მიხეილ ჭაბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მიხეილ ჭაბაშვილი
დაბ. თარიღი 14 ოქტომბერი, 1916
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 1996
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიხეილ ნიკოლოზის ძე ჭაბაშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1916, თბილისი — გ. 1996) — ქართველი ენათმეცნიერი, ლექსიკოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1950), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1960), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის კომისიის სწავლული მდივანი (1958–1965); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე (1965–1985), საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრი (1982–1996), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი (1971–1987), სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელი (1982-1996); ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (ერთტომეულის, 1986) რედაქტორი (მთავარი რედაქტორი არნოლდ ჩიქობავა). დიდი სამამულო ომის (1941–1945) მონაწილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჭაბაშვილი ძირითადად მუშაობდა ლექსიკოგრაფიაში, აგრეთვე ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკის ნორმალიზაციის საკითხებზე. მონაწილეობდა სხვადასხვა დარგის სამეცნიერო ტერმინოლოგიის დამუშავებაში. შეადგინა უცხო სიტყვათა ლექსიკონი (I გამოცემა — 1964, II — 1973). ჭაბაშვილი მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ (ტ. 1—8, 1950-1964) შედგენაში, რისთვისაც სხვებთან ერთად საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია მიენიჭა (1971). დაჯილდოებულია სამამულო ომის II ხარისხის ორდენით. 1996 წელს გამოიცა ჭაბაშვილის მიერ 1991–1992 წლებში დაწერილი „მოგონებები“.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]