მკვდარი არმიის გენერალი
| „მკვდარი არმიის გენერალი“ | |
|---|---|
| „Gjenerali i Ushtrisë së vdekur“ | |
| ავტორი | ისმაილ კადარე |
| ქვეყანა | ალბანეთი |
| ენა | ალბანური |
| თემა | ისტორია |
| ჟანრი | რომანი |
| გამომცემელი | W. H. Allen, Sh.B. Naim Frashëri |
| გამოცემის თარიღი | 1963 |
| ქართულად გამოიცა | 2022 |
მკვდარი არმიის გენერალი — ისმაილ კადარეს რიგით პირველი რომანი, რომელიც 1963 წელს გამოიცა. იმ დროისათვის მწერალი 26 წლის იყო. რომანმა დიდი კრიტიკა და, ამასთანავე, აღიარება მოიპოვა.[1][2] რომანის დაწერისკენ მწერალი წაახალისა დრაგო სილიჩმა, ლიტერატურულმა კრიტიკოსმა და სახელმწიფო საგამომცემლო სახლის „Naim Frashëri“ დირექტორმა.[3]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1960-იანი წლების დასაწყისში, თითქმის 20 წლის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, იტალიელი გენერალი, რომელსაც თან ახლავს მღვდელი (ისიც იტალიის არმიის პოლკოვნიკი) იგზავნება ალბანეთში, რათა იპოვოს და შეაგროვოს ომის დროს დაღუპული თავისი თანამემამულეების ნეშტები, და დააბრუნოს ისინი იტალიაში დასამარხად.[1] როდესაც ისინი გათხრებს დაიწყებენ, განცვიფრებულნი არიან მათი მისიის მასშტაბით. გენერალი მღვდელს ესაუბრება ომისა და ამ საქმიანობის უაზრობაზე.
ალბანეთის სიღრმეში ჩასვლისას მათ აღმოაჩინეს, რომ მათ უკან მოსდევს სხვა გენერალი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გერმანელი ჯარისკაცების ნეშტებს ეძებს. ისიც, როგორც მისი იტალიელი კოლეგა, დაუფასებელ საქმეს ეწევა, ცდილობს, სამშობლოში დასაბრუნებლად ნეშტები იპოვოს. ამასთან, სვამს კითხვას, რამდენად ღირებულია მსგავსი მცდელობები ეროვნული ღირსების გადასარჩენად.
შეფასება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თუკი იმ დროის სხვა მწერლები კომუნისტურ რევოლუციას აქებდნენ საკუთარ ნაწარმოებებში, კადარემ თავი აარიდა სოციალისტური რეალიზმის სტილს და განზრახ უგულებელყო კომუნისტური პარტია. ამის გამო თავდაპირველად რომანი კრიტიკული შეფასების ობიექტი გახდა ალბანელი ოფიციალური ლიტერატურული კრიტიკოსების მხრიდან.[4]
უცხოელი კრიტიკოსებისგან რომანმა მრავალი დადებითი რეცენზია მიიღო. რიჩარდ ედერმა The New York Times-ის განაცხადა:
„კადარე ირონიულად და მშრალი ტონით მიიწევს სიბნელეში... [ის] არ აკეთებს გზავნილებს; ის მათ მომაკვდინებელ სიცოცხლეს ანიჭებს[5]“
|
The Boston Globe-მა ის „ძლიერ და შთამბეჭდავ ალბანურ რომანად" შეაფასა. ალან ბრაუნჯონმა The Times Literary Supplement-დან რომანი შეაფასა როგორც „ამაღელვებელი, მდიდარი ტკივილით აღსავსე დეტალებით".[6]
„მკვდარი არმიის გენერალი“ Le Monde-ის საუკუნის 100 წიგნის სიაშიც მოხვდა.
მიუხედავად იმისა, ისმაილ კადარეს „მკვდარი არმიის გენერალი“ მწერლის ყველაზე ცნობილი რომანია, თავად ავტორი თავის საუკეთესო ნამუშევრად მაინც არ მიიჩნევდა.[7]
ადაპტაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანი საფუძვლად უდევს სამ ფილმს, ესენია: ლუჩიანო ტოვოლის The General of the Dead Army, დიმიტერ ანაგნოსტის The Return of the Dead Army, ბერტრან ტავერნიეს Life and Nothing But.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Guppy, Interviewed by Shusha. (24 April 1998) The Art of Fiction No. 153. The Paris Review.
- ↑ „RICHARD EDER“. September 30, 2008.
- ↑ Jorgaqi, Nasho. Drago, një jetë e shkurtër, një emër jetëgjatë. Shekulli.
- ↑ Morgan, Peter (2011). Kadare: Shkrimtari dhe diktatura 1957-1990 (sq). Tiranë: Shtëpia Botuese "55", გვ. 89. ISBN 978-9928-106-12-4.
- ↑ Richard Eder (30 Sep 2008). „Leading a Dark Mission to Albania's Fields of Bones“. The New York Times.
- ↑ Alan Brownjohn (10 Nov 2000). „Kingdom of Bones“. Times Literary Supplement.
- ↑ "Ismail Halit Kadare... vjershat tuaja janë shkruar në një gjuhë që letërsia nuk e pranon fare" (26 September 2019).