შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ჩიქოვანი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიქოვანი.
მიხეილ ჩიქოვანი
დაბ. თარიღი 25 მარტი, 1909(1909-03-25) ან 1909[1]
გარდ. თარიღი 24 ოქტომბერი, 1983(1983-10-24) ან 21 ოქტომბერი, 1983(1983-10-21)[2]
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა ლიტერატურული კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე[1] , ფოლკლორისტი[1] და man of letters[1]
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიხეილ იასონის ძე ჩიქოვანი (დ. 25 მარტი, 1909, სოფ. ცხუკუშერი (ცაგერის რაიონი) — გ. 24 ოქტომბერი, 1983, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი, ქართული ფოლკლორის პოპულარიზატორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1950), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987), ნარატიული ფოლკლორის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი (1972).

მიხეილ ჩიქოვანმა 1932 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1933 წელს ნიკო მარის რეკომენდაციით ჩაირიცხა ასპირანტურაში და მივლინებული იქნა პეტერბურგში, ენისა და აზროვნების ინსტიტუტში. 1936-1983 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებას და არქივს, ეწეოდა ინტენსიურ სამეცნიერო-კვლევით, საექსპედიციო-შემკრებლობით, საგამომცემლო და პედაგოგიურ საქმიანობას.

იკვლევდა ზოგადი და კერძო ფოლკლორისტიკისა და ლიტერატურულ-ფოლკლორულ ურთიერთობათა პრობლემებს („ხალხური ვეფხისტყაოსანი“, 1936-37; „საქართველოს სამეფო კარის მგოსნები“, 1949; „იაკობ გოგებაშვილი და ზეპირსიტყვიერება“, 1950; „დავით გურამიშვილი და ხალხური პოეზია“, 1955; „ვაჟა-ფშაველა და ხალხური პოეზია“, 1956; „აკაკი წერეთელი და ხალხური სიტყვიერება“, 1958; „სულხან-საბა ორბელიანი და ხალხური შემოქმედება“, 1959; „შოთა რუსთაველი და ქართული ფოლკლორი“, 1966; „ილია ჭავჭავაძე და ხალხური შემოქმედება“, 1989), ქართულ ეპოსს („მიჯაჭვული ამირანი“, 1947; „ეთერიანი“, 1954; „ქართული ეპოსი“, I-II, 1959-65; „ამირანის თქმულება“, 1961) და მითოლოგიას („ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები“, 1971), ფოლკლორის თეორიის საკითხებს („ხალხური შემოქმედების ისტორიისა და თეორიის საკითხები“, 1986); ავტორია სახელმძღვანელოებისა („ქართული ფოლკლორი“,1946; „ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია“, 1952, 1956, 1975).

იგი არის „ქართული ხალხური პოეზიის“ (I-XII, 1972-84) კორპუსის გამოცემის ინიციატორი, შემდგენელი და მთავარი რედაქტორი. მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა „ქართული ფოლკლორის სერია“, (I-IV, 1936-40), პეტრე უმიკაშვილის „ხალხური სიტყვიერება“ (I-IV, 1964), თედო რაზიკაშვილის მიერ ფშავში და თუშეთში შეკრებილი ლექსები (1953), ქართლ-კახეთში და ფშავში შეკრებილი ზღაპრები (I-1951, II-1952), კათოლიკე მისიონერის ბერნარდო ნეაპოლიტანელის მიერ XVII საუკუნეში ჩაწერილი ქართული ზღაპრების კოლექცია (1961), „ხალხური სიტყვიერება“ ( I-V, 1950-1956), „ხალხური სიბრძნე“ ( I-V ,1963-65), „ქართული ფოლკლორი. მასალები და გამოკვლევები“ (I-XIII, 1964-83), „ქართული ფოლკლორის ლექსიკონი“ ( I-II, 1974-75), ვაჟა-ფშაველას (I-X, 1960-64) და ვასილ ბარნოვის (I-X,1961-64) თხზულებათა ტომეულები და სხვა. დაიწყო „ქართული ხალხური პროზის“ ოცტომიანი კორპუსის გამოსაცემად მომზადება, რომლის პირველი ხუთი ტომი თავად შედგინა.

მისი გამოკვლევები და შედგენილ-რედაქტირებული ქართული ფოლკლორის კრებულები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, უნგრულ, ჩეხურ და ბულგარულ ენებზე.

ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფოლკლორის საკოორდინაციო საბჭოს, იყო საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია. წიგნი I. თბ.: თბილისის უნ-ტის გამ-ბა , 1975.
  • Грузинские народные сказки, Тб., 1939, 1954, 1956, 1971, 1986; Амираниани, Тб., 1960.
  • Сказания и легенды, Тб., 1963; Народный грузинский эпос о прикованном Амирани, М., 1966.
  • Народный юмор: притчи, сказки, Тб., 1967; Грузинские народные сказки и мифы, Тб., 1985.
  • Gruzinske Narodni Pohadky, Praha, 1949; Грузински народни приказки, София, 1957, 1975.
  • Die Zauberkappe: Georgische Marchen, Berlin, 1957, 1959, 1963.
  • The Theme of Youth Seeking Immortality in Ancient Folklore and Literature, M., 1963.
  • Rapports Entre le Mythe Prométhéen Grec et la Légende Ibero-Colchidinne D’Amirani, Enchaîné à un Sommet du Caucase, BKRK, vol.XXVII, Paris, 1970.
  • Coincidences Dans les Folklores Iberiques (Géorgien et Espagnol), BKRK, vol. XXIX-XXX, Paris, 1972.
  • Ancient Colchic and Iberian Mythological Characters in Georgian Poetic Folklore, IX International Congress of Anthropological and Ethnological Sciences, Chicago, 1973.
  • Tendency of Extention of Stracture in Fairy Tales, VI Congress of the International Society for Folk-Narrative Reserch, Helsinki, 1974.
  • Georgian Folk Tales, Tb.,1999, 2007.
  • Maximus the Confessor in Georgian Legends from the Seventh and Eighth Centuries, in Maximus the Confessor and Georgia, Iberica Caucasica, vol. III, London, 2009.
  • Die Georgische Folklore der Vorliterarischen Period, Georgica : Zeitschrift für Kultur, Sprache und Geschichte Georgiens und Kaukasiens, vol.IV, Jena-Tbilisi, 1981.
  • L’Épopée Populaire Géorgienne D’Amirani # Enchaîné (Éléments Non-Iranienes Dans la Culture Persane Antique), Bedi Karthlisa, Revue de Kartvélologie. Études Géorgiennes et Caucasiennes (BKRK), vol.XXIII-XXIV, Paris, 1967.
  • About the Problem of Typological Similarities between Three Mediaeval Novels - "Tristran and Isolde","Abessalom and Eteri" and "Vis and Ramin", VIII International Congress of Anthropological and Ethnological Sciences, Tokyo, 1968.
  • Das Buch von Helden Amirani, ein Altgeorgischer Sagenkreis, bearb. und mit einem Essay "Amirani u. Prometheus" von Micheil Tschikowani. Aus dem Georg. übers. Von Heinz Fähnrich, Gustav-Kiepenheuer-Bücherei, Leipzig and Weimar, 1978.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 142.
  • ქართული ფოლკლორი (მ. ჩიქოვანის დაბადების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული), III , თბ., 1969.
  • Amiraniani, A Georgian Epic, by Mikheil Chikovani, review by David Lang, Folklore, vol.73, The Folklore Society, Spring 1962, London, pp. 59-61.
  • Enzyklopadie des Marchens, Handworterbuch zur hisrorischen und vergleichenden Erzahlforschung, Band 3, Lieferung 1, Walter Gruyter, New York, 1978. pp. 35-39.
  • Краткая Литературная Энциклопедия, т.8, М.,1975, с. 510.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 382, თბ., 1994.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Czech National Authority Database
  2. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.