მმართველი
მმართველი – პირი, რომელიც თავისი შეხედულებისამებრ მმართავს სახელმწიფოს, რეგიონს, დაწესებულებას, საწარმოს ან მეურნეობის საქმეებს.[1]
სიტყვა „მმართველი“ უფრო ხშირად გამოიყენება „მონარქის“ აღსანიშნავად და არა ნებისმიერი პოლიტიკური სისტემის პირობებში არსებული სახელმწიფოს მეთაურის, რადგან რესპუბლიკის ტიპის სახელმწიფოებში არ არსებობენ შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე „მმართველები“, არამედ შეიძლება არსებობდნენ მხოლოდ „სახელმწიფოს მეთაურები“, რომლებიც მართავენ ქვეყანას პარლამენტთან, სასამართლო ხელისუფლებასთან და ა.შ. ერთად. ეს სიტყვა ასევე შეიძლება გამოვიყენოთ რეგენტებისა და უზურპატორების აღსანიშნავად, მაგრამ ის „მონარქს“ უტოლდება, თუ იგი არჩეულია თავად ხალხის ან უხუცესთა კრების, ან მთავრობის პალატის, ან პარლამენტის, ან წმინდა სინოდის, ან სენატის მიერ. ის არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მონარქი კონკრეტულ ტერიტორიაზე, თუ მანამდე ამ სახელმწიფოში ან ქვეყანაში არ არსებობდა ცენტრალიზებული ხელისუფლება (მთავრობა, რომელიც ემორჩილება მონარქს, მმართველს). ამავე მიზეზების გამო, „მმართველის“ ცნება უფრო ზუსტი და სწორია, ვიდრე სიტყვა „მეფე“, უძველესი მონარქების ტიტულების აღსანიშნავად.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ალექსანდრე ელერდაშვილი. (2006)მმართველი — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. ფანტაზია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 07.07.2024. ციტირების თარიღი: 02.07.2025.