მიჰრი მიუშფიკ ჰანიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მიჰრი მიუშფიკ ჰანიმი
Mihri Müşfik Hanım.jpg
მშობლიური სახელი Mihri Müşfik Hanım
დაბადების სახელი Mihri Achba
დაბადების თარიღი 26 თებერვალი, 1886
ქადიქიოი, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1954 (67-68 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
დაკრძალულია პაუფერის სასაფლაო, ჰარტ-აილენდი, ბრონქსი
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) მიუშფიკ სელამი ბეი
მშობლები მამა: აჰმედ რასიმ ფაშა აჩბა
დედა: ფატმა ნეშედილ ჰანიმი

მიჰრი მიუშფიკ ჰანიმი (თურქ. Mihri Müşfik Hanım; დაბ. მიჰრი აჩბა (თურქ. Mihri Achba); დ. 26 თებერვალი, 1886, ქადიქიოი, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 1954, ნიუ-იორკი, აშშ),[1] ასევე ცნობილია, როგორც მიჰრი რასიმი — ერთ-ერთი პირველი და ცნობილი თურქი ქალი მხატვარი. პირველი თანამედროვე სამხატვრო ნამუშევრების შემსწავლელი. განსაკუთრებით აღიარებულია მისი საპორტრეტო ნამუშევრებით. შეუქმნია ისეთი ცნობილი ადამიანების პორტრეტები, როგორიცაა მუსტაფა ქემალ ათათურქი და პაპი ბენედიქტე XV.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსცენტრიული და ბოჰემური მხატვარი მიჰრი მიუშფიკ ჰანიმი დაიბადა 1886 წლის 26 თებერვალს სტამბოლში, ქადიქიოის რაიონში, ანჩაბაძეების დინასტიაში, როგორც ანჩაბაძის პრინცესა, რასიმ ფაშას სასახლეში.[2] მისი აფხაზი მამა, პრინცი და დოქტორი აჰმედ რასიმ ფაშა,[2] იყო ანატომიის სპეციალისტი და ინსტრუქტორი მედიცინის სამხედრო სკოლაში. ფორმალურ დოკუმენტებში და ოჯახის წერილებში, იგი ასევე მოიხსენიება ამ დაწესებულების პრეზიდენტად. აჰმედ რასიმ ფაშის დახვეწილი გემოვნება და მუსიკის, მხატვრობისა და ლიტერატურის ინტერესმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისი ქალიშვილის მხატვრული გეზის ფორმირებაში. გარდა ამისა, მისი, როგორც ექიმის რეპუტაციის გარდა, რასიმ ფაშა ასევე ცნობილი იყო თავისი მუსიკის, საღამო შეკრებისა და საზზე დაკვრის ინტერესით. ამ მხრივ, ის სტამბოლის ელიტების მაგალითია, როგორც „შემთხვევითი მრავალფეროვნება“. მიჰრი ჰანიმის აფხაზი დედა, ფატმა ნეშედილ ჰანიმი, რასიმ ფაშას ცოლებიდან ერთ-ერთი იყო. მისი უმცროსი და, ენისე ჰანიმი იყო სხვა განთქმული მხატვრის, ჰალე ასაფის დედა.

ევროპაში გამგზავრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიპური დასავლური განათლების მიღებით, მიჰრი ჰანიმი დაინტერესდა ლიტერატურით, მუსიკითა და ფერწერით. პირველი კერძო გაკვეთილები მიიღო იტალიელი აღმოსავლეთმცოდნე მხატვარისგან, ფაუსტო ზონაროსგან, სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონში მდებარე მის სტუდიაში. მიჰრი ჰანიმს შეუყვარდა აკრობატული კომპანიის იტალიელი დირექტორი, რომელიც სტამბოლს სტუმრობდა. ამის შემდგომ, მიჰრი ჰანიმი ჯერ რომში და შემდეგ პარიზში გაემგზავრა, როგორც ჩანს, ხელოვნების წრეებში ჩართვის სურვილით. ერთ დროს, ის ცხოვრობდა და მუშაობდა მონპარნასში მდებარე ბინაში, არსებობისთვის, იგი პორტრეტებს ხატავდა და ბინის ერთ ოთახს სტუდენტებზე აქირავებდა. ერთ-ერთი ასეთი დამქირავებელი მიუშფიქ სელამი ბეი გახდა, სორბონის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტი, რომელზეც მოგვიანებით დაქორწინდა. მიუშფიქ ბეი, ბურსის ცნობილი პიროვნების, სელამი ბეის ვაჟი გახლდათ, რომელიც დაინტერესებული იყო პოლიტიკით, ისტორიითა და ლიტერატურით. მათი ქორწინების თარიღი უცნობია.

სტამბოლში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიჰრი ჰანიმი წარუდგინეს ოსმალეთის ფინანსთა მინისტრ ჯავიდ ბეის, რომელიც ბალკანეთის ომის დასრულების შემდეგ წარგზავნილი იყო პარიზში საფრანგეთის მთავრობასთან მოლაპარაკების საწარმოებლად.

მან ოსმალეთის განათლების მინისტრს მიჰრი ჰანიმის სარეკომენდაციო დეპეშები გაუგზავნა. საბოლოოდ, ის სტამბოლის ქალთა მასწავლებელთა სკოლის ხელოვნების პედაგოგად დანიშნეს 1913 წელს. როდესაც 1914 წელს დაარსდა გოგონების სახვითი ხელოვნების სკოლა, მათემატიკოს სალიჰ ზეკი-ბეისთან შეხვედრის შემდეგ, მიჰრი ხანიმი დირექტორის და მასწავლებლის თანამდებობაზე დაინიშნა.

მიჰრი ჰანიმი მეგობრობდა ახალი ლიტერატურული მოძრაობის პოეტებთან, განსაკუთრებით მის ერთ-ერთ ლიდერთან, თევფიკ ფიქრეტთან. მისი სახლი აშიანში გარკვეული პერიოდი მიჰრი ჰანიმის სტუდია გახდა.

მიჰრი ჰანიმი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია ჟურნალისტ ჰუსეინ ჯამიტ იალჩინთან და მსჯავრდებულ, ყოფილ ფინანსთა მინისტრ, ჯავის ბეისთან ვიზიტის გამო. საპასუხოდ იგი თავის მოსწავლეებთან ერთად 1919 წელს ეწვია გაზეთ Tanin-ს და დაგმო ბრალდებები. მისმა მჭიდრო ურთიერთობამ ერთიანობისა და პროგრესის პარტიასთან აიძულა ანტანტის მიერ სტამბოლის ოკუპაციის დროს ქალაქი დაეტოვებინა და გამგზავრებულიყო იტალიაში 1919 წელს. დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ მიჰრი ჰანიმი დაუბრუნდა მასწავლებლობას გოგონების სახვითი ხელოვნების სკოლაში.

მოგზაურობა იტალიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წლის ბოლოს მიჰრი ჰანიმი კვლავ გაემგზავრა იტალიაში, ხოლო მომდევნო წელს მეუღლეს დასცილდა. იტალიაში მას ჰქონდა რომანი ადგილობრივ პოეტთან, გაბრიელე დ’ანუნციოსთან, რომელიც გაიცნო მეგობარი მხატვარის რენატო ბროზის საშუალებით. გაბრიელე დ’ანუნციოს წყალობით მხატვარს მიეცა პაპის პორტრეტის დახატვის და სამლოცველოში ფრესკების აღდგენაზე მუშაობის შესაძლებლობა.

გვიანდელი პერიოდი და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკის დაარსებიდან მიჰრი ჰანიმი მალევე დაბრუნდა თურქეთში, სადაც დახატა ათათურქის პორტრეტი და პირადად წარადგინა პრეზიდენტის რეზიდენციაში-ჩანკაის სასახლეში ანკარაში.

შემდეგ მიჰრი ჰანიმი გაემგზავრა რომში, პარიზში, შემდეგ კი აშშ — ში (ნიუ – იორკი, ბოსტონი, ვაშინგტონი და ჩიკაგო). გაურკვეველია მისი თურქეთიდან წასვლისა და ამერიკაში ჩასვლის დეტალები.

1938–1939 წლებში მუშაობდა ნიუ-იორკში ლონგ-აილენდზე გამართულ მსოფლიო გამოფენაზე. ამ პერიოდში მიჰრი ჰანიმმა შექმნა რეზზან ელმანის, ჟურნალისტ ახმეთ ემინის მეუღლის პორტრეტი, რომელიც მაშინ ნიუ-იორკში ცხოვრობდა. იგი ასევე მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის დროს ნიუ იორკში გამოქვეყნებული სხვადასხვა ჟურნალის გარეკანის ილუსტრაციებზე[3]. ბოლო წლები მან სიღარიბეში გაატარა. გარდაიცვალა 1954 წელს. დაკრძალეს უპოვართა სასაფლაოზე, ჰარტ აილენდზე, ნიუ იორკში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. İstanbul Kadın Müzesi — Mihri Hanım (თურქ.)
  2. 2.0 2.1 Bardakçı, Murat (2015-03-02). „Mihri Rasim’in saklı hayatı“. Habertürk (Turkish). ციტირების თარიღი: 2015-03-15.
  3. köksal, Duygu; Falierou, Anastasia (October 10, 2013). A Social History of Late Ottoman Women: New Perspectives. BRILL. ISBN 978-9-004-25525-8.