მოაბური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მოაბური ენასემიტური ენების ჯგუფის დასავლური შტოს ენა. ბგერათა სისტემის, მორფოლოგიის, სინტაქსისა და ლექსიკის მიხედვით იგი ძალიან ახლოა ბიბლიის ებრაულთან; მისგან განსხვავდება მრავლობითი რიცხვისა და უკუქცევითი ფორმების წარმოებით, რითაც იგი უფრო არამეულსა და აქადურს უახლოვდება. მოაბურ ენაზე ძველ აღმოსავლეთში მეტყველებდა სემიტური ტომი, რომელიც ცხოვრობდა მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე. მოაბურ ენაზე შექმნილი ერთადერთი ძეგლია სემიტურენოვანი ეპიგრაფიკის უძველესი ნიმუში — მოაბელთა მეფის მეშას წარწერა (დაახლ. ძვ. წ. 840).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]