მლეფაატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მლეფაატი
მლეფაატი — ერაყი
მლეფაატი
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
კოორდინატები 36°18′ ჩ. გ. 43°33′ ა. გ. / 36.300° ჩ. გ. 43.550° ა. გ. / 36.300; 43.550
სიმაღლე ზღვის დონიდან 314
მონაცემები
ტიპი არქეოლოგიური ძეგლი
ისტორია
დაარსების დრო წინა-კერამიკული ნეოლითი A
აღმოჩენის წელი 1954

მლეფაატი — არქეოლოგიური ბორცვი, ყორღანი ზემო მესოპოტამიაში, რომელიც დასახლებული იყო წინა-კერამიკული ნეოლითი A-ს პერიოდში.

კვლევის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილი პირველად გათხარა რობერტ ბრეიდვუდმა 1954 წელს, რომელიც აქ ეძებდა ადრეული პრეისტორიის ნაკვალევს და 1948 წლიდან თხრიდა ნაყოფიერი ნახევარმთვარის მიმდებარე ბორცვიან ტერიტორიებს. იმ დროისათვის ადგილი უკვე დაზიანებული იყო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სამხედრო ობიექტის მშენებლობის გამო. 1984 წელს მოსულის სიძველეთა დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სამაშველო გათხრები მატი ბაბა ალტუნის ხელმძღვანელობით, რადგან ამ ადგილს საფრთხე ემუქრებოდა გზის მშენებლობის სახით. გათხრების კიდევ ორი სეზონი ჩატარდა 1989 და 1990 წლებში, ამჯერად სტეფან კაროლ კოზლოვსკის ხელმძღვანელობით.[1] მლეფაატი არის ადრეული ნეოლითური ძეგლების მცირე ნაწილი, რომელიც გათხრილია ჩრდილოეთ ერაყში და ასევე მოიცავს ქერმეზ-დერესა და ნემრიკი 9-ს.[2][1]

გარემო პირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მლეფაატი მდებარეობს ზემო მესოპოტამიაში, მდინარე ხაზირის ახლოს, ერაყში, ზღვის დონიდან 314 მეტრზე. ეს არის პატარა ბორცვი, დაახლოებით 90 მ. დიამეტრით და 2 მ. სიმაღლემდე.[3] მლეფაატის გარემო ძლიერ დეგრადირებულია და ხასიათდება ტენიანი სტეპის პირობებით. პოტენციურად, ტერიტორიას ახასიათებს სავანას ტიპის მცენარეულობა. მუხის ტყე შესაძლოა უფრო ახლოს ყოფილიყო ძეგლთან, ვიდრე დღეს არის. მლეფაატში ყოველწლიური ნალექი საკმარისია ზამთრის კულტივირებისთვის და არ საჭიროებს დამატებით მორწყვას.[1]

ათვისების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მლეფაატი იყო 0,7 ჰა ფართობის მქონე დასახლება, რომელიც განეკუთვნება წინა-კერამიკული ნეოლითი A-ს პერიოდს.[2] უფრო კონკრეტულად, მას მიაკუთვნებენ ტავრი-ზაგროსის კულტურის მრგვალი დასახლების ტიპს.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Savard, Manon; Nesbitt, M.; Gale, Rowena (2003). „Archaeobotanical evidence for early Neolithic diet and subsistence at M'lefaat (Iraq)“. Paléorient (ფრანგული). 29 (1): 93–106. doi:10.3406/paleo.2003.4756. ISSN 0153-9345.
  2. 2.0 2.1 Kozlowski, Stefan Karol (2006). „The hunter-gatherer “villages” of the PPNA/EPPNB“, Domesticating space : construction, community, and cosmology in the late prehistoric Near East, E. B. Banning, Michael Chazan (English), Berlin: Ex Oriente, გვ. 43-51. ISBN 978-3-9807578-3-6. OCLC 184820314. 
  3. Kozłowski, Stefan Karol; Kuzma, Kazimierz; Szymczak, Karol. La reprise des fouilles à M'lefaat (saison 1989/1990). ციტირების თარიღი: 2022-01-06
  4. Savard, Manon; Nesbitt, Mark; Jones, Martin K. (2006). „The role of wild grasses in subsistence and sedentism: new evidence from the northern Fertile Crescent“. World Archaeology (ინგლისური). 38 (2): 179–196. doi:10.1080/00438240600689016. ISSN 0043-8243.