მიხეილ ღლონტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღლონტი.
მიხეილ ღლონტი
1858-1924
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 25 მარტი, 1858
დაბადების ადგილი ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი სექტემბერი, 1924
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ჯარის სახეობა კავალერია
წოდება გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები რუსეთ-იაპონიის ომი,
1924 წლის აგვისტოს აჯანყება

მიხეილ ღლონტი (დ. 25 მარტი, 1858, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია[1] — გ. სექტემბერი 1924) — ქართველი გენერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ელისავეტგრადის კავალერიის იუნკერთა სასწავლებელი. ჯარში მსახურობდა 1879 წლიდან. კორნეტი (1886). პორუჩიკი (1890). შტაბსროტმისტრი (1895). როტმისტრი (1898). ესკადრონის უფროსი. იყო რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე ომში დაიჭრა და მიიღო ძლიერი კონტუზია. ასეულის მეთაური. 1909-1914 წლებში მსახურობდა ნიჟეგოროდის მე-17 დრგუნთა პოლკში. 1910 წლის 31 მაისს მიენიჭა პოლკოვნიკიდ წოდება. 1910-1914 წლებში იყო კავკასიის მე-7 სათადარიგო საკავალერიო პოლკის უფროსი. 1914-1916 წლებში კავკასიის მე-2 სათადარიგო ბრიგადის უფროსის თანაშემწე, შემდეგ უფროსი. გენერალ-მაიორი (1917 წარჩინებისთვის). დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, იარაღით. 1918 წლიდან ქართულ ჯარში მსახურობდა. მეთაურობდა პოლკს. 1921 წელს ემიგრაციაში არ წავიდა. მონაწილეობდა 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებაში. იყო „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ სამხედრო კომისიის წევრი. აჯანყების შემდეგ დააპატიმრეს. დაიღუპა პატიმრობისას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბახტაზე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 467.
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 92, ISBN 978-9941-0-7386-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]