ჰამედინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მოედანი ხა-მედინა)

მოედანი ხა-მედინა — მდებარეობს ისრაელში, თელ-ავივში. მოიხსენიებენ ასევე „სახელმწიფო მოედნად“. ის არის ქალაქის ყველაზე დიდი მოედანი და ისრაელის ერთ-ერთი გამორჩეული და ექსკლუზიური საშოპინგო სივრცეა.

ის თელ-ავივის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, შუაში მოქცეული დიდი პარკით, ხოლო მის ტერიტორიაზე განფენილი ელეგანტური შენობები სახელგანთქმული ბრაზილიელი არქიტექტორის, ოსკარ ნიმეიერის მიერ არის შექმნილი, თუმცა აღნშნულ პროექტი მონაწილეობას ღებულობდნენ ასევე ებრაელი არქიტექტორებიც. აქ განთავსებულია და ჩამწკრივებული მდიდრული ბუტიკები, ძირითადად საცხოვრებელი შენობების პირველ სართულზე.

აქ არის ქალაქის ყველაზე ხალხმრავალი ქუჩა, სადაც მსოფლიოს მაღალი მოდის ისეთი საუკეთესო დიზაინერებისა და ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების შეძენაა შესაძლებელი, როგორიცაა: Escada, Miu Miu, Saint Laurent, Alexander Wang, Balmain, Prada, Minna Parikka, Rene Caovilla, Chiara Ferragni, Ancient Greek Sandals, Oscar Tiye, Kenzo, Escada, Gianvito Rossi, Aquazzura, Sophia Webster, Jimmy Choo, Lanvin, Baldinini – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. აქვე ნახავთ სილამაზის სალონებს, მყუდრო კაფეებსა და ხელოვნების გალერეას. მოედანი კლასიკური ელეგანტურობისა და თანამედროვე ფუფუნების ნაზავია.

1970-იანი წლების დასაწყისში მოედნის გარშემო დაიწყო ფართო სამშენებლო საქმიანობები, რომელმაც ჩამოაყალიბა ერთიანი დიზაინერული სტილიც.

2015 წლის ნოემბერში დამტკიცდა მოედნის განახლების გეგმა. გეგმის თანახმად, სამი 40 სართულიანი კორპუსი, 10 საჯარო პარკი უნდა აშენდეს მოედნის მიმდებარედ, რომელიც დაიკავებს დაახლოებით ნახევარს მოედნისას, და ასევე აშენდება მიწისქვეშა ავტოსადგომი.

2011 წლის 3 სექტემბერს ხა-მედინას მოედანი 2011 წლის საპროტესტო აქციების დროს მილიონერთა მარშის შეკრების ერთ-ერთი მთავარი ადგილი იყო. აქციისას ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი აქტივისტები სწორედ აქ დაფიქსირდა, ამ დღეს მას დაახლოებით 300 ათასი ადამიანი ესწრებოდა.

მოედნის გარე წრე (ბაიერის ქუჩის გარშემო) - ხუთსართულიანი სახლები მდებარეობს, რომელთა პირველ სართულზე კომერციული ფართებია განთავსებული.

შიდა წრე - თერთმეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებითაა წარმოდგენილი. მოედნის ცენტრში - საზოგადოებრივი შენობები, როგორიცაა ურბანული ბიბლიოთეკა, ხელოვნების გალერეა, მუზეუმი, თეატრი და მსგავსი, ასევე საცხოვრებელი კოშკია განთავსებული.

ვეიზმანის ქუჩა მიწისქვეშ უნდა ყოფილიყო. გეგმის პირველი ნაწილი, რომელიც მოიცავდა მოედნის გარეთა ნაწილს, გეგმის მიხედვით განხორციელდა და დღეს არის სახელმწიფო მოედნის აშენებული ნაწილი. მიწის მესაკუთრეთა სიმრავლისა და ტერიტორიის გადანაწილების აუცილებლობის გამო, 600 გეგმის განხორციელება შეფერხდა.

მოედნის მთლიანი ფართობი 10,800 კვადრატული მეტრი და საზოგადოებრივი ფართი 6,000 კვადრატული მეტრია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]