შინაარსზე გადასვლა

მოკავშირეთა ომი (ძვ. წ. 357-355)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოკავშირეთა ომი.
ათენის მეორე საზღვაო კავშირის ტერიტორია

მოკავშირეთა ომიათენის მეორე საზღვაო კავშირის აჯანყებული ქალაქების (ქიოსი, როდოსი, ბიზანტიონი და სხვ.) ბრძოლა ათენის ჰეგემონიის წინააღმდეგ. მიმდინარეობდა ძვ. წ. 357-355 წლებში. ემბატონთან გამართულ ბრძოლაში ათენის ყოფილმა მოკავშირეებმა 100-ზე მეტი ტრიერისაგან შემდგარი ფლოტით დაამარცხეს ათენელები. ძვ. წ. 355 წელს ათენი იძულებული გახდა ეცნო აჯანყებულთა სრული ავტონომია და კავშირი ფაქტობრივად დაიშალა.