მოზაზავრი
| მოზაზავრი | |||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
მოზაზავრის რეკონსტრუირებული ჩონჩხი მაასტრიხტის ბუნებისმეტყველების მუზეუმში | |||||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||||
| Mosasaurus Conybeare, 1822 | |||||||||||||||||
| ტიპური სახეობა | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
| სინონიმები | |||||||||||||||||
|
სინონიმების სია
| |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
მოზაზავრი (ლათ. Mosasaurus; ნიშნავს „მდინარე მაასის ხვლიკს“) — გადაშენებული ზღვის ქვეწარმავლების გვარი მოზაზავრების ოჯახიდან. ისინი ამ ოჯახის ერთ-ერთი უკანასკნელი და ყველაზე განვითარებული წარმომადგენლები იყვნენ.
მოზაზავრებს შორის ყველაზე დიდი და პირველად აღწერილი სახეობაა Mosasaurus hoffmannii. ამ სახეობის ცალკეული ინდივიდები სიგრძეში 17 მეტრამდე აღწევდნენ.[7] ისინი ცხოვრობდნენ დაახლოებით 82-66 მილიონი წლის წინ, გვიანი ცარცული პერიოდის კამპანურ და მაასტრიხტულ ხანაში.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეს გვარი მეცნიერებისთვის ცნობილი ერთ-ერთი პირველი მეზოზოური ზღვის ქვეწარმავალი იყო. მოზაზავრის პირველი ნამარხები (თავის ქალები) 18-ე საუკუნის მიწურულს, ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტის მახლობლად მდებარე ცარცის კარიერში აღმოაჩინეს და თავდაპირველად ისინი ნიანგები ან ვეშაპები ეგონათ.[8] აღნიშნული ეგზემპლარი, რეგისტრირებული როგორც TM 7424, ამჟამად ჰაარლემის ტეილორის მუზეუმშია გამოფენილი.[9][10][11] 1780 წელს აღმოჩენილ ერთ-ერთ თავის ქალას ცნობილი მეტსახელი — „მაასტრიხტის დიდი ცხოველი“ შეარქვეს.
1808 წელს ბუნებისმეტყველმა ჟორჟ კიუვიემ დაასკვნა, რომ ის ეკუთვნოდა გიგანტურ ზღვის ხვლიკს, რომელსაც ჰქონდა მსგავსება ვარანებთან, თუმცა სხვა მხრივ არ ჰგავდა არცერთ ცნობილ ცოცხალ ცხოველს.[12] ეს კონცეფცია იმ დროისთვის რევოლუციური იყო და ხელი შეუწყო გადაშენების შესახებ მაშინდელი განვითარებადი იდეების განმტკიცებას. კიუვიეს ცხოველისთვის სამეცნიერო სახელი არ მიუნიჭებია. თუმცა მოგვიანებით ეს გააკეთა უილიამ დანიელ კონიბერმა 1822 წელს.[13] მოზაზავრის ზუსტი კავშირი ქერცლიანებთან კვლავ სადავოა და მეცნიერები დღემდე მსჯელობენ, მისი უახლოესი ცოცხალი ნათესავები ვარანები არიან თუ გველები.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოზაზავრს გააჩნდა ძლიერი ყბები და კუნთები, რაც მას საშუალებას აძლევდა, ათეულობით დიდი კბილის მეშვეობით ძლიერად ეკბინა მსხვერპლისთვის. მისი ოთხივე ნიჩბისებრი კიდური ცხოველს წყალქვეშ მანევრირებაში ეხმარებოდა. კუდი გრძელი ჰქონდა, საერთო სიგრძის დაახლოებით ნახევარს შეადგენდა. მოზაზავრს გააჩნდა სუსტი ყნოსვა, თუმცა, შესანიშნავი მხედველობა და მაღალი მეტაბოლიზმი, რაც მიანიშნებს, რომ ის თბილსისხლიანი ცხოველი იყო — ეს არის ადაპტაცია, რომელიც ქერცლიანებს შორის მხოლოდ მოზაზავრებში გვხვდება.
მოზაზავრის ამჟამად აღიარებულ სახეობებს შორის მნიშვნელოვანი მორფოლოგიური ცვალებადობა შეინიშნება — მასიური აგებულების M. hoffmannii-ით დაწყებული, წვრილტანიანი და გველისებრი M. lemonnieri-ით დამთავრებული. თუმცა ტიპური სახეობის M. hoffmannii-ის არაზუსტმა მეცნიერულმა აღწერამ წარსულში კლასიფიკაციის არევა გამოიწვია. შედეგად, წარსულში ამ გვარს შეცდომით 50-ზე მეტი სახეობა მიაკუთვნეს. 2017 წელს ტიპური ნიმუშის ხელახალმა აღწერამ ხელი შეუწყო ტაქსონომიის საკითხის მოგვარებას და დაადასტურა გვარში მინიმუმ ხუთი სახეობის არსებობა.[14]
პალეობიოლოგია და პალეოეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღმოჩენილი ნამარხები მიუთითებს იმაზე, რომ მოზაზავრი ბინადრობდა ატლანტის ოკეანესა და მის მიმდებარე ზღვებში. მოზაზავრის ნამარხები ნაპოვნია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკაში, დასავლეთ აზიასა და ანტარქტიდაში.[1][15][16] მათი საბინადრო არეალი მოიცავდა ტროპიკულ, სუბტროპიკულ, ზომიერ და სუბპოლარულ კლიმატურ ზონებს. მოზაზავრი ამ ოკეანეებში გავრცელებული დიდი მტაცებელი ცხოველი იყო და კვებითი ჯაჭვის სათავეში იმყოფებოდა. პალეონტოლოგებს მიაჩნიათ, რომ მისი რაციონი მოიცავდა პრაქტიკულად ნებისმიერ ცხოველს; ის, სავარაუდოდ, ნადირობდა ძვლიან თევზებზე, ზვიგენებზე, თავფეხფეხიანებზე, ფრინველებზე და სხვა ზღვის ქვეწარმავლებზე, მათ შორის ზღვის კუებსა და სხვა მოზაზავრებზე. როგორც ჩანს, იგი უპირატესობას ღია წყალში, ზედაპირთან ახლოს ნადირობას ანიჭებდა.
მოზაზავრი კონკურენციას უწევდა სხვა დიდ მტაცებელ მოზაზავრებს, როგორიცაა პროგნათოდონი (ლათ. Prognathodon) და ტილოზავრი (ლათ. Tylosaurus), რომლებიც მსგავსი საკვებით იკვებებოდნენ, თუმცა მათ შეძლეს თანაარსებობა ერთსა და იმავე ეკოსისტემაში. თუმცა მათ შორის კონფლიქტები მაინც ხდებოდა — დოკუმენტირებულია შემთხვევა, როდესაც ტილოზავრი თავს დაესხა მოზაზავრს. არაერთი ნამარხი ადასტურებს, რომ მოზაზავრები ერთმანეთს გამიზნულად ესხმოდნენ თავს, რაც მათ შორის სასტიკ კონკურენციაზე მიუთითებს. ბრძოლა, სავარაუდოდ, დინგების ჩაჭიდებით მიმდინარეობდა, როგორც ეს თანამედროვე ნიანგებში შეინიშნება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მოზაზავრი“ ვიკისაწყობში.
ვიკისახეობებს აქვს გვერდი თემაზე მოზაზავრი- მოზაზავრი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- Oceans of Kansas Paleontology
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Hallie P. Street; Michael W. Caldwell (2017). „Rediagnosis and redescription of Mosasaurus hoffmannii (Squamata: Mosasauridae) and an assessment of species assigned to the genus Mosasaurus“. Geological Magazine. 154 (3): 521–557. Bibcode:2017GeoM..154..521S. doi:10.1017/S0016756816000236. S2CID 88324947.
- ↑ Joseph Leidy (1864). Cretaceous Reptiles of the United States. Smithsonian Contributions to Knowledge, გვ. 30–120.
- ↑ T. Lynn Harrell Jr.; James E. Martin (2014). „A mosasaur from the Maastrichtian Fox Hills Formation of the northern Western Interior Seaway of the United States and the synonymy of Mosasaurus maximus with Mosasaurus hoffmanni (Reptilia: Mosasauridae)“. Netherlands Journal of Geosciences. 94 (1): 23–37. doi:10.1017/njg.2014.27. S2CID 131617632.
- ↑ Michael W. Caldwell; Gorden L. Bell Jr. (2005). „Of German princes and North American rivers: Harlan's lost mosasaur snout rediscovered“. Netherlands Journal of Geosciences. 84 (3): 207–211. Bibcode:2005NJGeo..84..207C. doi:10.1017/S0016774600020989.
- ↑ Takuya Konishi; Michael Newbrey; Michael Caldwell (2014). „A small, exquisitely preserved specimen of Mosasaurus missouriensis (Squamata, Mosasauridae) from the upper Campanian of the Bearpaw Formation, western Canada, and the first stomach contents for the genus“. Journal of Vertebrate Paleontology. 34 (4): 802–819. Bibcode:2014JVPal..34..802K. doi:10.1080/02724634.2014.838573. JSTOR 24523386. S2CID 86325001.
- ↑ Takehito Ikejiri; Spencer G. Lucas (2015). „Osteology and taxonomy of Mosasaurus conodon Cope 1881 from the Late Cretaceous of North America“. Netherlands Journal of Geosciences. 94 (1): 39–54. Bibcode:2015NJGeo..94...39I. doi:10.1017/njg.2014.28. S2CID 73707936.
- ↑ Dimitry V. Grigoriev (2014). „Giant Mosasaurus hoffmanni (Squamata, Mosasauridae) from the Late Cretaceous (Maastrichtian) of Penza, Russia“ (PDF). Proceedings of the Zoological Institute RAS. 318 (2): 148–167. doi:10.31610/trudyzin/2014.318.2.148. S2CID 53574339. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — October 3, 2023.
- ↑ Martinus van Marum (1790). „Beschrijving der beenderen van den kop van eenen visch, gevonden in den St Pietersberg bij Maastricht, en geplaatst in Teylers Museum“ [Description of the bones of the head of a fish, found in the St Pietersberg near Maastricht, and placed in Teylers Museum]. Verhandelingen Teylers Tweede Genootschap (Dutch). 9: 383–389.
- ↑ Mike Everhart. (May 14, 2010) Mosasaurus hoffmanni-The First Discovery of a Mosasaur?. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 4, 2019. ციტირების თარიღი: November 6, 2019
- ↑ Eric Mulder (2004). „Maastricht Cretaceous finds and Dutch pioneers in vertebrate palaeontology“, Dutch Pioneers of the Earth Sciences. Royal Netherlands Academy of Arts and Sciences, გვ. 165–176. ISBN 978-9-069-84389-6.
- ↑ Florence F. J. M. Pieters; Peggy G. W. Rompen; John W. M. Jagt; Nathalie Bardet (2012). „A new look at Faujas de Saint-Fond's fantastic story on the provenance and acquisition of the type specimen of Mosasaurus hoffmanni Mantell, 1829“. Bulletin de la Société Géologique de France. 183 (1): 55–65. doi:10.2113/gssgfbull.183.1.55. ISSN 0037-9409. S2CID 130192719.
- ↑ Georges Cuvier (1808). „Sur le grand animal fossile des carrières de Maestricht“ [On the great fossil animal of the quarries of Maastricht]. Annales du Muséum d'Histoire naturelle (French). 12: 145–176.
- ↑ William D. Conybeare (1822), „Fossil crocodiles and other saurian animals“, James Parkinson, An Introduction to the Study of Fossil Organic Remains, 3, London: Printed for the Author, p. 298, https://books.google.com/books?id=lvsJAAAAIAAJ
- ↑ "Rediagnosis and redescription of Mosasaurus hoffmannii (Squamata: Mosasauridae) and an assessment of species assigned to the genus Mosasaurus". Geological Magazine. 154 (3): 521–557. Bibcode:2017GeoM..154..521S.
- ↑ James E. Martin (2006). „Biostratigraphy of the Mosasauridae (Reptilia) from the Cretaceous of Antarctica“. Geological Society, London, Special Publications. 258 (1): 101–108. Bibcode:2006GSLSP.258..101M. doi:10.1144/gsl.sp.2006.258.01.07. S2CID 128604544.
- ↑ Nathalie Bardet (2012). „Maastrichtian marine reptiles of the Mediterranean Tethys: a palaeobiogeographical approach“. Bulletin de la Société Géologique de France. 183 (6): 573–596. Bibcode:2012BSGF..183..573B. doi:10.2113/gssgfbull.183.6.573.