მოკავშირეთა პირველი სადესანტო არმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოკავშირეთა პირველი სადესანტო არმია (ინგლ.:. First Allied Airborne Army) იყო 1944-1945 წლებში ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში მოკავშირეთა საექსპედიციო ძალების უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის ნაწილი და ყველაზე დიდი საჰაერო სამხედრო ძალების შენაერთი კაცობრიობის ისტორიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმია დაარსებულ იქნა 1944 წლის 2 აგვისტოს. პირველი კომენდანტი იყო აშშ-ის არმიის საჰაერო ძალებია გენერალ-ლეიტენანტი ლუის ჰაიდ ბრერეტონი, მეორე კომენდანტი ბრიტანელი გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბროუნინგი.

ოპერაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმიის დაარსებამდე, რომელიც უფრო ადრო იყო დაგეგმილი, 82-ე და 101-ე ამერიკულმა სადესანტო დივიზიებმა და მე-6 ბრიტანულმა დივიზიამ მონაწილეობა მიიღეს დი-დეის მომზადებაში. ისინი გადასროლილ იქნენ საფრანგეთის ტერიტორიაზე «ვერმახტის» პოზიციების უკან.

პირველი და ყველაზე ცნობილი ოპერაცია, როლეიც მოკავშირეთა 1-მა სადესანტო არმიამ ჩაატარა იყო ოპერაცია «მარკეტ გარდენი». პირველი ბრიტანული, 82-ე და 101-ე ამერიკული სადესანტო დივიზიები და პირველი პოლონური პარაშუტისტთა ბრიგადა გადასროლილ იქნენ ნიდერლანდებში. მათ ევალებოდათ ზიგფრიდის თავდაცვითი ხაზის შემოვლა და ქვემო რაინის გადალახვით გერმანიის ტერიტორიაზე შეჭრა.

არმიის ნაწილებმა მონაწილეობა მიიღეს არდენებზე შეტევაში, თუმც არავითარი წარმატებისათვის არ მიუღწევიათ. მომდევნო და უკანასკნელი სადესანტო ოპერაცია, რომელიც მოკავშირეთა 1-ელმა სადესანტო არმიამ ჩაატარა იყო ოპერაცია «ვარსიტი», როლის დროსაც 6-ე ბრიტანული და 17-ე ამერიკული სადესანტო დივიზიები გადასროლილ იქნენ გერმანიაში. მათ ევალებოდათ სახმელეთო ჯარების დახმარება რაინის გადალახვისას.

შემადგენელი ნაწილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Operational Channels, First Allied Airborne Army, 28 November 1944.
Operational Channels, First Allied Airborne Army, 28 November 1944.