მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოგზაური მტრედი (ლათ. Ectopistes) — ამომწყდარი ფრინველების გვარი მტრედისებრთა ოჯახისა. მოიცავს ერთადერთ სახეობას — მოგზაურ მტრედს (ლათ. Ectopistes migratorius), რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში, მაგრამ ადამიანთა მიერ უდიდესი მასშტაბებით ნადირობამ, ჰაბიტატის განადგურებამ და სხვა ფაქტორებმა გამოიწვიეს მისი გადაშენება. უკანასკნელი ინდივიდი ველურ ბუნებაში მოკლეს 1901 წელს, ხოლო ტყვეობაში უკანასკნელი (მართა) დაიღუპა 1914 წლის 1 სექტემბერს ცინცინატის ზოოპარკში.