მოთემე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოთემეთემის კაცი, რომელსაც ძველ საქართველოში სასამართლო იყენებდა რაიმე გარემოების გამოსაღკვევად. მოთემეს ევალებოდა აგრეთვე ნაკლებმნიშვნელოვანი დავა-საჩივრების „გარიგება“. საფიქრებელია, რომ მოთემე იგივე ადგილობრივი (უპირატესად მომრიგებელი) მოსამართლე იყო, რომელსაც სოფელი გარკვეული ვადით ირჩევდა. ასეთ მოსამართლეს „სოფლის კაცს“, „ხევის კაცს“ და „ბჭესაც“ უწოდებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელია მ., სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, ტ. 1, თბ., 1970, გვ. 243-252;
  • კეცხოველი ნ., ხევისკაცობა, «საბჭოთა სამართალი», 1975, № 2;