შინაარსზე გადასვლა

მკვდარი ინტერნეტის თეორია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მკვდარი ინტერნეტის თეორია (ინგლ. “Dead Internet Theory”) — შეთქმულების თეორია რომელიც ამტკიცებს, რომ ინტერნეტი შეიცავს კოორდინირებული ინტერნეტ ბოტების აქტივობას და ავტომატურად გენერირებულ კონტენტს, საზოგადოებაზე მანიპულირების მიზნით, რათა დაამყაროს კონტროლი და შეამციროს ორგანულ ადამიანთა აქტივობა.[1][2][3][4][5]

თეორიის მომხრეები თვლიან, რომ არსებობს სპეციალურად შექმნილი სოციალური ბოტები, რომლებიც საძიებო სისტემების და ალგორითმების მანიპულირებას ახდენენ, რათა მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანონ. [6][7]თეორიის ზოგიერთი მომხრე სამთავრობო უწყებებს ადანაშაულებს ბოტების გამოყენებაში, საზოგადოების მიმართ მანიპულირების მიზნით. [2][6] ინტერნეტის „გარდაცვალების“ თარიღი, როგორც წესი, დაახლოებით 2016 ან 2017 წელია. მკვდარი ინტერნეტის თეორიამ მხარდაჭერა მოიპოვა, რადგან დაკვირვებული ფენომენების უმეტესობა რაოდენობრივად განსაზღვრადია, მაგალითად, ბოტების ტრაფიკის ზრდა, თუმცა ამ თემაზე არსებული ლიტერატურა სრულად არ ადასტურებს ამ თეორიას. [2][5][8]

წარმოშობა და გავრცელება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკვდარი ინტერნეტის თეორიის ზუსტი წარმოშობის წყარო უცნობია. 2021 წელს, ფორუმზე სახელად “Agora Road’s Macintosh Cafe” , მომხმარებელმა “IlluminatiPirate” [9]გამოაქვეყნა სტატია სახელად “მკვდარი ინტერნეტის თეორია: ინტერნეტის უმეტესი ნაწილი ყალბია.” მისივე თქმით, სტატია ეფუძნებოდა იმავე ფორუმისა და “Wizardchan” - ის წინა სტატიებს.[2]

შეთქმულების თეორია საზოგადოებრივ კულტურაში ფართო გაშუქების გზით შევიდა და სხვადასხვა მაღალი დონის YouTube არხზე განიხილებოდა.[2] მან უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო The Atlantic- ში გამოქვეყნებული სტატიით, სახელწოდებით „შესაძლოა, გამოგრჩათ, მაგრამ ინტერნეტი ხუთი წლის წინ „მოკვდა“ . ეს სტატია ფართოდ იქნა ციტირებული ამ თემაზე გამოქვეყნებულ სხვა სტატიებში.[10][11]

Page Not Found
გაფუჭებული ბმულის მაგალითი, მსგავსი ბმულები დროთა განმავლობაში იწვევს link rot-ს

მკვდარი ინტერნეტის თეორიას ორი ძირითადი კომპონენტი აქვს: რომ ვებგვერდზე ორგანული ადამიანის აქტივობა ბოტებითა და ალგორითმულად კურირებული ძიების შედეგებით ჩანაცვლდა და რომ სახელმწიფო ამას კოორდინირებული ძალისხმევით საზოგადოებაზე მანიპულირების მიზნით აკეთებს. [12] [13][14]თეორიის პირველი ნაწილია ის, რომ ბოტები ადამიანებზე მეტ კონტენტს ქმნიან, ეს ფაქტი დიდი ხნის მანძილზე იყო შეშფოთების საკითხი, "IlluminatiPirate" - ის ორიგინალი პოსტი ციტირებს სტატიას “ინტერნეტის რა ნაწილია ყალბი? როგორც სჩანს ძალიან დიდი”.[2][15][13] მკვდარი ინტერნეტის თეორია ასევე მოწმობს, რომ გუგლი და სხვა საძიებო სისტემები, არასასურველი კონტენტის გაფილტვრით ახდენენ ვებ-გვერდების ცენზურას, რაც ზღუდავს ძიების შედეგებში წარმოდგენილ კონტენტს.[12] მიუხედავად იმისა, რომ გუგლი კონკრეტული ძიებისთვის მილიონობით შედეგს აჩვენებს, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი შედეგები ამას არ ასახავს. ამ პრობლემას ამწვავებს ბმულების გახრწნის ("Link rot") სახელით ცნობილი ფენომენი, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ვებსაიტზე არსებული კონტენტი მიუწვდომელი ხდება და სხვა საიტებზე გადასასვლელი ყველა ბმული გაფუჭებულია.[12] ამან განაპირობა თეორია, რომ გუგლი პოტიომკინის სოფელია და ძიების არეალი გაცილებით მცირეა, ვიდრე გვგონია.[12] „მკვდარი ინტერნეტის თეორია“ ვარაუდობს, რომ ეს შეთქმულების ნაწილია, რომლის მიზანია მომხმარებლების ხელოვნური კონტენტით შეზღუდვა.

მკვდარი ინტერნეტის თეორიის მეორე ნახევარი ვარაუდობს, რომ აშშ-ს მთავრობა და კორპორაციები განზრახ ზღუდავენ მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტით, რათა სხვადასხვა მიზეზის გამო მანიპულირება მოახდინონ ადამიანთა პოპულაციაზე. [2][12][13][14]თავდაპირველ პოსტში, იდეა, რომ ბოტებმა ჩაანაცვლეს ადამიანური კონტენტი, აღწერილია, როგორც „ინსცენირება“, თავად თეორიის თეზისი შეერთებული შტატების მთავრობაზეა ორიენტირებული და აცხადებს: „აშშ-ს მთავრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელოვნური ინტელექტით მართული გაზლაითინგით არის დაკავებული“. [2][6]

ექსპერტთა მოსაზრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ChatGPT-ის სქრინშოტი Mozilla Firefox- ში

მედია პლატფორმა New Models- ის დამფუძნებელი, კეროლაინ ბუსტა 2021 წლის სტატია The Atlantic- ში ამბობს, რომ მკვდარი ინტერნეტის თეორია “პარანოიული ფანტაზიაა”[2] თუმცა ეთანხმება „ზოგად იდეას“. The New Atlantis-ის გამოქვეყნებულ სტატიაში რობერტ მარიანიმ, იდეას შეთქმულების თეორიისა და კრიპიპასტას ნაზავი უწოდა. [6]

2024 წელს, მკვდარი ინტერნეტის თეორია ზოგჯერ გამოიყენებოდა ენობრივი მოდელების (LLM) მეშვეობით გენერირებული კონტენტის ზრდის აღსანიშნავად, როგორიცაა ChatGPT, [1][16][17][18] თომას სომერერის 2025 წლის სტატიაში განხილულია „მკვდარი ინტერნეტის თეორიის“ ეს ნაწილი, სადაც სომერერი ადამიანის მიერ გენერირებული კონტენტის ხელოვნური კონტენტით ჩანაცვლებას „გარდაუვალ მოვლენას“ უწოდებს.[17] სომერერი აცხადებს, რომ „მკვდარი ინტერნეტის თეორია“ არ არის სამეცნიერო ხასიათის, არამედ ასახავს ინტერნეტის საზოგადოებრივ აღქმას. [17] „Journal of Cancer Education“- ის კიდევ ერთ სტატიაში იყო განხილული „მკვდარი ინტერნეტის თეორიის“ გავლენა კიბოსთან ბრძოლის ონლაინ ფორუმებზე, კერძოდ, ყურადღება გამახვილდა იმ პაციენტებზე რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ფორუმზე მხარდაჭერა ხელოვნური ინტელექტისგან მოდის და არა ნამდვილი ადამიანებისგან. [18]

ChatGPT AI ჩატბოტი რომლის 2022 წლის ბოლოს ფართო საზოგადოებისთვის წვდომამ ჟურნალისტები აიძულა, მკვდარი ინტერნეტის თეორიას პოტენციურად უფრო რეალისტური ეწოდებინათ, ვიდრე ადრე იყო.[3][19] ChatGPT-ის გამოსვლამდე, მკვდარი ინტერნეტის თეორია ძირითადად ხაზს უსვამდა სამთავრობო ორგანიზაციებს, კორპორაციებსა და ტექნოლოგიურად განათლებულ პირებს. ამ ახალმა ტექნოლოგიამ გამოიწვია შეშფოთება, რომ ინტერნეტი გაივსებოდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი კონტენტით, რომელიც ორგანულ ადამიანურ კონტენტს დაფარავდა.[3][19][20][21]

2016 წელს, უსაფრთხოების კომპანია Imperva-მ ბოტების ტრაფიკის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში და დაადგინა, რომ ვებ ტრაფიკის 52%-ზე ავტომატიზირებული პროგრამები იყო პასუხისმგებელი.[22][23] ეს ანგარიში მკვდარი ინტერნეტის თეორიის შესახებ მტკიცებულებად არის გამოყენებული. [2]Imperva-ს 2023 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინტერნეტ ტრაფიკის 49.6% ავტომატიზირებული იყო, რაც 2%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, რაც ნაწილობრივ განპირობებულია ხელოვნური ინტელექტის მოდელებით[16]  

  1. 1 2 Walter, Y. (February 5, 2024). "Artificial influencers and the dead internet theory". AI & Society. 40: 239–240. doi:10.1007/s00146-023-01857-0. Archived from the original on February 8, 2024. Retrieved February 8, 2024..
  2. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Tiffany, Kaitlyn (August 31, 2021). "Maybe You Missed It, but the Internet 'Died' Five Years Ago". The Atlantic. Archived from the original on March 6, 2023. Retrieved March 6, 2023..
  3. 1 2 3 Hennessy, James (18 Dec 2022). „Did A.I. just become a better storyteller than you?“. The Story. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 June 2023. ციტირების თარიღი: 16 June 2023.
  4. ↑ „Une théorie du complot affirme qu'internet est « mort » depuis 2016“. Ouest-France.fr (French). 6 September 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-06. ციტირების თარიღი: 2023-03-06.
  5. 1 2 Vladisavljević, Radovan (2023). Challenges of modern economy and society through the prism of green economy and sustainable development. 
  6. 1 2 3 4 Mariani, Robert (2023). "The Dead Internet to Come". The New Atlantis. 73 (73): 34–42. JSTOR 27244117. Archived from the original on January 23, 2024. Retrieved January 23, 2024..
  7. ↑ Gonzales III, Vic (June 28, 2023). "The Internet is Dead: The Truth Behind the Dead Internet Theory". Capiz News. Archived from the original on July 4, 2023. Retrieved July 4, 2023.. 
  8. ↑ Codreanu, Claudiu (2023). Policy Paper Nr. 35/2023: Departe de utopii și distopii. Impactul AI asuprasecurității cibernetice. 
  9. ↑ IlluminatiPirate (January 5, 2021). "Dead Internet Theory: Most of the Internet is Fake". Agora Road's Macintosh Cafe. Retrieved November 14, 2024..
  10. ↑ Gopani, Avi (September 6, 2021). "Conspiracy Theorists Says The Internet Has Been Dead Since 2016". Analytics India Magazine. Archived from the original on June 16, 2023. Retrieved June 16, 2023..
  11. ↑ Naraharisetty, Rohitha (October 31, 2022). "What the 'Dead Internet Theory' Predicted About the Future of Digital Life". The Swaddle. Archived from the original on March 6, 2023. Retrieved March 6, 2023..
  12. 1 2 3 4 5 Dao, Bridgit (2023). The Metaweb The Next Level of the Internet. CRC Press. ISBN 9781000960495. Archived from the original on March 19, 2024. Retrieved March 1, 2024..
  13. 1 2 3 Felton, James (February 1, 2024). "Dead Internet Theory: According To Conspiracy Theorists, The Internet Died In 2016". iflscience. Archived from the original on February 26, 2024. Retrieved April 7, 2024..
  14. 1 2 Grothaus, Michael (April 4, 2024). "Is the 'Dead Internet' theory suddenly coming true? This could be a sign". Fast Company. Retrieved June 21, 2024..
  15. ↑ Read, Max (December 26, 2018). "How Much of the Internet Is Fake? Turns Out, a Lot of It, Actually". New York:Intelligencer. Archived from the original on June 19, 2023. Retrieved June 19, 2023..
  16. 1 2 Griffin, Andrew (17 April 2024). „Humans now share the web equally with bots, report warns amid fears of the 'dead internet'“. Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 7, 2024. ციტირების თარიღი: 7 May 2024.
  17. 1 2 3 Sommerer, Thomas (2025). "Baudrillard and the Dead Internet Theory. Revisiting Baudrillard's (dis)trust in Artificial Intelligence". Philosophy & Technology. 38 (54). doi:10.1007/s13347-025-00878-5. Retrieved May 19, 2025..
  18. 1 2 McLean, Aaron Lawson; Hristidis, Vagelis (2025). "Evidence-Based Analysis of AI Chatbots in Oncology Patient Education: Implications for Trust, Perceived Realness, and Misinformation Management". Journal of Cancer Education. doi:10.1007/s13187-025-02592-4. Retrieved May 19, 2025..
  19. 1 2 Beres, Damon (27 January 2023). „Death by a Thousand Personality Quizzes“. The Atlantic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 June 2023. ციტირების თარიღი: 20 June 2023.
  20. ↑ Agarwal, Shubham (8 August 2023). „AI is ruining the internet“. Business Insider. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 28, 2023. ციტირების თარიღი: 30 September 2023.
  21. ↑ Stenzel, Gerhard; Zorn, Maximilian; Altmann, Philipp; Mansky, Maximilian Balthasar; Kölle, Michael; Gabor, Thomas (July 2024). "Self-Replicating Prompts for Large Language Models: Towards Artificial Culture". ALIFE 2024: Proceedings of the 2024 Artificial Life Conference. The 2024 Conference on Artificial Life. doi:10.1162/isal_a_00813. Retrieved October 27, 2024..
  22. ↑ LaFrance, Adrienne (31 January 2017). „The Internet Is Mostly Bots“. The Atlantic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 June 2023. ციტირების თარიღი: 17 June 2023.
  23. ↑ "Bot Traffic Report 2016 | Imperva". Blog. January 24, 2017. Archived from the original on June 4, 2024. Retrieved June 4, 2024..