შინაარსზე გადასვლა

მოის საერთაშორისო აეროპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოის საერთაშორისო აეროპორტი
Uwanja wa Ndege wa Kimataifa wa Moi
Moi International Airport
IATA-ს კოდი: MBAICAO-ს კოდი: HKMO
WMO:
MBA — კენია
MBA
MBA
აეროპორტის მდებარეობა კენიაში
ინფორმაცია
ტიპი სამოქალაქო
ოპერატორი კენიის აეროპორტების ადმინისტრაცია
ემსახურება მომბასა
ადგილმდებარეობა მომბასა, კენია
აშენდა 9 მარტი, 1958 (1958-03-09)
სიმაღლე ზდ 61
კოორდინატები 04°02′24″ ს. გ. 39°35′24″ ა. გ. / 4.04000° ს. გ. 39.59000° ა. გ. / -4.04000; 39.59000
ვებ-გვერდი kaa.go.ke
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
ნომერი ზომები საფარი
03/21 3350 ასფალტი
15/33 1363 ასფალტი
სტატისტიკა (2013)
მგზავრი 1 313 168[1]

მოის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: MBA, ICAO: HKMO) — საერთაშორისო აეროპორტი კენიაში. ემსახურება ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მომბასას. 2020 წელს, 2 მილიონამდე მგავრთნაკადის მქონე აეროპორტებს შორის, აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს მიერ ის „აფრიკის საუკეთესო აეროპორტად“ დასახელდა.[2]

მოის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება ქალაქ მომბასასა და მის შემოგარენს. ის ქვეყნის ყველაზე დიდი და დატვირთული ჯომო კენიატას საერთაშორისო აეროპორტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 425 კილომეტრში მდებარეობს.[3] მომბასის აეროპორტს კენიის აეროპორტების ადმინისტრაცია მართავს. აეროპორტს სახელი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დანიელ არაპ მოის საპატივმცემლოდ, მისივე პრეზიდენტობის დროს ეწოდა.

აეროპორტი მდებარეობს ზღვის დონიდან 61 მეტრ სიმაღლეზე[4] და გააჩნია ორი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი. ბილიკი 1 (3/21), რომლის სიგრძე 3350 მეტრია აღჭურვილია ინსტრუმენტული დაჯდომის სისტემით. ბილიკი 2-ის (15/33) სიგრძე 1260 მეტრია.[5] ორივე ბილიკს ასფალტის საფარი აქვს.

აეროპორტს გააჩნია ორი ტერმინალი. ტერმინალი 1 ძირითადად საერთაშორისო ფრენებისთვის გამოიყენება, ხოლო ტერმინალი 2 კი შიდა რეისებს ემსახურება. ზოგიერთი ავიაკომპანია, როგორიცაა მაგალითად Kenya Airways ტერმინალ 1-ს ორივე, საერთაშორისო და შიდა ფრენებისთვის იყენებს.

2018 წელს დადასტურდა, რომ მომბასის აეროპორტიდან ფრენებს Qatar Airways დაიწყებდა Airbus A320-ით, კვირაში 4 რეისის სიხშირით. პირველი რეისი 2018 წლის 11 დეკემბერს შესრულდა და დოჰიდან ფრენის დრომ დაახლოებით 6 საათი შეადგინა.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. sadimsolutions.com » Kenyan airports passenger traffic declines by 5% 2013. sadimsolutions.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 21 December 2015
  2. 2020 - Best Airport by Size and Region - ACI World.
  3. Distance between Mombasa () (Airport) and Jomo Kenyatta Airport Nairobi (Nairobi Area) (Kenya). GlobeFeed.com. ციტირების თარიღი: 4 April 2018
  4. Mombasa – Moi International Airport (MBA). AirGorilla. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 4 April 2018
  5. Mombasa - Moi Int´l Airport (MBA/HKMO). Virtual Globetrotting (26 May 2006). ციტირების თარიღი: 21 December 2015
  6. Qatar Airways Launches Second Destination in Kenya with New Flights to Mombasa.