მოალა
| მშობ. სახელი: ინგლ. Moala | |
|---|---|
|
| |
| გეოგრაფია | |
| 18°36′ ს. გ. 179°52′ ა. გ. / 18.600° ს. გ. 179.867° ა. გ. | |
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
| ფართობი | 62,5 კმ² |
| უმაღლესი წერტილი | 468 მ |
| ოლქი | აღმოსავლეთის ოლქი |
| პროვინცია | ლაუს პროვინცია |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 3000 |
| სიმჭიდროვე | 48 ად. /კმ² |
მოალა (ინგლ. Moala) — კუნძული ლაუს კუნძულების შემადგენლობაში, ფიჯის რესპუბლიკაში, წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად კუნძულები შედიან აღმოსავლეთის ოლქის ლაუს პროვინციის შემადგენლობაში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოალა მდებარეობს ფიჯის სამხრეთ ნაწილში, მოალის კუნძულების ჯგუფში, რომელიც ლაუს კუნძულების ჯგუფის ნაწილია და მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს დაახლოებით 160 კმ-ში ფიჯის დედაქალაქიდან — ქალაქ სუვადან.[1] გარს ეკვრის კოროს ზღვის წყლები. უახლოესი მატერიკი — ავსტრალია, მდებარეობს 2800 კმ-ში.[2]
გეოლოგიური თვალსაზრისით, მოალას აქვს ვულკანური წარმოშობა. კუნძულის ფართობი შეადგენს 62,5 კმ²-ს, ხოლო უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 468 მეტრს (მასზე მდებარეობს ორი კრატერული ტბა).[1][2]
მოალა დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით. მცენარეულობიდან ჭარბობს ქოქოსის პალმა. კლიმატი კუნძულზე ნოტიო ტროპიკულია. კუნძული განიცდის ციკლონების ნეგატიურ ზემოქმედებას.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ბრიტანელი მოგზაური უილიამ ბლაი, რომელმაც იგი აღმოაჩინა 1792 წელს. XVIII საუკუნის შუაში მოალა მოექცა კუნძულ მბაუს ბელადების კონტროლ ქვეშ, რომელიც მდებარეობს კუნძულ ვიტი-ლევუს სანაპიროდან შორიახლოს, ხოლო 1853 წელს დაიპყრეს ტონგელებმა. 1874 წელს კუნძული, როგორც ლაუს სხვა კუნძულები, გახდა ბრიტანეთის იმპერიის ფიჯის კოლონიის ნაწილი.[3]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 3000 ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ 9 სოფელში. მთავარი დასახლებული პუნქტია — ნაროი.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა (კოპრის წარმოება, კაკაო), თევზჭერა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Justine Vaisutis, Mark Dapin., Fiji, Lonely Planet, 2006, ISBN 1741042887.
- 1 2 3 Islands of Fiji. Moala. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-04-10.
- ↑ Douglas L. Oliver., Oceania: the native cultures of Australia and the Pacific Islands, ტ. 2, University of Hawaii Press, 1989, ISBN 0824810198.