მოასირ სკლიარი
| მოასირ სკლიარი | |
|---|---|
| პორტ. Moacyr Jaime Scliar | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 23 მარტი, 1937[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
| დაბადების ადგილი | პორტუ-ალეგრი |
| გარდაცვალების თარიღი | 27 თებერვალი, 2011[9] [1] [2] [3] [4] [5] [6] [8] (73 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | პორტუ-ალეგრი |
| საქმიანობა | მწერალი[10] , ექიმი, რომანისტი და ნოველისტი |
| ენა | პორტუგალიური ენა |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | Federal University of Rio Grande do Sul |
| ჟანრი | chronicle, საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურა და ესე |
| ჯილდოები | Prêmio Jabuti და Order of Cultural Merit (Brazil) |
| საიტი | scliar.org/moacyr/ |
მოასირ ჯეიმი სკლიარი (პორტ. Moacyr Jaime Scliar; დ. 23 მარტი, 1937 — გ. 27 თებერვალი, 2011) — ბრაზილიელი მწერალი და ფიზიკოსი. მისი შემოქმედების ცენტრალური თემაა ებრაული იდენტობის კვლევა დიასპორის პირობებში, კერძოდ კი ბრაზილიაში მცხოვრებ ებრაელთა მაგალითზე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა რიუ-გრანდი-დუ-სულის ქალაქ პორტუ-ალეგრიში, ებრაელების ოჯახში, რომლებიც ბრაზილიაში ბესარაბიიდან 1919 წელს ემიგრიდნენ. განათლება მედიცინის განხრით მიიღო. თავდაპირველად პორტუ-ალეგრიში ებრაულ საავადმყოფოში მუშაობდა, მოგვიანებით კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის განხრით განაგრძნო მუშაობა.[11]
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაყოფიერი სამწერლო კარიერის მანძილზე სკლიარმა პორტუგალიურ ენაზე 100-ზე მეტი წიგნი გამოაქვეყნა. ავტორი არაერთ ჟანრში მოღვაწეობდა, ეს იყო მოთხრობა, რომანი, საყმაწვილო ლიტერატურა, საბავშვო წიგნები თუ ესეები.
სკლიარის რომანი „კენტავრი ბაღში“ (1985) იდიშის ეროვნულმა წიგნის ცენტრმა შეიყვანა სიაში „თანამედროვე ებრაული ლიტერატურის 100 საუკეთესო ნაშრომი“. ერთ-ერთ ებრაულ ჟურნალთან ინტერვიუში სკლიარმა კენტავრის მეტაფორულ დატვირთვაზე ისაუბრა: „კენტავრი ორმაგი იდენტობის სიმბოლოა, რომელიც ბრაზილიის მსგავს ქვეყანაში ებრაელთა კულტურულ ნიშან-თვისებებს ასახავს. სახლებში იდიშზე ვსაუბრობთ, გეფილტე თევზს მივირთმევთ და შაბათს ავღნიშნავთ, ქუჩაში კი ფეხბურთს ვთამაშობთ, სამბას ვცეკვავთ და პორტუგალიურად ვსაუბრობთ. ყოველივე ამის შემდეგ კი სწორედ კენტავრებად ვგრძნობთ თავებს.“
სკლიარის წიგნები არაერთ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, შვედურად, ესპანურად, იტალიურად, ებრაულად, ქართულად და დანიურად. მისი თარგმნილი პროზა იუნესკოს თარგმანების საერთაშორისო ბიბლიოგრაფიაშია შესული.
ქართულ ენაზე თარგმნილია მისი რომანი „კაფკას ლეოპარდები“.
აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „კენტავრი ბაღში“ (1985)
- „კაფკას ლეოპარდები“ (2000)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ Babelio — 2007.
- 1 2 Base biographique — BIU Santé.
- ↑ http://diversao.terra.com.br/gente/noticias/0,,OI4964741-EI13419,00-Imortal+da+Academia+de+Letras+Moacyr+Scliar+morre+aos+anos.html
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118913344 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Levin, Janet (2012). „Moacyr Scliar“. Jewish Renaissance. 12 (1): 19.
- ↑ Folha Online. (2009) Prêmio São Paulo de Literatura divulga finalistas. Folha de S.Paulo.
- ↑ Prêmio São Paulo de Literatura 2010. Governo do Estado de São Paulo: Secretaria da Cultura (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 21 მარტი 2022.