მოკავშირეთა ომი (ძვ. წ. 91-88)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოკავშირეთა ომი.
მოკავშირეთა ომი
თარიღი ძვ. წ. 9188
მდებარეობა იტალია: სამნია, კამპანია, აპულია
Casus belli რომის სენატმა მიიღო კანონი, რომლის ძალითაც იტალიკებს უარი უთხრეს რომის მოქალაქეობაზე. მოკლეს კანონის ინიციატორი მარკუს ლივიუს დრუზუსი
შედეგი იტალიკებმა მიიღეს რომის მოქალაქეობა
ტერიტორიული
ცვლილებები
სტატუს-კვო
მხარეები
რომის იმპერია მარსების ჯგუფი:
მარსები,
პელინები,
ვესტინები,
მარუცინები,
პიტენები,
ფრენტანები,
სამნიური ჯგუფი:
ჰირპინები,
პომპეი,
ვენოზა,
იაპიგები,
ლუკანია,
სამნიელები,
მეთაურები
სექსტუს იულიუს ცეზარი,
პუბლიუს რუტილიუს ლუპუსი
პომპეუს სტრაბო
სულა
კვინტუს ცეცილიუს მეტელიუს პიუსი
გაიუს მარიუსი
კვინტუს პობედიუს სილონი
გერიუს აზინიუსი
ტიტუს ლაფრენიუსი
ტიტუს ვეტიუს სკატონი
ძალები
200 000-მდე

მოკავშირეთა ომი, მარსის ომი[1]იტალიკების აჯანყება რომის იმპერიის წინააღმდეგ. მიმდინარეობდა ძვ. წ. 91–88 წწ. აჯანყების მიზეზი გახდა რომის სენატის უარი იტალიკებისათვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. აჯანყებულებმა თავიანთ კავშირს „იტალია“ უწოდეს. კავშირს სათავეში ხუთასთა საბჭო ედგა. აჯანყებულებს შეუერთდნენ რომაელ კოლონისტთა დაბალი ფენები, პროვინციელები. რომაელები დათმობაზე წავიდნენ: ლ. იულიუსის კეისრის კანონით ძვ. წ. 90 წელს რომაელებმა მოქალაქეობის უფლებები მიანიჭეს ტომებს, რომლებიც აჯანყებაში არ მონაწილეობდნენ (ასეთები იყვნენ უმბრები და ეტრუსკები), მაგრამ აჯანყებულები გააფთრებით იბრძოდნენ. მაშინ რომაელებმა მოქალაქეობის მინიჭება აღუთქვეს ყველას, ვინც 60 დღეში იარაღს დაყრიდა. მოქალაქეობის უფლება მისცეს აგრეთვე ციზალპურ გალიას. ამან გათიშა აჯანყებულთა რიგები და ძვ. წ. 88 წლის ზაფხულში რომაელებმა იტალიკების წინააღმდეგობა დაძლიეს. რომაელებმა მოქალაქეობა მისცეს ყველა იტალიკურ ტომს, მაგრამ იმგვარად, რომ მათ ფაქტობრივად არავითარი სოციალურ-პოლიტიკური გავლენა არ გააჩნდათ. ყველა იტალიკური თემი პრაქტიკულად რომის მუნიციპიუმი გახდა. მოკავშირეთა ომმა რომის პოლისური ორგანიზაცია შეარყია, დააჩქარა იტალიის ლათინიზაციისა და იტალიელი ხალხის ცამოყალიბების პროცესი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. მარსის ომი ეწოდა მარსების ტომის აქტიური როლის გამო