მოგესალმებით ქარასტანში (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მოგესალმებით ქარასტანში)
„მოგესალმებით ქარასტანში“
რეჟისორი ბენ ჰოპკინზი
პროდიუსერი მაიკ დაუნი დიდი ბრიტანეთის დროშა
სემ ტეილორი დიდი ბრიტანეთის დროშა
დანიელ ზუტა გერმანიის დროშა
ვლადიმერ კაჭარავა საქართველოს დროშა
სცენარის ავტორი პაველ პავლიკოვსკი
როლებში მეთიუ მაკფადიენი
მაიენ ბერინგი
ნოა ტეილორი
რიჩარდ ვან ვეიდენი
სტუდია 20 Steps Productions
Film and Music Entertainment
გამოსვლის თარიღი 2014
ქვეყანა საქართველო

მოგესალმებით ქარასტანში − ქართულ-რუსულ-ბრიტანულ-გერმანული კომედიური ფილმის პროექტი.

ფილმის სცენები გადაიღეს ახალციხეში, რაბათის ციხესიმაგრეში. პარალელურად, მიმდინარეობდა მოსახლეობის გადაღება სოფელ ძველში. გადაღებები 2013 წლის 20 თებერვალს დასრულდა. ეკრანებზე მისი ჩვენება 2014 წლისთვის იგეგმება[1].

ფილმის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით ქარასტანში − ფაქიზი შავი იუმორით გაჯერებული ფილმია დაბნეულ ბრიტანელ რეჟისორზე, რომელსაც კინოაკადემიის ჯილდოები აქვს მოპოვებული. მას სტუმრად იწვევს ახლად დაარსებული სახელმწიფო, რათა მან გადაიღოს ეპიკური ფილმი კავკასიის ერთ-ერთ უცნაურ რესპუბლიკაში. საბოლოო ჯამში კი, ამ ვიზიტით რეჟისორის ცხოვრებაში ყველაზე გიჟური მოგზაურობა იწყება.[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]