მოვაკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოვაკანი (მრავალმნიშვნელოვანი).
მოვაკანის საუფლისწულო, ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე

მოვაკანი — გეოგრაფიული ტერმინი, რომლითაც შუა საუკუნეების ქართული წყაროები იცნობენ, როგორც კავკასიის ალბანეთის ერთ ნაწილს, ასევე მის დედაქალაქს, რომელიც სავარაუდოდ, მდ. მტკვარსა და ალაზანს შორის იყო მოქცეული.

ვიკიციტატა
„აქ მტკვრისა და ალაზნის შესართავს შორის არს მოვაკანი, რომელი აღაშენა მოვაკანოს, და ამის გამო ეწოდა წილსა მისსა მოვაკანი... ხოლო მტკვრისა და ალაზნის შესართავს, ზეით, ჩრდილოთკენ მოერთვის ალაზანს მცირე ალაზანი ანუ იორი და ამათ შესართავს შორის არს ჰერეთი, რომელი აღაშენა ჰეროს[1].“

ქართული საისტორიო ტრადიცია სახელწოდება მოვაკანს თარგამოსის მეოთხე ძეს — მოვაკანოსს უკავშირებს: „ხოლო მოვაკანს მისცა მტკუარსა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან ვიდრე ზღუამდე. და ამან აღაშენა ქალაქი მოვაკნეთი, და დაემკჳდრა მუნ“. ვახუშტის მიხედვით, „მტკვრისა და ალაზნის შესართავს შორის, არს მოვაკნი, რომელი აღაშენა მოვაკანოს, და ამის გამო ეწოდა წილსა მისსა მოვაკნი“. მოვაკანს ქართული ქრონიკები თითქმის ყოველთვის რანთან ერთად იხსენიებენ.

ქართულ „მოვაკანს“ შესაძლოა შეესაბამებოდეს შუა საუკუნეების ისლამურ წყაროების (ალ-ბალადური, ალ-თაბარი) „მუკანი“ ან „მუღანი“.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904 წ., გვ. 131-132
  2. Donzel, E. J. van. (1993). The encyclopaedia of Islam, new edition.. E.J. Brill. ISBN 90-04-09780-5. OCLC 28507409.