მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმი — ისტორიული ძეგლი თბილისის სოფელ დიღომში, ეკუთვნოდა ცნობილ ქართველ საბჭოთა რეჟისორს და მსახიობს, სსრკ-ის სახალხო არტისტს, მიხეილ ჭიაურელს (1894-1974 წწ.). სახლი ორსართულიანია, აგებულია აგურით, გადახურულია კრამიტით. შედგება ოთხი ოთახისა და დერეფნისგან. დერეფნის მარჯვენა მხარეს მდრბარე ორი ოთახი ოჯახის საკუთრებაა. მარცხენა მხარეს განლაგებულ ორ ოთახში კი მოთავსებულია მუზეუმი. უკანა მხარეს სახლს მთელ სიგრძე დიდი აივანი აქვს. მუზეუმის პირველ ოთახში მიხეილ ჭიაურელის მოღვაწეობის ამსახველი მასალაა გამოფენილი. მეორე სამუშაო ოთახია. აქ დგას კაკლის დიდი საწერი მაგიდა და სავარძელი. თაროზე აწყვია მიხეილ ჭიაურელის პირადი ნივთები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]