მკვდრები (ნოველა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მკვდრები“

ავტორი ჯეიმზ ჯოისი
ქვეყანა ირლანდია
ენა ინგლისური
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1914
წინამორბედი ღვთის წყალობა

„მკვდრები“(ინგლ. The Dead) — ბოლო მოთხრობა, რომელიც გამოქვეყნდა ჯეიმზ ჯოისის, 1914 წელს გამოცემულ მოთხრობათა კრებულში დუბლინელები. კრებულში შესული სხვა მოთხრობები დაახლოებით 15 952 სიტყვაა, მკვდრები კი მათ შორის ზომით ყველაზე დიდია და ზომით მოთხრობას აჭარბებს.

მოთხრობის თემებია სიყვარული და დანაკარგი, ასევე საუბარია ირლანდიეთა იდენტობაზე.

მთავარი გმირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაბრიელ კონროი — მთავარი გმირი.
  • ქეით მორკენი და ჯულია მორკენი — გაბრიელის და მერი ჯეინის დეიდები. დები რომლებიც ყოველ წელს, საშობაოდ მართავენ წვეულებას.
  • მერი ჯეინ მორკანი — კეითის და ჯულია მორკენის დიშვილი.
  • ლილი — ზედამხედველის ქალიშვილი.
  • გრეტა კონროი — გაბრიელის მეუღლე.
  • მოლი ივორსი — გაბრიელის დიდი ხნის მეგობარი. ამავე დროს ირლანდიის ჭეშმარიტი პატრიოტი.
  • მისტერ ბრაუნი — ერთადერთი პროტესტანტი სტუმარი წვეულებაზე.
  • ფრედი მელინსი — გაბრიელ კონროის ალკოჰოლიკი მეგობარი.
  • მის მელინსი — ფრედის დედა.
  • ბარტელ დარსი — ცნობილი ტენორი.
  • პატრიკ მორკენი — ჯულიასა და ქეითის გარდაცვლილი ძმა ( მერი ჯეინის მამა). ის ცნობილი მოჯირითე იყო ირლანიაში.
  • მაიკლ ფური — გრეტას ახალგაზრდობის სიყვარული, რომელიც დაიღუპა მის ფანჯრებთან სიცივეში ლოდინის შემდეგ.

გაბრიელა კონროი, გრეტა კონროი, ქეითი და ჯულიანა მორკენები და ბარტელ დარსი არიან მოხსენიებულები ასევე ჯეიმზ ჯოისის მომდევნო ნაწარმოებ ულისეში.