მკვლელი ბაღლინჯოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მკვლელი ბაღლინჯოები
Reduvius personatus01.jpg
Reduvius personatus
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Reduviidae (Latreille, 1807)

მკვლელი ბაღლინჯოები (ლათ. Reduviidae) — ბაღლინჯოების ოჯახი. სხეულის სიგრძე 3-დან 30 მმ-მდეა (ჩვეულებრივ 10–20 მმ). შეფერილობა მუქი ან მურაა, ზოგჯერ კაშკაშა. ხორთუმი მოკლე, სქელი და ძლიერ მოხრილია. აქვთ შედარებით გრძელი ფეხები, თუმცა ნელა გადაადგილდებიან. ცნობილია 6000-ზე მეტი სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში; უპირატესად ტროპიკებში. ცხოვრობენ ხეებსა და ბუჩქებზე, ნიადაგში, ქვების ქვეშ, ცხოველთა ბუდეებსა და სოროებში, ადამიანის ნაგებობებში. უმრავლესობა მტაცებელია, იკვებებიან მწერებით (კლავენ ხორთუმის ჩხვლეტით და ამოსწოვენ). დიდი ზომის სახეობათა ნაკბენი ადამიანისათვის მტკივნეულია. Triatominae-ის ქვეოჯახის ამერიკული სახეობები, რომლებიც აღწევენ აშშ-ის ჩრდილოეთიდან ცენტრალურ შტატებამდე, თავისუფლად მცხოვრები სისხლისმწოველა ცხოველები არიან, გადააქვთ შაგასის დაავადება. სახლის მკვლელი ბაღლინჯო (Ploiaria domestica), რომელიც გარეგნულად ობობას ჰგავს, და ჭუჭყიანი, იგივე მორთული მკვლელი ბაღლინჯო (Reduvius personatus), 16–19 მმ სიგრძის მუქი ყავისფერი მწერი, ადამიანის სამოსახლოსა და სხვა ნაგებობების ტიპური მაცხოვრებლები არიან; ანადგურებენ ბუზებსა და სხვა მწერებს.[1][2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Жизнь животных, т. 3, М., 1969.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Тишечкин Д. Ю. ХИЩНЕЦЫ // Большая российская энциклопедия. т. 34. — М., 2017. — стр. 92.
  2. Хищнецы // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 28 — М., 1978.