შინაარსზე გადასვლა

მობილური თამაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მობილური თამაშივიდეო თამაში, რომელსაც, როგორც წესი, მობილურ ტელეფონზე თამაშობენ.[1] ტერმინი აგრეთვე მოიცავს ყველა თამაშს, რომელსაც თამაშობენ ნებისმიერ პორტატიულ მოწყობილობაზე ქსელში ან მის გარეშე,[1] მათ შორის მობილური ტელეფონზე (ჩვეულებრივი ტელეფონი ან სმარტფონი), პლანშეტზე, PDA-ზე, პორტატიულ კონსოლზე და მედია პლეერზე, გრაფიკულ კალკულატორზე და ა.შ. მობილურ ტელეფონზე ცნობილი უძველესი თამაში იყო Tetris-ის ვარიაცია, რომელიც 1994 წელს გამოვიდა Hagenuk MT-2000-ზე.[2][3][4]

1997 წელს კომპანია Nokia-მ გამოუშვა „Snake“,[5] რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში Nokia-ს მიერ წარმოებულ მობილური მოწყობილობების უმეტესობაში წინასწარ იყო დაინსტალირებული, მას შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნათამაშები თამაში გახდა და ერთ დროს მსოფლიოში 350 მილიონზე მეტ მოწყობილობაზე იყო ხელმისაწვდომი.[6] მობილური მოწყობილობების გამოთვლითი სიმძლავრის ზრდასთან ერთად, შესაძლებელი გახდა თამაშების ჩამოტვირთვა, თუმცა საწყის ეტაპზე ამის გაკეთება მხოლოდ სატელეფონო ქსელების ოპერატორების საკუთარი პლატფორმებიდან იყო შესაძლებელი. მობილური გეიმინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2008 წელს აპლიკაციების მაღაზიების ე.წ. სთორების განვითარებით, მაგ., როგორიცაა Apple-ის iOS App Store. App Store-მა, როგორც პირველი მობილური კონტენტის ბაზარი, რომელსაც უშუალოდ მობილური პლატფორმის მწარმოებელი აკონტროლებდა, მნიშვნელოვნად შეცვალა მომხმარებელთა ჩვევები და სწრაფად გაზარდა მობილური თამაშების ბაზრის მასშტაბები, რადგან თითქმის ყველა სმარტფონის მფლობელმა დაიწყო მობილური აპლიკაციების ჩამოტვირთვა.[7]

  1. 1.0 1.1 Dal, Yong Jin (27 July 2016) Mobile Gaming in Asia: Politics, Culture and Emerging Technologies. Springer, გვ. 6–7. ISBN 9789402408263. 
  2. This was the world's first cell phone with a game loaded (16 November 2014). ციტირების თარიღი: 16 September 2018
  3. Blog, Microsoft Devices. (2013-01-16) 10 things you didn't know about mobile gaming en-US. ციტირების თარიღი: 2021-08-20
  4. Andreas Elmenthaler (Elmi). Hagenuk MT-2000 with Tetris. Handy-sammler.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-17. ციტირების თარიღი: 2013-08-12
  5. Snake is born:a mobile gaming nl. Nokia. ციტირების თარიღი: 2013-08-12
  6. 7 Nokia World Records That Will Blow Your Mind. ციტირების თარიღი: 2013-08-12
  7. State of the Art of the European Mobile Games Industry. Mobile GameArch Project (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-05. ციტირების თარიღი: 2013-08-12