მოვსეს ბაგრამიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაგრამიანი (მრავალმნიშვნელოვანი).

მოვსეს ბაგრამიანი (სომხ. Մովսես Բաղրամյան) — სომეხი ხალხის განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე XVIII საუკუნეში.

დაიბადა ყარაბაღში. ერთხანს რუსეთში ცხოვრობდა. 1763 წელს იოსებ ემინთან ერთად კავკასიაში ჩამოვიდა და მასთან ერთად სცადა აეჯანყებინა სომხეთი ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგ. 1768 წლიდან ინდოეთში ცხოვრობდა. აქტიური წევრი გახდა მადრასში დაარსებული შაჰამირ შაამირიანის წრისა. 1773 წელს გამოაქვეყნა თხზულება „ახალი წიგნი, წოდებული დარიგებად“ (შემოკლებული რუსული თარგმანი 1789), რომელშიც სომეხ ხალხს სამშობლოს განთავისუფლებიდაკენ მოუწოდებდა. შემდეგ მონაწილეობა მიიღო მომავალი, დამოუკიდებელი სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის შედგენაში. ბაგრამიანი რუსული ორიენტაციის მომხრე იყო და სომხეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენა რუსეთის დახმარებითა და მფარველობით ესახებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]