მოკვეთა
იერსახე
მოკვეთა — სასჯელის სახე ძველ საქართველოში — დამნაშავის გაძევება საცხოვრებელი ადგილიდან კორპორაციიდან. საკორპორაციო მართლმსაჯულებით მოკვეთა გათვალისწინებული იყო ღალატის, ამბოხების, მევახშეობისა და სხვა დანაშაულისათვის. მთიელთა ჩვეულებითი სამართალი თემიდან მოკვეთას ითვალისწინებდა. შეიძლებოდა, რომ მონანიებულ-გამოსწორებული დამნაშავე კორპორაციას, თემს კვლავ თავის წევრად მიეღო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ., 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929;
- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 69.