მოაი (წყალქვეშა მთა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოაი
მოაის წყალქვეშა ვულკანი მსოფლიო ოკეანის ფონზე
მოაის წყალქვეშა ვულკანი მსოფლიო ოკეანის ფონზე
კოორდინატები: 27.1°00′00″ ს. გ. 109.85°00′00″ დ. გ. / 27.10000° ს. გ. 109.85000° დ. გ. / -27.10000; -109.85000
ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე
სიმაღლე 2500 
ტიპი წყალქვეშა ვულკანი
ასაკი პლეისტოცენური
ბოლო ამოფრქვევა >100 000 (ჩვ. წ.)
მოაი (წყალქვეშა მთა) — წყნარი ოკეანე
მოაი (წყალქვეშა მთა)

მოაი (ესპ. Moai) — წყალქვეშა ვულკანი, რომელიც ვრცელდება აღდგომის კუნძულის წყალქვეშა მთათა ჯაჭვსა თუ სალა-ი-გომესის ქედიდან დასავლური მიმართულებით. მოაი მდებარეობს პუკაოდან აღმოსავლეთით და აღდგომის კუნძულიდან დასავლეთით. ოკეანის ფსკერიდან ამოწეულია დაახლოებით 2500 მ სიმაღლეზე. კუნძულს ვერ ქმნის. მოაი ზღვის ზედაპირამდე რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული.[1] მოაის წყალქვეშა ვულკანი გეოლოგიური თვალსაზრისით ახალგაზრდა წარმონაქმნია, რომელიც განვითარდა უკანასკნელი ასი ათასი წლის განმავლობაში, ნასკას ფილის გავლით აღდგომის ცხელ წერტილზე.

მოაის წყალქვეშა მთას სახელი ეწოდა მიმდებარე აღდგომის კუნძულზე მდებარე მოაის ქანდაკებების პატივსაცემად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Haase, Karsten M.; Peter Stoffers and C. Dieter Garbe-Schönberg (October 1997). „The Petrogenetic Evolution of Lavas from Easter Island and Neighbouring Seamounts, Near-ridge Hotspot Volcanoes in the SE Pacific“. Journal of Petrology. 38 (06): 785–813. doi:10.1093/petrology/38.6.785. ციტირების თარიღი: 2010-03-16.