მიხეილ ქურდიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიხეილ ქურდიანი
დაბ. თარიღი 1 იანვარი 1954(1954-01-01)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 31 ოქტომბერი 2010(2010-10-31) (56 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა პოეტი, მწერალი, მთარგმნელი და ფილოლოგი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიხეილ ქურდიანი (დ. 1 იანვარი, 1954, თბილისი — გ. 31 ოქტომბერი, 2010, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი (ლიტერატორი, ენათმეცნიერი), მწერალი, მთარგმნელი, პოეტი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ ქურდიანი დაიბადა 1954 წელს თბილისში, საქართველო. 1971 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა. 1976 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების საზოგადოებრივი პროფესიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით. 2001 წელს დაამთავრა ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და სტრუქტურული, გამოყენებითი, მათემატიკური ლინგვისტიკის სპეციალობით.

1977–1978 წლებში იყო ინგლისურენოვანი მხატვრული და კრიტიკული ლიტერატურის მეცნიერ-რედაქტორი (საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია). 1978–1991 წლებში თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტეს ქართული ენის კათედრისა და საზ. პროფესიათა ფაკულტეტის ქართული და რუსული სექტორების ლექტორი. 1978–1979 წლებში საქართველოს სახელმწიფო გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1979–1984 წლებში მუშაობადა გამომცემლობა “მერანის” რუსულ ენაზე გამოცემათა რედაქტორად. 1984 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1984–1986 უფროსი ლაბორანტი; 1986–1988 უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988–1995 მეცნიერ-თანამშრომელი; 1995–1998 უფროსი მეცნიერ-თანამშრობელი; 1998 წლიდან წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი).

მიხეილ ქურდიანი იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დამფუძნებელი (1987), ხოლო 1991 წლიდან საპატიო წევრი; 1987 წლიდან – სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების წევრი, ხოლო 2003 წლიდან საზოგადოების პრეზიდენტი. 1989 წლიდან საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების წევრი (დამფუძნებელი), 1990-1994 საზოგადოების პრეზიდენტი, ხოლო 1999 წლიდან საპატიო პრეზიდენტი.

მიხეილ ქურდიანი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აკ.წერეთლის სახ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1982 წლიდან იყო სსრ კავშირის ჟურნალისტთა კავშირის წევრი; 1992 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

გამოქვეყნებული აქვს 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

სამეცნიერო ხარისხები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1998 — ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ორი სპეციალობით: ენათმეცნიერების თეორია და ისტორია და ლიტერატურის თეორია.

(საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

  • 1995 — ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. სპეციალობით: ქართული ლიტერატურა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • 1999 — პროფესორი (ზოგადი ენათმეცნიერების კათედრა)
  • 2000 — პროფესორი (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • 1995— აკადემიკოსი (საქართველოს საპატრიარქო, გელათის მეცნიერებათა აკადებია)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]