მნაცაკანოვის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მნაცაკანოვის ხიდი — ხიდი ძველ თბილისში, მდებარეობდა დღევანდელი პეტრე ბაგრატიონის ძეგლის მახლობლად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XV საუკუნეში კახეთის ხიდი არსებობდა ცხვრის ფარის გადმოსარეკად, რომელიც XVII საუკუნეში დაინგრა შაჰ-აბასის შემოსევისას.

სეიდაბადის განაპირას ხიდის აშენების საკითხი არაერთხელ დაისვა 1830-40-იან წლებში. 1852 წელს ინჟინერმა ჰოგემაისტერმა და სამოქალაქო მოხელე რაისმა ააშენეს ხის ერთმალიანი თაღოვანი ხიდი, რომელიც 25 ათასი მანეთი დაჯდა. მშენებლობის დანახარჯების ამოსაღებად ამშენებლებმა ხიდის მომსახურებისთვის მაღალი გადასახადი დააწესეს, მაგრამ ერთ წელიწადში თბილისელმა ვაჭარმა ივანე მნაცაკანოვმა ხიდი იმავე თანხად - 25 ათასად გამოისყიდა და ქალაქს გადასცა. გადასახადი შემცირდა, შემოსული თანხა კი ქალაქის ხაზინაში ირიცხებოდა. მადლიერების ნიშნად ხიდს მნაცაკანოვის სახელი ეწოდა. ხის ხიდი მალევე გამოვიდა მწყობრიდან.

1857 წლიდან 1866 წლამდე ის არაერთხელ შეკეთდა, ხოლო 1866 წელს დაიკეტა და მალევე დაინგრა კიდეც. მომდევნო წელს კონკურსი გამოცხადდა საუკეთესო პროექტზე, მაგრამ ხიდის აგება მხოლოდ 1882 წელს მოხერხდა. 1877-1878 წლებში აქ ორი ბორანი მოქმედებდა. ახალი ლითონის ხიდი ძველის ადგილზე 1882 წელს ააგეს და ძველი ხიდის სახელწოდება გავრცელდა. ხიდმა იარსება ამ ადგილზე ორთაჭალაჰესის აშენებამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სარალიძე, ა., „თბილისის ხიდები“, გვ. 14, „ტფილისის ჰამქარი“, თბილისი, 2012
  • კვირკველია, თ., „ძველთბილისური დასახელებანი“, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1985.