მიხეილ შუფუტინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიხეილ შუფუტინსკი
Михаил Шуфутинский .jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 13 აპრილი, 1948
დაბ. ადგილი მოსკოვი
გარდ. თარიღი მომღერალი, მუსიკალური პროდიუსერი
ჟანრ(ებ)ი რუსული შანსონი, პოპი (რეპერტუარის მცირე ნაწილი)
ინსტრუმენტ(ებ)ი აკორდეონი, ბაიანი, ფორტეპიანო
ჯილდოები Merited Artist of the Russian Federation
საიტი ოფიციალური საიტი
მიხეილ შუფუტინსკი ვიკისაწყობში

მიხეილ შუფუტინსკი (რუს. Михаил Шуфутинский; დ. 13 აპრილი, 1948, მოსკოვი) — რუსი პოპ და რუსული შანსონის მომღერალი, ამჟამად აშშ-ის მოქალაქეა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ზაქარია შუფუტინსკის ებრაულ ოჯახში, 1948 წლის 13 აპრილს, მოსკოვში. დაამთავრა იპოლიტოვა-ივანოვას სახელობის მუსიკალური კოლეჯი.

მოსკოვისა და მაგადანის რესტორნებში მღეროდა სხვადასხვა ჯგუფში, შემდეგ კი გახდა ვია „ლეისია პესნია”-ს ხელმძღვანელი. ანსამბლი ვიაჩესლავ დობრინინის სიმღერებს ასრულებდა.

1981 წელს ოჯახთან ერთად ემიგრაციაში აშშ-ში წავიდა. 10 წლის განმავლობაში ის კვლავ სხვადასხვა რესტორანში მღეროდა და შექმნა საკუთარი შოუ „Ataman-band” (რესტორნის სახელის მიხედვით). მიხეილი რუსეთსაც რეგულარულად სტუმრობდა. 1990 წელს დათანხმდა მიწვევას და რუსეთში 75 კონცერტი ჩაატარა.

1998 წელს დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი სათაურით: И вот стою я на пути… („და აი, მე გზას ვადგავარ…”)

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცოლი — მარგარიტა შუფუტინსკაია (დაქორწინდა 1971 წლის 2 იანვარს)[1]
    • უფროსი ვაჟი — დევიდ შუფუტინსკი (1972); დაქორწინებულია ანჟელაზე
      • შვილიშვილი — ანა (2006)
      • შვილიშვილი — ანდრეი (1997)
      • შვილიშვილი — მიხეილი (2009)
    • უმცროსი ვაჟი — ანტონ შუფუტინსკი (1976); აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალების ჯარისკაცი
      • დაქორწინებულია აფროამერიკელ — ბრენდიზე
      • შვილილიშვილი — დიმიტრი შუფუტინსკი (1996) (სასკოლო ორკესტრის საქსოფონისტი)
      • შვილიშვილი ზაქარია შუფუტინსკი (2009)

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]