მოვლენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოვლენას აქვს ბევრი მნიშვნელობა:

მოვლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამყაროში ყველაფერი იცვლება. დედამიწა მოძრაობს მზის ირგვლივ, დღეს ცვლის ღამე, მდინარეები მიედინებიან, შრებიან ზღვები და ტბები, ლითონები იჟანგებიან, რძე იჭრება, მწიფდება ხორბლის თავთავი, ბერდება ადამიანი და ა.შ. უთუოდ, ჩვენს ირგვლივ და ჩვენშიც ხდება ცვლილებები. „ყველაფერი მიედინება, ყველაფერი იცვლება“ — ამბობდნენ ძველი ფილოსოფოსები.

მოვლენა ეწოდება სამყაროში მიმდინარე ყველანაირ ცვლილებას.