შინაარსზე გადასვლა

მოკავშირეები პირველ მსოფლიო ომში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოკავშირეთა ძალები
ანტანტა
1918 წლის ფრანგული პლაკატი, რომელზეც მოკავშირეთა დროშებია გამოსახული
ქვეყანა ნათ. ბრუნვაში}} მდებარეობა
1918 წლის ფრანგული პლაკატი, რომელზეც მოკავშირეთა დროშებია გამოსახული
ტიპი სამხედრო ალიანსი
წევრები
დაარსება 1914
 -  გაუქმდა 1918 

მოკავშირეები ან ანტანტა — საერთაშორისო სამხედრო კოალიცია პირველი მსოფლიო ომის დროს (1914–1918), რომელიც შედგებოდა ქვეყნებისგან, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ საფრანგეთის რესპუბლიკა, გაერთიანებული სამეფო, რუსეთის იმპერია, შეერთებული შტატები, იტალიის სამეფო და იაპონიის იმპერია, და გაერთიანებულები იყვნენ ცენტრალური ძალების წინააღმდეგ, სადაც იყო გერმანიის იმპერია, ავსტრია-უნგრეთის იმპერია, ოსმალეთის იმპერია და ბულგარეთის სამეფო.

XX საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოსთვის, ძირითადი ევროპული ძალები გაიყო ანტანტასა და სამთა კავშირს შორის. ანტანტა შედგებოდა გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და რუსეთისგან. სამთა კავშირი თავდაპირველად შედგებოდა გერმანიისგან, ავსტრია-უნგრეთსა და იტალიისგან, მაგრამ იტალიამ 1914 წელს ნეიტრალური დარჩა.[1] ომის მიმდინარეობისას, თითოეულ კოალიციას ახალი წევრები ემატებოდა. 1914 წელს იაპონია ანტანტას შეუერთდა და, მიუხედავად იმისა, რომ ომის დასაწყისში იტალიამ თავისი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, 1915 წელს ისიც შეუერთდა ანტანტას. მათ მიმართ ტერმინი „მოკავშირეები“ უფრო ფართოდ გამოიყენებოდა, ვიდრე „ანტანტა“, თუმცა გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, რუსეთი და იტალია ასევე მოიხსენიებოდნენ, როგორც ოთხეული ანტანტა და იაპონიასთან ერთად, როგორც ხუთეული ანტანტა.[2][3] ხუთი ბრიტანული დომინიონი (ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, ნიუფაუნდლენდი და სამხრეთი აფრიკა) ასევე იბრძოდა ბრიტანელების გვერდით. მოკავშირე ქვეყნების კოლონიები, როგორიცაა ამერიკის ფილიპინები, ბელგიის კონგო, ბრიტანეთის ინდოეთი, საფრანგეთის ალჟირი და იაპონიის კორეა, ასევე გამოიყენებოდა კოლონიური ძალების მიერ ადამიანური რესურსების წყაროდ.

შეერთებული შტატები ომის დასასრულს, 1917 წელს (იმავე წელს, როდესაც რუსეთი გამოვიდა ომიდან) შეუერთდა, როგორც „ასოცირებული ძალა“ და არა როგორც ოფიციალური მოკავშირე. შეერთებული შტატების ომში ჩართვის ძირითადი მიზეზები იყო გერმანიის მიერ ატლანტიკაში წარმოებული შეუზღუდავი წყალქვეშა ომი, ციმერმანის ტელეგრამის გამჟღავნება და მოკავშირეებთან ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები. მოკავშირეთა სხვა „ასოცირებულ წევრებს“ შორის იყვნენ სერბეთი, ბელგია, მონტენეგრო, ასირის საამირო, ნეჯდი და ჰასა, პორტუგალია, რუმინეთი, ჰიჯაზი, პანამა, კუბა, საბერძნეთი, ჩინეთი, სიამი, ბრაზილია, სომხეთი, ლუქსემბურგი, გვატემალა, ნიკარაგუა, კოსტა-რიკა, ჰაიტი, ლიბერია და ჰონდურასი.[4] პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე ხელმოწერილი ხელშეკრულებებით, ბრიტანეთის იმპერია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია და შეერთებული შტატები აღიარეს, როგორც „მთავარი მოკავშირე და ასოცირებული ძალები“.[5] ამავე დროს, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და აშშ ასევე მოიხსენიებოდნენ, როგორც ომის „დიდი ოთხეული“ და მთავარი ძალა.[6]

როდესაც 1914 წელს ომი დაიწყო, ცენტრალურ ძალებს ანტანტა დაუპირისპირდა, რომელიც 1907 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთს შორის შეთანხმება დაიდო და ამით სამ ძალას შორის საერთო შეთანხმება ჩამოყალიბდა.

ბრძოლა დაიწყო მას შემდეგ, რაც ავსტრიამ 1914 წლის 28 ივლისს სერბეთში შეიჭრა, იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მემკვიდრის, ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობის საპასუხოდ. ამან სერბეთის მოკავშირე მონტენეგრო 9 აგვისტოს ომში ჩაერთო და რომელიც კატაროში (დღეს კოტორი) მდებარე ავსტრიის საზღვაო ბაზას შეუტია.[7] ამავდროულად, გერმანულმა ჯარებმა შლიფენის გეგმა განახორციელეს და ნეიტრალურ ბელგიასა და ლუქსემბურგში შეიჭრნენ. ბელგიის 95%-ზე მეტი ოკუპირებული იყო, მაგრამ ბელგიის არმიამ მთელი ომის განმავლობაში შეინარჩუნა თავისი საბრძოლო შემაკავებელი ხაზები იზერის ფრონტზე. ამან საშუალება მისცა ბელგიას მოკავშირედ ქცეულიყო, ლუქსემბურგისგან განსხვავებით, რომელმაც შეინარჩუნა კონტროლი შიდა საქმეებზე, მაგრამ გერმანიის სრული ოკუპაციის ქვეშ.

აღმოსავლეთში, 7-9 აგვისტოს რუსები შეიჭრნენ გერმანიის აღმოსავლეთ პრუსიასა და ავსტრიის აღმოსავლეთ გალიციაში. იაპონია ანტანტას 23 აგვისტოს შეუერთდა, ჯერ გერმანიისთვის და შემდეგ, 25 აგვისტოს ავსტრიისთის ომის გამოცხადებით.[8] 2 სექტემბერს, იაპონიის ძალებმა ალყა შემოარტყეს გერმანულ საპორტო ქალაქ ცინდაოს ჩინეთში და დაიკავეს გერმანული კოლონიები წყნარ ოკეანეში, მათ შორის მარიანას, კაროლინის და მარშალის კუნძულები.

სამთა კავშირში წევრობის მიუხედავად, იტალია ნეიტრალური დარჩა 1915 წლის 23 მაისამდე, სანამ არ შეუერთდა ანტანტას და ომი გამოუცხადა ავსტრიას, თუმცა, არა გერმანიას. 1916 წლის 17 იანვარს, მონტენეგრომ კაპიტულაცია გამოაცხადა და დატოვა ანტანტა.[9] ამის საპირწონეთ გერმანიამ 1916 წლის მარტში პორტუგალიას ომი გამოუცხადა, ხოლო 27 აგვისტოს რუმინეთმა ავსტრიის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო.[10]

1917 წლის 6 აპრილს, შეერთებული შტატები ომში ჩაერთო, როგორც თანამებრძოლი მხარე, ლიბერიის, სიამისა და საბერძნეთის ასოცირებულ მოკავშირეებთან ერთად. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, რუსეთმა დატოვა ანტანტა და 1918 წლის 3 მარტს ცენტრალურ ძალებთან ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ხელმოწერით მათთან ცალკე ზავზე დათანხმდა. რუმინეთი იძულებული გახდა იგივე გაეკეთებინა 1918 წლის მაისის ბუქარესტის ხელშეკრულებით, მაგრამ 10 ნოემბერს მან უარყო ხელშეკრულება და კიდევ ერთხელ გამოუცხადა ომი ცენტრალურ ძალებს.

ამ ცვლილებების შედეგად, მოკავშირეებში, რომლებმაც 1919 წელს ვერსალის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები აწარმოეს, დარჩნენ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, იტალია, იაპონია და შეერთებული შტატები. ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, მოკავშირეები 1919 წლის 25 იანვარს შეთანხმდნენ ერთა ლიგის შექმნაზე.[11] ლიგამ მუშაობა 1920 წლის 16 იანვარს დაიწყო, სადაც დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და იაპონია ლიგის აღმასრულებელი საბჭოს მუდმივი წევრები იყვნენ. აშშ-ის სენატმა 19 მარტს ხელშეკრულების რატიფიცირება უარყო, რითაც ხელი შეუშალა შეერთებულ შტატებს ლიგაში გაწევრიანებაში.

  1. Pryce, Roy (1954). „1. Italy and the Outbreak of the First World War“. Cambridge Historical Journal (ინგლისური). 11 (2): 219–227. doi:10.1017/S1474691300002882. ISSN 1474-6913.
  2. Torkunov, Anatoly V.; Martyn, Boris F.; Wohlforth, William C. (8 January 2020) History of International Relations and Russian Foreign Policy in the 20th Century (Volume I). Cambridge Scholars. ISBN 9781527545021. 
  3. Torkunov, Anatoly V.; Wohlforth, William C.; Martyn, Boris F. (8 January 2020) History of International Relations and Russian Foreign Policy in the 20th Century (Volume I). Cambridge Scholars. ISBN 978-1-5275-4502-1. 
  4. Karel Schelle, The First World War and the Paris Peace Agreement, GRIN Verlag, 2009, p. 24
  5. Preamble, Treaty of Versailles Australian Treaty Series 1920 No 1
  6. Leaders of the Big Four nations meet for the first time in Paris. history.com (16 November 2009).
  7. Gilbert 1995, p. 44.
  8. Mizokami, Kyle, "Japan's baptism of fire: World War I put country on a collision course with West დაარქივებული 31 July 2018 საიტზე Wayback Machine. ", The Japan Times, 27 July 2014
  9. Gilbert 1995, p. 225.
  10. Gilbert 1995, p. 282.
  11. Magliveras, Konstantin (1999) Exclusion from Participation in International Organisations: The Law and Practice Behind Member States' Expulsion and Suspension of Membership. Brill, გვ. 8–12. ISBN 978-90-411-1239-2.