მოასწრო შუაღამემდე (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოასწრო შუაღამემდე
ჟანრი კომედია
რეჟისორი მარტინ ბრესტი
პროდიუსერი მარტინ ბრესტი
სცენარის ავტორი ჯორჯ გალო
როლებში რობერტ დე ნირო, ჩარლზ გროდინი, იაფეტ კოტო, დენის ფარინა
კომპოზიტორი დენი ელფმანი
სტუდია City Light Films, Universal Pictures
დისტრიბუტორი Universal Studios
პრემიერა 20 ივლისი, 1988 (1988-07-20)
ხანგრძლივობა 127 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 30 მილიონი $
შემოსავალი 81,6 მილიონი $
საიტი IMDb ID 0095631

მოასწრო შუაღამემდე (ინგლ. Midnight Run;) — 1998 წლის ამერიკული კინოკომედია, გადაღებული რეჟისორ მარტინ ბრესტის მიერ. მთავარ როლში — რობერტ დე ნირო.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის მთავარი გმირი, ყოფილი პოლიციელი ჯეკ უოლშია (რობერტ დე ნირო), რომელიც კერძო დეტექტივია და ძებნილ დამნაშავეებს დასდევს. ჯეკს ერთი საგირავნო ფირმის უფროსი, ედი მოსკონე 100 ათას დოლარად ჯონათან მარდუკასის, მეტსახელად „ჰერცოგი“, მოყვანას დაავალებს, რომელსაც ფირმის 450 ათასი დოლარი მართებს. ჯეკმა ეს ხუთ დღეში შუაღამემდე უნდა მოასწროს. ჯონათანი პატიოსანი ბუღალტერია, რომელიც მაფიოზ ჯიმი სერანოსთან (დენის ფარინა) მუშაობდა და 15 მილიონი დოლარი მოპარა, რომელთა უმეტესი ნაწილი ბავშვთა თავშესაფარს გადაურიცხა. ახლა მასზე ჯეკის გარდა, სერანო და გფბ-ს აგენტი ალონზო მოზლიც ნადირობს. ნიუ-იორკში ჯეკი გაარკვევს რომ მარდუკასი ლოს-ანჯელესში იმალება და მასთან გაფრინდება. მანამდე ალონზო მოზლი ჩაისვავს ავტომობილში და ბუღალტერის გადმოცემას სთხოვს. ჯეკი იუარებს, თან ალონზოს გფბ-ს მოწმობას მოპარავს და იქ საკუთარ სურათს ჩააკრავს. ამასთან მაძებარს სორანოს ხალხიც დაუკავშირდება და ბუღალტერის სანაცვლოდ მილიონ დოლარს შესთავაზებენ. ჯეკი 10 წლის წინ ჩიკაგოს პოლიციაში მუშაობდა და სორანოს საქმეს იძიებდა, საბოლოოდ კი მისგან ქრთამი არ აიღო და მაფიოზმაც სამსახურიდან გააგდებინა.

ლოს-ანჯელესში ჯეკი იპოვნის ჯონათანს, ხელბორკილს დაადებს და ნიუ-იორკის თვითმფრინავში ჩასვავს, რათა დამქირავებელს მიუყვანოს. თვითმფრინავში ბუღალტერს აეროფობია დაეწყება და ჩამოსვავენ. ჯეკი იძულებულია მატარებლით წაიყვანოს ედისთან. ჯეკი დამქირავებელს დაურეკავს და ყველაფერს აუხსნის. ედის უკვე ეჭვი შეეპარება ჯეკში და მარდუკასის ჩამოსაყვანად დეტექტივის კონკურენტ, ასევე თავებზე მონადირე მარვინს გაუშვებს. ედის ოფისს გბფ და მაფია უთვალთვალებს, ჯეკის საუბარს მოისმენენ და ჯონათანის დასაჭერად საკუთარ ხალხს გაუშვებენ. მარვინი ჯეკის პლასტიკური ბარათით დაადგენს მათ ადგილსამყოფელს და ბარათსაც დააბლოკინებს. იგი მატარებელში გამოიჭერს ორივეს, თუმც ჯეკი გათიშავს, ალონზო მოზლის საბუთით გააჩერებინებს მატარებელს და ჩახტებიან.

მომდევნო სადგურში ჯეკი ნიუ-იორკამდე ავტობუსის ბილეთის შესაძენად მივა, მაგრამ რადგანაც ბარათი დაუბლოკეს ბილეთის თანხა მხოლოდ ჩიკაგომდე ეყოფა. ჩიკაგოში ყოფილ ცოლ-შვილს გაუვლის და ცოტაოდენ თანხას ესესხება. ტეხასში ჯეკს და ჯონათანს სერანოს ხალხი დაიჭერს და კედელთან მიაყენებენ, ამ დროს მარვინი მოვა, რომელსაც სირანოს ხალხი კონკურენტი დეტექტივები ეგონება, გალახავს და მარდუკას წაართმევს, მაგრამ მანამდე ჯეკი ხელბორკილით მიებმება ბუღალტერს და მარვინი იძულებული გახდება ორივე წაიყვანოს. გაქცეულებს სერანოს ხალხი ვერტმფრენით დაესხმება, ჯეკი თავს გაითავისუფლებს, პისტოლეტს აიღებს და მაფიოზების ვერტმფრენს ჩამოაგდებს. ამასობაში ჯონათანი მდინარეში გადავარდება, ჯეკი მარვინს გათიშავს და ბუღალტერის გადასარჩენად მდინარეში გადახტება. მარდუკასი გაცურავს და ამოვა ნაპირზე, ჯეკი კი ქვას მოეჭიდება. ამ დროს ჯონათანი ტოტს გაუწოდებს დასახმარებლად, იმ პირობით რომ გაუშვებს. ნაპირზე ამოყვანილი ჯეკი ხელბორკილს დაადებს ბუღალტერს და ეტყვის, როცა ნიუ-იორკში ჩაიყვანს მაშინ გაუშვებს. ისინი ერთ პატარა ქალაქში მოხვდებიან, საიდანაც ალონზო მოზლის სახელით სასადილოდან მცირე თანხას მიითვისებენ და მატარებლით გაიქცევიან. უდაბნოში პოლიციელები დაედევნებიან, ისინი მათ დაუსხლტებიან, თუმცა გზად მარვინს შეეჩეხებიან, რომელიც ჯეკს გაარტყავს და ჯონათანს წაიყვანს. უოლშს დაჭერენ და ალონზოსთან მიიყვანენ.

ჯეკი ერთ ზარს მოითხოვს, ედის დაურეკავს და უშვერი სიტყვებით გალანძღავს, თან შეიტყობს რომ მარვინი და ჯონათანი დაიკარგნენ. დეტექტივი მიხვდება რომ თავებზე მინადირე მაფიოზ სერანოს გაურიგდა, რათა ბუღალტერის მიყვანით მისგან უფრო მეტი თანხა 2 მილიონი დოლარი აიღოს. მას იდეა მოუვა, ალონზო მოზლის დაუძახებს და სერანოს დაჭერას დაპირდება, თუ სანაცვლოდ ის გაუშვებს და ბუღალტერსაც დაუთმობს. ჯეკი სერანოს დაურეკავს და მოატყუებს, რომ ჯონათანის ჩაწერილი მისი მამხილებელი ფაილები აქვს და მხოლოდ ბუღალტერში გაუცვლის. ამასობაში სერანოს ხალხს მარვინი დაუკავშირდება და ბუღალტერის სანაცვლოდ თანხას მოთხოვს. მაფიის ხალხი გაიგებს სად ყავს დამალული ჯონათანი, მარვინს გათიშავენ და ბუღალტერს ბოსს მიუყვანენ. სერანო გადაწყვეტს ჯეკს ფაილები გამოართვას და შემდეგ ყველა ერთად მოიშოროს. შეხვედრას ნიუ-იორკის აეროპორტში დათქვავენ. სპეცოპერაციის მომზადებისას აეროპორტში შემთხვევით მოხვდება მარვინიც, რომელიც ჯეკს, სერანოს და ჯონათანს დაინახავს, გაბრაზდება, იარაღს ამოიღებს და მათკენ წავა, სპეცოპერაცია ჩაშლის პირასაა, მაგრამ ამასობაში სერანო წამოეგება ანკესზე, ფაილებში ჯონათანს გაუცვლის და თავის ხალხს ორივეს მოშორებას უბრძანებს. ამასობაში საქმეში გფბ-ც ჩაერთვება და ყველას დააკავებენ. ალონზო ჯეკს და ჯონათანს გაუშვებს. ჯეკს ბუღალტერის ჩასაბარებლად, შუაღამემდე კიდევ რამდენიმე საათი აქვს დარჩენილი, ედის დაურეკავს, ჯონათანის ხმას მოასმენინებს და ჯანდაბაში გაუშვებს. შემდეგ ხელბორკილს ახსნის დაკავებულს, გაუშვებს და პირობას შეახსენებს, ხომ დაგპირდი ნიუ-იორკში გაგიშვებო. სახსოვრად ხელბორკილს დაუტოვებს ბუღალტერს, ის კი გაქრება და სანაცლოდ ქამრის საფულეს აჩუქებს, სადაც 1000 დოლარიანი კუპიურებით გატენილ 300 ათასს დოლარს ნახავს. ჯეკი ტაქსს გააჩერებს, თუმცა მას 1000 დოლარის ხურდა არ აღმოაჩნდება და ფეხით წავა სახლში.

რობერტ დე ნირო

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
რობერტ დე ნირო ჯეკ უოლში
ჩარლზ გროდინი ჯონათან "ჰერცოგი" მარდუკასი
იაფეტ კოტო გფბ-ს აგენტი ალონზო მოზლი
ჯონ აშტონი მარვინ დოფლენი
დენის ფარინა ჯიმი სერანო
ჯოე პანტოლიანო ედი მოსკონე

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალი 1988 საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ჩარლზ გროდინი გამარჯვებული
ოქროს გლობუსი 1989 საუკეთესო ფილმი კომედია/მიუზიკლი ფილმი ნომინაცია
ოქროს გლობუსი 1989 საუკეთესო მსახიობი მამაკაცი რობერტ დე ნირო ნომინაცია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]