მიხეილ ცხაკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცხაკაია (მრავალმნიშვნელოვანი).
Disambig-dark.svg ეს სტატია ექიმს ეხება. ბოლშევიკის შესახებ იხილეთ მიხა ცხაკაია.

მიხეილ ცხაკაია (დ. 10 დეკემბერი, 1890, ქუთაისი — გ. 23 მარტი, 1952, თბილისი) — ქართველი ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მეცნიერული ორთოპედიის ფუძემდებელი საქართველოში; პროფესორი (1935); საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ექიმი (1943), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1949).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1932-1946 წლებში ერთდროულად იყო თბილისის სამედიცინო და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სამხედრო-საველე კათედრის გამგე; 1944 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ორთოპედიის კათედრას; სსრკ-გერმანიის ომის პერიოდში იყო სპეციალიზებული ევაკოჰოსპიტლების კონსულტანტი; 1932 წელს რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა საქართველოში პირველი ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური კათედრა, რომლის ბაზაზე 1946 წელს დაარსდა ორთოპედიისა და აღდგენითი ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სამამულო ომის ინვალიდებისათვის, რომლის დირექტორი იყო 1950 წლამდე; შეისწავლა თეორიული და კლინიკური ქირურგიის ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის , აგრეთვე დესმურგიისა და სხვა საკითხებს, შემოიღო პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენების ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდები. 1949 წელს დაიცვა სადისერტაციო თემა „ქუსლის ძვლის დახურული მოტეხილობა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]