elections In The Republic Of Botswana. African Union (November 2019). ციტირების თარიღი: 10 July 2022
  27. 1 2 Chutel, Chutel (23 October 2019). „Botswana Election Won by President, Despite Rift with Predecessor“. New York Times.
  28. Katlego K Kolanyane-Kesupile. (18 October 2021) Botswana attorney general seeks to recriminalize homosexuality. Washington Blade. ციტირების თარიღი: 29 November 2021
  29. Botswana's High Court rejects laws criminalising homosexuality. Al Jazeera (11 June 2019). ციტირების თარიღი: 29 November 2021
  30. Mpho Keleboge. (7 July 2019) Botswana appeals landmark pro gay High Court ruling. ციტირების თარიღი: 29 November 2021
  31. Botswana seeks to overturn court ruling allowing gay sex. Reuters (6 July 2019). ციტირების თარიღი: 29 November 2021
  32. Thobo Motlhoka. (19 October 2021) Pilane says a man's home is not his castle. ციტირების თარიღი: 29 November 2021
  33. CONSTITUTION OF BOTSWANA: SUBSIDIARY LEGISLATION | Subsidiary Legislation.
  34. „Botswana Parliament votes to extend covid state of emergency to March 2021“. Your Botswana. Gaborone. 19 January 2021.
  35. „Masisi imposes nationwide curfew“. Mmegi. 30 September 2021.
  36. Basimanebotlhe, Tsaone (20 February 2020). „Botswana democracy under siege“. Mmegi. Gaborone.
  37. „Botswana's ex-president hits out at successor ahead of election“. Financial Times. London.
  38. Botswana's president in isolation after testing positive for COVID-19 en-KE. ციტირების თარიღი: 3 January 2022
  39. Motseta, Sello. (1 November 2024) Seismic change in Botswana as party that ruled for 58 years loses power. AP News. ციტირების თარიღი: 1 November 2024
  40. „Botswana gives leaders stools made from elephant feet“. BBC. 7 May 2019.
  41. Flanagan, Jane (8 May 2019). „Ivory delegates given elephant foot stools“. The Times. London.
  42. „Botswana Gifts African Leaders Stools Made of Elephant Feet to Mark Resistance to Ivory Trade Ban“. News18. India. 8 May 2019.
  43. O'Grady, Siobhán (23 May 2019). „Botswana overturns ban on elephant hunting“. The Washington Post.
  44. „Staff corner - Profile“ (PDF). UN Staff Voice (6): 36–39. June 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 9 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 9 August 2019.
  45. Morton, Barry. (6 November 2019) How Masisi outsmarted Khama to take the reins in Botswana en. ციტირების თარიღი: 27 February 2020